ბანკზე თავდამსხმელის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

171
VIEWS

21 სექტემბერს ფეისბუკ-ანგარიშებმა მრისხანე ბაბუაწვერა და  David Chkhapelia-მ სქრინშოტი გამოაქვეყნეს, რომელზეც გამოცემა “ტაბულას” ლოგოსთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ფოტო და ციტატაა დატანილი. ციტატაში ნათქვამია, რომ პირი, რომელიც თავს საქართველოს ბანკს დაესხა, პირობითი სასჯელით გაუშვეს და ხელწერილი ჩამოართვეს, რომ მსგავად მეორედ აღარ მოიქცეოდა.

bankze thavdamskhmelis shesakheb shinagan saqmetha ministris qhalbi tsitata vrtseldeba ბანკზე თავდამსხმელის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება

გავრცელებული სქრინშოტი გაყალბებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე, “ტაბულას” ვებ-საიტსა და ფეისბუკ გვერდზე, ასევე სხვა ღია წყაროებით გომელაურის იდენტური ან მსგავსი განცხადება არ იძებნება.

გაყალბებული სქრინშოტი, სავარაუდოდ, სატირული შინაარსით შეიქმნა, თუმცა ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილმა ის რეალურ ინფორმაციად აღიქვა. საინფორმაციო სააგენტო “ტაბულას” ვებ-საიტსა და ფეისბუკ გვერდზე ვახტანგ გომელაურის იდენტური ან მსგავსი შინაარსის შემცველი ფოტო ან წერილობითი მასალა არ იძებნება. მსგავსი კომენტარი არ გვხვდება არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე.

“ტაბულას” ვებ-საიტზე სექტემბერის თვეში შინაგან საქმეთა მინისტრის ორი კომენტარია გამოქვეყნებული, რომელთაგანაც ერთი ელჩებს, მეორე კი “სუსის” ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს შეეხება.

bankze thavdamskhmelis shesakheb shinagan saqmetha ministris qhalbi tsitata vrtseldeba 1 ბანკზე თავდამსხმელის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება

20 სექტემბერს ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც შენობაში შესვლისთანავე იარაღი ისროლა და იქ მყოფი მოქალაქეები, ბანკის თანამშრომლებთან ერთად  მძევლად აიყვანა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მომხდარი თავდასხმის ადგილზე რამდენიმე საათში მივიდა. ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაცია მძევლების გათავისუფლებითა და თავდამსხმელის აყვანით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირი ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist