“სამედიცინო ჯიჰადი” თუ ვიდეომანიპულაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ წამლები ლურსმნებსა და ნემსებს შეიცავს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

794
VIEWS

7 მარტს ფეისბუქ-პროფილმა Nina Marji-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ორი ადამიანი ორი სხვადასხვა პრეპარატის კაფსულას ხსნის, საიდანაც პატარა ზომის ლურსმნები და ნემსები იყრება. პირველ ვიდეოში მამაკაცი ერთ კაფსულას ხსნის და ლურსმნები იყრება, მეორე კაფსულის გახსნისას კი წამლის ფხვნილი, ვიდეოში მამაკაცი რუსულად ამბობს, რომ ეს “სასიკვდილო რულეტკას” თამაშია.

12 მარტის მდგომარეობით, პოსტს 1000-ზე მეტი რეაქცია და 17 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

;

იმის დასადასტურებლად, რომ პრეპარატების კაფსულები ლურსმნებსა და ნემსებს შეიცავს, ვიდეოში საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. თავად ვიდეოს წარმომავლობა გაურკველია, ხოლო სანდო წყაროებში ენტეროფურილის და ლინექსის მედიკამენტებში მსგავსი ნივთების აღმოჩენის შესახებ ინფორმაციაა არ იძებნება. 

ვიდეო N1. 

პირველ ვიდეოში მამაკაცი პრეპარატ ენტეროფურილის კაფსულას ხსნის, სხვა რაკურსით გადაღებული, სრული იდენტური ვიდეო ყაზახურმა ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმა stopfake-მა შეისწავლა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ენტეროფურილის კოლოფს ეტყობა, რომ ვიდეოს გადაღებამდეც გახსნილი იყო, სწორედ ამიტომ, არსებობს ალბათობა, რომ ვიდეოს ავტორმა კოლოფი გახსნა და კაფსულის შემადგენლობა ლურსმნებით თვითონვე ჩაანაცვლა.

;

stopfake ასევე აღნიშნავს, რომ ინტერნეტში მარტივად მოიძებნება ინტრუქციები, რომელთა დახმარებითაც სავსებით შესაძლებელია წამლის ფირფიტის უკანა მხარეზე გადაკრული ფოლგის მოშორება, წამლის ამოღება და ფოლგის ისევ დამაგრება ისე, რომ შეუმჩნეველი იყოს.

;

voxukraine აღნიშნავს, რომ მამაკაცი მხოლოდ ფირფიტის უკანა მხარეს გვაჩვენებს, რაც გვაძლევს საფუძველს ვიეჭვოთ, რომ მას კაფსულის ფირფიტის წინა მხრიდან ამოღება და მისი ლურსმნებით შევსება თავისუფლად შეეძლო.

გარდა ამისა, stopfake-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ საეჭვოა ისიც, რომ ვიდეოში მამაკაცი ერთ კაფსულაში ლურსმნებს პოულობდეს, მეორეში კი ჩვეულებრივი წამლის ფხვნილს. პრეპარატი “ენტეროფურილი” ბოსნია და ჰერცეგოვინის ფარმაცევტული კომპანია “ბოსნალეკის” ქარხნებში მზადდება, სადაც წარმოების პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და ერთი ან მეტი კაფსულის ამოღება და მათი შეცვლა წარმოების მთელი პროცესის შეჩერების გარეშე შეუძლებელია, რაც ტექნიკურად დიდ სირთულეს წარმოადგენს.

ვიდეო N2. 

მეორე ვიდეოში ქალი პრეპარატ ლინექსის კაფსულას ხსნის და კაფსულიდან პატარა ზომის ნემსები ცვივა. როგორც უკრაინული ფაქტების გადამოწმების პლატფორმა voxukraine წერს, ეჭვს აჩენს ის დეტალი, რომ ქალი წამლის უკვე გახსნილ ფირფიტას გვაჩვენებს და ჩვენ თვალწინ არ ხსნის მას. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, მან კაფსულაში ნემსები წინასწარ მოათავსა.

;

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელ tiktok-ზეც გავრცელდა, მოგვიანებით კი მომხმარებლებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, მსგავსი ვიდეოები თვითონაც გადაიღეს და აჩვენეს, რომ ლინექსის კაფსულებში რეალურად ჩვეულებრივი წამლის ფხვნილია მოთავსებული.

;

voxukraine წერს, რომ არცერთი პრეპარატის შემთხვევაში  კაფსულებში ლურსმნებისა და ნემსების აღმოჩენის შესახებ სხვა წყაროებში ცნობები არ გავრცელებულა. გარდა ამისა, მედიკამენტების მწარმოებელი ორივე კომპანია, “ლეკი” და “ბონსალეკი” ფარმაცევტულ სფეროში დიდი გამოცდილების მქონეა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი კაფსულებში ლურსმნებისა და ნემსების რაიმე გზით მოხვედრას დაუშვებდნენ. კომპანია “ბონსალეკი” აწარმოებს მედიკამენტებს, რომლებიც FDA-ს (ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ვიდეოები, რომლებშიც მედიკამენტების კაფსულებში ლურსმნებისა და ნემსების “აღმოჩენაა” ნაჩვენები ინდურ წყაროებშიც გავრცელდა, ამ შემთხვევაში კონსპირაციული მტკიცებით, თითქოს ეს მედიკამენტები ინდუისტების წინააღმდეგ “სამედიცინო ჯიჰადის” მოწყობის გეგმის ნაწილია.


არქივის ბმული: Nina Marji


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist