სისხლი თუ სურნელოვანი მირონი – რა არის ქრისტეს გარდამოხსნის ქვაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

122
VIEWS

13 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა დავით გიორგობიანი გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც მიუთითებს, რომ მასზე ქრისტეს გარდამოხსნის ქვაა ასახული, ქვა კი გასკდა და ახლა სისხლი მოედინება. დავით გიორგობიანი ამ შემთხვევას ,,ისრაელის მიწაზე ხოცვა-ჟლეტას” უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ეს ბოლო ჟამია. 

gardamokhsna სისხლი თუ სურნელოვანი მირონი - რა არის ქრისტეს გარდამოხსნის ქვაზე?

მტკიცება, თითქოს, ქრისტეს გარდამოხსნის ქვა გასკდა და სისხლი მოედინება, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ქრისტეს გარდამოხსნის ქვას ყოველდღიურად აცხებენ სურნელოვან მირონს, სწორედ ესაა ნაჩვენები გავრცელებულ ვიდეოზე. ასევე, დავით გიორგობიანმა სოციალურ ქსელში ძველი ვიდეო გააზიარა. 

გავრცელებული ვიდეო ახალი არ არის. ვიდეოშიცაა წარწერა, რომ ის, სავარაუდოდ, 2023 წლის 24 ოქტომბერსაა გადაღებული. YouTube-ზე ატვირთული იდენტური ვიდეო კი 5 ნოემბრით თარიღდება. 

ვიდეო, რომელსაც დავით გიორგობიანი ავრცელებს, რამდენიმე თვის წინ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN)-ის წევრმა ორგანიზაცია FAKTOGRAF-მა გადაამოწმა. ის იერუსალიმის ,,წმინდა მიწის მეურვეობის” ფრანცისკელებზე დაყრდნობით წერდა, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო უჩვეულოს არაფერს ასახავს და ცნობები, თითქოს, ქრისტეს გარდამოხსნის ქვიდან სისხლი გადმოედინება, არასწორია. მათი თქმით, ქრისტეს გარდამოხსნის ქვას ფრანცისკელები ყოველ დღე აცხებენ სურნელოვან მირონს, ზოგჯერ კი მოწითალო ფერისას. ,,წმინდა მიწის მეურვეობა” განმარტავს, რომ არ არსებობს ზებუნებრივი ფენომენი, რომელიც დაამტკიცებს, თითქოს, გარდამოხსნის ქვიდან სისხლი გადმოედინება, ასევე არც ერთი ფრანცისკელი ამ აღმოჩენაში ჩართული არ იყო. ასევე, როგორც FAKTOGRAF წერს, მსგავსი ვიდეოები 2018 წელსაც ვრცელდებოდა.

ქრისტეს გარდამოხსნის ქვა იერუსალიმში, წმინდა სამარხის ეკლესიაში მდებარეობს. ქრისტიანულ სამყაროში წმინდა სამარხის ეკლესია ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილად მიიჩნევა. რწმენის მიხედვით, ქრისტე ჯვარცმის შემდეგ გარდამოხსნის ქვაზე დაასვენეს. ხოლო ეს არის ადგილი, სადაც ქრისტე დაიმარხა და მკვდრეთით აღდგა. გარდამოხსნის ქვის მირონით ცხება აღიქმება როგორც ერთგულებისა და პატივისცემის დადასტურება. ეს რიტუალი ქრისტიანული გაგების არსებითი კომპონენტია. 

,,წმინდა მიწის მეურვეობა” არის იერუსალიმში დაარსებული ფრანცისკელთა ორდენი. მის იურისდიქციაშია სალოცავები ისრაელში, ეგვიპტეში, პალესტინასა და არა მარტო. ფრანცისკელები მთავარ ქრისტიანულ სალოცავებს ემსახურებიან. მათ შორის, იერუსალიმის წმინდა სამარხის ეკლესიას. ამჟამად ფრანცისკელთა მთავარი ფუნქცია სალოცავებზე ზრუნვაა. 

წყაროს შესახებ:

გადაცემა ,,დასაბამიდან სასუფევლამდე” ყოფილ წამყვანს, დავით გიორგობიანს, აქამდეც გაუვრცელებია მცდარი ინფორმაცია. მისი გამოქვეყნებული ცნობები ,,მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist