შეიძინა თუ არა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ კონდომები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

22
VIEWS

5 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა “საქართველოსთვის” გამოაქვეყნა სქრინი, რომელიც  გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს შესყიდვას ასახავს. შესყიდვის თანხად სქრინზე 38 900 ლარია მითითებული. სქირნზე წითლად არის შემოხაზული შესყიდვის საგანი “სუნამოები, ტუალეტის ნივთები და კონდომები/პრეზერვატივები”. სქრინს თან ახლავს შემდეგი კომენტარი: “თქვენთანაც კონდომები/პრეზერვატივები წერია?”, რაც  ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ არასაჭირო ინვენტარი შეიძინა.
;
პოსტში წარმოდგენილი სქრინი და თანმხლები კომენტარი მანიპულაციურია:  “სუნამოები, ტუალეტის ნივთები და კონდომები” იმ კლასიფიკატორის კოდის სახელწოდებაა, რომელიც სახლემწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაშია ხელმისაწვდომი და რომლითაც სააგენტომ ტენდერით შეძენილი ჰაერის გამწმენდი საშუალება გაატარა. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე მომხმარებელი ხელშეკრულების ატვირთვისას სხვადასხვა სამუშაო ველს ავსებს, მათ შორის არის შესყიდვის კატეგორია და კლასიფიკატორის CPV კოდი. კლასიფიკატორის კოდით კონკრეტული საქონლის იდენტიფიცირება ხდება. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ ატვირთული ხელშეკრულების დანართით ვიგებთ, რომ კოდით 3371000 ჰაერის გამწმენდი საშუალებაა გატარებული და შესაბამისად მოხვდა კატეგორიაში, რომლის სრული სახელწოდებაცაა “  სუნამოები, ტუალეტის ნივთები და კონდომები/პრეზერვატივები”. ამდენად, ამ კატეგორიაში შესყიდვების გატარბა არ ნიშნავს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ კონდომები შეიძინა.
;
ამასთანავე გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ჰიგიენის საშუალებების შეძენაში 38 990 ლარი არ დაუხარჯავს, როგორც ეს სქრინზე ჩანს.
კონტრაქტში შესული ცვლილების მიხედვით ირკვევა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ 2020 წლის თებერვალში თანხა ორ ნაწილად გადაიხადა: 3 თებერვალს  4 569.35, 26 თებერვალს კი 3 374.15  ლარი, რაც ჯამში 7 943 ლარს შეადგენს.
;

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი “საქართველოსთვის” 2017 წლის 26 ოქტომბერს შეიქმნა და ძირითადად მმართველი პარტიის კრიტიკას ემსახურება.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist