“სინათლის ძალა” ტელეგრამიდან რეპტილიების კონსპირაციას ავრცელებს 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

751
VIEWS

6 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა ლევან ნავიმ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბარია რეპტილოიდურ არსებებზე, რომელთა უმრავლესობაც მატრიცული ბოტია. ისინი სხეულად მოწვეულ მსახიობებს იყენებენ, ხოლო თავი “დემონოლოგიური წყობისა” აქვთ. ეს არსებები ადამიანის ხორცით იკვებებიან და კაცობრიობის წინააღმდეგ მრავალ დანაშუალს ჩადიან. ავტორის მტკიცებით, სწორედ ისინი მართავენ მსოფლიო პოლიტიკას და მათ მფლობელობაშია სასარგებლო ბუნებრივი წიაღისეულის მარაგებიც. პოსტს  თან ერთვის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ფოტო, სადაც ლევან ნავის მიხედვით, მათი “სიმბოლიზმია” გამოსახული. ავტორის მიხედვით, ბაიდენი და მისი კაბინეტის წევრები სწორედ ასეთი შენიღბული რეპტილიების  კატეგორიას განეკუთვნებიან და ინცესტი, პედოფილია, ომები,  კანიბალიზმი და ერების გენოციდი მათი შემოქმედების ნაყოფია.

;

ლევან ნავის მტკიცება რეპტილოიდური ადამიანების შესახებ შეთქმულების თეორიაა და ის უკვე წლებია ვრცელდება. თეორიის მიხედვით, სამყაროს ადამიანებად შენიღბული უცხოპლანეტელი რეპტილიები მართავენ. 

  • ვინ არიან რეპტილია ადამიანები?

ადამიანი რეპტილიების შესახებ კონსპირაციის თეორიის წარმოშობა ბრიტანელ ჟურნალისტს, მოგვიანებით კი კონსპიროლოგ დეივიდ აიკს უკავშირდება. მისი 1998 წლის წიგნი “უდიდესი საიდუმლო” ადამიანი რეპტილიების თეორიაში საკვანძო დოკუმენტს წარმოადგენს.  ავტორის მიხედვით, დედამიწა რეპტილოიდურმა არსებებმა დაიპყრეს. ისინი კოსმოსის სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოვიდნენ და ძირითადად უცხოპლანეტელებს წარმოადგენენ, დედამიწის დაპყრობის შემდეგ კი ადამიანთა სახე მიიღეს, რათა კაცობრიობას მათ რეალურობაში ეჭვი არ შეეტანა.

კონსპიროლოგების მიხედვით, ადამიანებად შენიღბული რეპტილიების რიგს განეკუთვნებიან: დედოფალი ელიზაბეტ  II, ჯო ბაიდენი, ჯონ კენედი, ბარაკ ობამა, მიკ ჯაგერი და მრავალი სხვა.

დეივიდ აიკის მიმდევრებმა იმ მახასიათებლების ნუსხაც მოამზადეს, რომელთა საშუალებითაც ადამიანი რეპტილიის ამოცნობაა შესაძლებელი, მაგალითად: სისხლის დაბალი წნევა, წითელი ან მოწითალო თმა, კოსმოსის სიყვარული, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ შეთქმულების ეს თეორია ერთი შეხედვით სახალისოდ ჟღერს, 2013 წლის მონაცემების მიხედვით, 12 მილიონ ამერიკელს ადამიანებად შენიღბული რეპტილიების არსებობისა და მათ მიერ მსოფლიოს მართვის შესახებ თეორიის სჯერა. 2020 წლის 25 დეკემბერს ნეშვილში, ქალაქის ცენტრში, 63 წლის ენტონი ვორნერმა თავი აიფეთქა. შემთხვევამდე პოლიციამ ადამიანების ევაკუაცია მოასწრო, გამოძიების პროცესში ვორნერის მიმოწერის გაცნობის შემდეგ ფედერალურმა სამსახურმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ვორნერს სწორედ რეპტილიების თეორიის სჯეროდა და ასეთი შენიღბული ადამიანების განადგურებისკენ ისწრაფვოდა.

ლევან ნავის პოსტთან ერთად გავრცელებული ფოტო აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ტვიტერის ანგარიშზე 2 აპრილს გამოქვეყნდა და მასზე ერთმანეთისგან დისტანციით მსხდომი კაბინეტის წევრები არიან გამოსახულნი, პოსტის წარწერის მიხედვით, ისინი ამერიკას განასახიერებენ.

;

  • ტელეგრამ არხი “სინათლის ძალა”

ლევან ნავის გავრცელებულ პოსტში პირველწყაროდ სოციალურ ქსელ “ტელეგრამის” არხი “სინათლის ძალაა” მითითებული, ანგარიშის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის “ინსაიდერებისგან” მიღებულ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

;

რეპტილია ადამიანების შეთქმულების თეორიასთან დაკავშირებით არხზე კიდევ ერთი პოსტია გამოქვეყნებული.

;

პოსტის მიხედვით, სპეციალური CGI ტექნელოგიით რეპტილია ადამიანის ამოცნობაა შესაძლებელი. ვიდეოს აღწერაში მითითებულია ისიც, რომ ბაიდენი ასეთივე შეინღბული და ყალბი პრეზიდენტია.

ანგარიშის აღწერაში ნახსენებია Q და QAnon-ის შეთქმულების თეორიასთან დაკავშირებული ფრაზები. QAnon-ის კონსპირაციის შესახებ დამატებით “მითების დეტექტორის” მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist