შვეულმფრენიდან ქიმიური საშუალებების გადმოფრქვევის შესახებ ჭორმა მსოფლიო მოიცვა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ასფსწფ
130
VIEWS

DFRLab-ის მასალა

იტალიაში გავრცელებულმა ჭორმა თითქოს შვეულმფრენიდან კორონავირუსის განადგურების მიზნით სადეზინფექციო საშუალება გამოიფრქვეოდა, მსოფლიოს სოციალური ქსელისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების პლატფორმები მოიცვა. ცრუ ინფორმაცია ორი კვირის განმავლობაში 30-მდე ქვეყანას მოედო. ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ მარტივად ვრცელდება კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია.

COVID-19-ზე არსებული დეზინფორმაცია სწრაფად ვითარდება, მაგალითისთვის: 2020 წლის მარტში საქართველოში სამოქალაქო აქტივისტის მიერ გაკეთებული განაცხადება, თითქოს მას უხარია ვირუსის გავრცელება მოხუცების დაღუპვის გამო, რომლის გაყალბებული ციტატაც ცნობილმა ქართველმა ექიმმა გააჟღერა; უკრაინაში ტელეგრამის აპლიკაციით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოწევა რეზისტენტულობას გამოიმუშავებდა კორონავირუსის წინააღმდეგ და ა.შ.

შვეულმფრენით ქიმიური ნივთიერების დაფრქვევა არ არის ინოვაციური ხერხი, ის გამოიყენეს მაიამიში, აშშ-ში, კოღოების მიერ ზიკას გავრცელების საწინააღმდეგოდ. დრონები, კორონავირუსის წინააღმდეგ სადეზინფექციო ხსნარის გასაფრქვევად გამოყენებულ იქნა ჩინეთის მიერაც. სწორედ არსებულმა ფაქტებმა გაამყარა გავრცელებული დეზინფორმაცია.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის ლაბორატორიამ ვერ დაადგინა დეზინფორმაციის გავრცელების საწყისი წყარო, თუმცა ის არაერთ ქვეყანაში გავრცელდა და მათ მიერ შემუშავებულ რუკაზე ნათლად ჩანს როგორ მოიცვა ჭორმა მსოფლიო.

"
ინფორმაციამ, თითქოს 23:00-05:00 დროის პერიოდში შეულმფრენიდან ქალაქების დეზინფექცია მოხდებოდა მცირე ცვლილებები განიცადა გავრცელებისას, მაგალითად იტალიაში ის აფრთხილებდა მოსახლეობას გარეთ არ დაეტოვებინათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ძაღლები. საქართველოში ძაღლები არ უხსენებიათ, თუმცა ტანსაცმელი სარეცხით შეიცვალა. დეზინფორმაციული რუსულენოვანი მესიჯები, რომლებშიც მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ არ გასულიყვნენ გარეთ, გაავრცელეს მოლდოვასა და უზბეკეთშიც. რუსეთსა და ყაზახეთში გავრცელებულ ზოგ ვერსიაში იუწყებოდნენ სკოლებისა და მშობლების დასჯის შესახებ, თუ ბავშვებს სახლში არ დატოვებდნენ. ამ შემთხვევაში მესიჯებში დრო და შვეულმფრენების რაოდენობა შეცვლილი იყო. დეზინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს, 10-16 მარტის პერიოდში გავრცელდა.

~

|

საქართველოში ჰაერის შვეულმფრენებიდან შეწამვლის შესახებ დეზინფორმაცია 11 მარტს გავრცელდა.

'

ეს ყველაფერი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ცრუ ინფორმაცია შესაძლებელია ვირუსზე სწრაფად გავრცელდეს, ის ადაპტირდება ენისა და რეგიონის შესაბამისად. სოციალური ქსელები ხშირად წარმოადგენენ დეზინფორმაციის გავრცელების წყაროს, ხოლო დეზინფორმაცია მოიცავს მსოფლიოს და მან არ იცის საზღვრები.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist