მაიმუნის ყვავილზე CNN-ის და New York Post-ის სტატიების სქრინშოტები მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

113
VIEWS

25 მაისს ფეისბუკ ანგარიშებმა Gva Nca-მ და დავით გიორგობიანმა  მაიმუნის ყვავილის შესახებ პოსტები  გამოაქვეყნეს. Gva Nca-ს პოსტს თან ორი იდენტური ფოტო ერთვის. ერთი მათგანი მაიმუნის ყვავილის შესახებ CNN-ის  2018 წლის სტატიიდანაა ამოღებული, ხოლო მეორე New York Post-ის 2022 წლის 20 მაისის მასალიდან, რომელიც ნიუ-იორკში მაიმუნის ყვავილის ახალი შემთხვევის დაფიქსირებას ეხება. აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მაიმუნის ყვავილი  ამჟამად არ ვრცელდება, რადგან მასალაში ძველი ფოტოა გამოყენებული.

გიორგობიანის პოსტში  დაავადებისგან დაზიანებული ხელის ორი იდენტური ფოტოა გამოყენებული, ერთი მათგანის სათაურია “რა არის ჰერპეს ზოსტერი (Shingles)?” ხოლო მეორე მაიმუნის ყვავილს ეხება. ფოტოს რუსულენოვანი აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მაიმუნის ყვავილის საილუსტრაციოდ Shingles ფოტოების გამოყენება მაიმუნის ყვავილის გავრცელებას ეჭვქვეშ აყენებს და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავშირდება.

Screenshot 6 მაიმუნის ყვავილზე CNN-ის და New York Post-ის სტატიების სქრინშოტები მანიპულაციურად ვრცელდება Screenshot 7 მაიმუნის ყვავილზე CNN-ის და New York Post-ის სტატიების სქრინშოტები მანიპულაციურად ვრცელდება

მაიმუნის ყვავილის შესახებ გავრცელებული პოსტები მანიპულაციურია. რეალურად, CNN და New York Post მაიმუნის ყვავილის 2003 წლის ფოტოს იყენებენ, თუმცა ეს არ ამტკიცებს, რომ მაიმუნის ყვავილი, რომელიც პირველად ადამიანებში 1970-იან წლებში დაფიქსირდა, ამჟამად არ ვრცელდება. რაც შეეხება გავრცელებული ინდური გამოცემის სქრინშოთს, მათ 2021 წლის სტატიაში, რომელიც მაიმუნის ყვავილს ეხებოდა,  ჰერპეს ზოსტერის ფოტო შეცდომით გამოიყენეს, შემდეგ კი ფოტო განაახლეს.

  • მაიმუნის ყვავილი ადამიანებში 1970 წლიდან ვრცელდება, ხოლო CNN და New York Post მაიმუნის ყვავილის 2003 წლის ფოტოს იყენებენ.

Gva Nca-ს მიერ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, New York Post-ის მიერ მაიმუნის ყვავილით დაზიანებული ხელის 2018 წლის ფოტოს გამოყენება ამტკიცებს, რომ ვირუსის მიმდინარე გავრცელება გამოგონილია, რადგან თუ ვირუსი ახლა ნამდვილად ვრცელდება, მედიასაშუალება ახალ ფოტოს გამოიყენებდა. გამოცემის მიერ ძველი ფოტოს გამოყენება არ ამტკიცებს, რომ ვირუსი არ ვრცელდება, რადგან რეალურად, New York Post-ის მიერ 2022 წელს ან CNN-ის მიერ 2018 წელს გამოყენებული ფოტო ბევრად უფრო ძველია და Getty Image-ზე საავტორო უფლებების დაცვით ჯერ კიდევ 2003 წელს განთავსდა. 

Screenshot 8 მაიმუნის ყვავილზე CNN-ის და New York Post-ის სტატიების სქრინშოტები მანიპულაციურად ვრცელდება Screenshot 9 მაიმუნის ყვავილზე CNN-ის და New York Post-ის სტატიების სქრინშოტები მანიპულაციურად ვრცელდება

აღსანიშნავია ისიც, რომ მაიმუნის ყვავილი პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს, ხოლო ადამიანებში პირველად 1970 წელს დაფიქსირდა, შესაბამისად, მისით ინფიცირების შემთხვევების შედეგად სხეულის დაზიანებების ამსახველი ფოტოები მრავალი წელია არსებობს და მედიასაშუალებები ინფორმაციის გამოქვეყნებისას სხვადასხვა მათგანს იყენებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, 2022 წელს 21 მაისის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.  

Screenshot 10 მაიმუნის ყვავილზე CNN-ის და New York Post-ის სტატიების სქრინშოტები მანიპულაციურად ვრცელდება
წყარო: WHO
  • ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მაიმუნის ყვავილის შესახებ 2021 წლის სტატიაში შეცდომით გამოქვეყნებული ჰერპეს ზოსტერის ფოტო არ ამტკიცებს, რომ მაიმუნის ყვავილის გავრცელება ტყუილია. 

რაც შეეხება დავით გიორგობიანის პოსტს, მისი მტკიცებით, Shingles-ის ფოტოების გამოყენება მაიმუნის ყვავილის შესახებ მასალებში ამტკიცებს, რომ მაიმუნის ყვავილი მორიგი ტყუილია და შესაძლოა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების უკუჩვენებებს უკავშირდებოდეს. გიორგობიანის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები რეალურია, თუმცა მაიმუნის ყვავილის საილუსტრაციოდ Shingles-ის ფოტოს გამოყენება ინდური გამოცემა TheHealthSite.com-ის შეცდომას უკავშირდება. 

პოსტში გამოყენებული მასალა “რა არის ჰერპეს ზოსტერი (Shingles)?” ავსტრალიის ერთ-ერთი შტატის ქვინსლენდის  მთავრობის საიტის ჯანმრთელობის ნაწილშია გამოქვეყნებული. მასალაში ახსნილია, რომ Shingles-ს ჩუტყვავილას გამომწვევი ვირუსი ჰერპეს ზოსტერი იწვევს. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და მკურნალობის გზებია განხილული. 

Screenshot 11 მაიმუნის ყვავილზე CNN-ის და New York Post-ის სტატიების სქრინშოტები მანიპულაციურად ვრცელდება

საარქივო მასალა მოწმობს, რომ ქვინსლედის მთავრობის საიტზე გამოყენებული Shingles-ის ფოტო ინდურმა გამოცემა TheHealthSite.com-მა მაიმუნის ყვავილის შესახებ 2021 წლის ივლისში გამოქვეყნებულ მასალაში ნამდვილად გამოიყენა.

Screenshot 12 მაიმუნის ყვავილზე CNN-ის და New York Post-ის სტატიების სქრინშოტები მანიპულაციურად ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენრმა (CDC) განაცხადა, რომ 20 წლის განმავლობაში პირველად აშშ-ში მაიმუნის ყვავილის შემთხვევა დაფიქსირდა. ინდური გამოცემის ეს ინფორმაციაც სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდებოდა. 

ამჟამად TheHealthSite.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ჰერპეს ზოსტერის ფოტო აღარ გვხვდება და ის მაიმუნის ყვავილის რეალური ფოტოთია ჩანაცვლებული, მასალაში მითითებულია, რომ მასში ცვლილება 23 მაისს განხორციელდა. 

Screenshot 13 მაიმუნის ყვავილზე CNN-ის და New York Post-ის სტატიების სქრინშოტები მანიპულაციურად ვრცელდება

ხაზგასასმელია, რომ მაიმუნის ყვავილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას არ უკავშირდება და ის 1958 წლიდან არსებობს მაიმუნის ყვავილის შესახებ ეს და სხვა დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:



სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ინდოეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist