სოციალურ ქსელში ვაშაძის მხარდამჭერი ყალბი ვიზუალი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

508
VIEWS

7 და 8 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებლებმა Davit Jebashvil-მა და  ანი ფეიქრიშვილმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ასახულ პირს ხელში გიორგი ვაშაძის მხარდამჭერი პოსტერი უჭირავს. პოსტერზე საქართველოს “რესპუბლიკური პარტიის” ლოგო და წარწერა: “ჩვენ ხმას ვაძლევთ ვაშაძეს” – არის ასახული.
ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული პირი წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც გიორგი ვაშაძეს უჭერს მხარს.

Screenshot 1 4 სოციალურ ქსელში ვაშაძის მხარდამჭერი ყალბი ვიზუალი ვრცელდება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს არ ასახავს. ფოტო ინტერნეტში 2015 წლიდან იძებნება, ავთენტურ ვერსიაში კი პოსტერზე სლოგანი:  Refugees welcome here  და ანტირასისტული კამპანიის ჰეშთეგები გვხვდება.

რეალურ ფოტოზე შემდეგი წარწერა “ლტოლვილებს აქ მიესალმებიან” (Refugees welcome here) გვხვდება. პოსტერზე ასევე მითითებულია ვებ-გვერდი standuptoracism.org.uk, ორგანიზაციის “Stand up to racism” ლოგო და ჰეშთეგები: #Antiracismday,  #RefugeesWelcome.

Screenshot 2 6 სოციალურ ქსელში ვაშაძის მხარდამჭერი ყალბი ვიზუალი ვრცელდება
standuptoracism.org.uk-ის “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მიზნად ისახავს ანტირასისტულ განწყობებთან დაპირისპირებას, რისთვისაც ევროპელები გერმანიიდან საბერძნეთის ჩათვლით რასიზმის, ისლამოფობიის, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ იბრძვიან. ორგანიზაცია აქციებს, კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებას წელიწადში რამდენჯერმე მართავს. დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული მსვლელობების ნახვა Stand up to racism-ის ფეისბუკის გვერდზეც არის შესაძლებელი.

ფოტოს საძიებო ხელსაწყო TinEye–ს მიხედვით, ფოტო ინტერნეტში 2015 წლიდან იძებნება და ყველაზე ადრე, 2015 წლის დეკემბერში არის გამოქვეყნებული.

Screenshot 3 5 სოციალურ ქსელში ვაშაძის მხარდამჭერი ყალბი ვიზუალი ვრცელდება

26 ოქტომბერს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ “დროა“, „სტრატეგია-აღმაშენებელი” და „გირჩი – მეტი თავისუფლება” ერთიანობის კამპანია წამოიწყეს, მათ ერთობლივ განცხადებებს კი როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. დისკრედიტაციის სამიზნე ამჯერად “სტრატეგია-აღმაშენებელის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე გახდა, რომლის სახელითაც 2022 წლის ნოემბერში ყალბი ციტატაც გავრცელდა.

გაყალბებული ციტატები და ვიდეოფაბრიკაციები გიორგი ვაშაძის შესახებ “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. იხილეთ ჩვენი მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist