რუსთავი 2-ის გადაცემის ნაწყვეტი კონსპირაციებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.6k
VIEWS

პირველ თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გადაცემა “ღამის პრაიმ-თაიმში” მიწვეულმა სტუმრებმა და წამყვანებმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხი განიხილეს. სტუმრების ერთი ნაწილი ვაქცინაციას მხარს უჭერდა, მეორე ნაწილი კი მის უსაფრთხოებასა და საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებდა.

Screenshot 4 1 რუსთავი 2-ის გადაცემის ნაწყვეტი კონსპირაციებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს

2 თებერვალს გადაცემის ორი სტუმრის – მომღერალ ეკა კვალიაშვილისა და მსახიობ გიორგი ყიფშიძის საუბრის ფრაგმენტები ფეისბუქ მომხმარებელმა Tsotne Kverselava-მ კოლაჟის სახით საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა. ორივე სტუმარი საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვალების  ოფიციალურ სტატისტიკას ეჭვქვეშ აყენებდა. მათი განცხადებით, სხვა მიზეზით გარდაცვლილი ადამიანების სიკვდილს კორონავირუსს უკავშირებდნენ. ეკა კვალიაშვილის განცხადებით, მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით არ დაღუპულა. მომღერალმა თქვა, რომ მას სჯერა, რომ Covid-19-ს ახალ შტამს, ომიკრონს თვითმფრიანვებიდან ტომრებით გვაყრიან და დარწმუნებულია, რომ 25 წლის განმავლობაში ციდან მთელს მსოფლიოს თავზე მომწამვლელ “ხიმტრაილერებს” აფრქვევენ და ეს “ჩვეულებრივი ბიზნესია.” ვიდეოს აღწერაში Tsotne Kverselava გადაცემის კიდევ ერთ სტუმარს იმუნოლოგ თენგიზ ცერცვაძეს რეპტილიას უწოდებს. 

Screenshot 5 1 რუსთავი 2-ის გადაცემის ნაწყვეტი კონსპირაციებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს

Tsotne Kverselava-ს გავრცელებულ პოსტში 2 კონსპირაციული და 1 დეზინფორმაციული მტკიცება ჟრერდება. რეალურად:

  • თვითმფრინავის მიერ ჰაერში დატოვებული კვალი “კონტრეილი” ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არაა და მომწამვლელი ნივთიერების გავრცელებასთან მისი დაკავშირება შეთქმულების თეორიაა. 
  • თემურ წიკლაური კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა.
  • რეპტილოიდური ადამიანების არსებობის შესახებ შეთქმულების თეორია 1998 წლიდან ვრცელდება. 

ეკა კვალიაშვილის თქმით, კორონავირუსის ახალ შტამს ტომრების საშუალებით ციდან ავრცელებენ და 25 წელია ციდან მომწამვლელ “ხიმტრაილერებს” აფრქვევენ. სავარაუდოდ, კვალიაშვილი  ქიმტრეილს (Chemtrail) გულისხმობს. ამ ტერმინს ის ადამიანები იყენებენ, რომლებსაც სჯერათ, რომ თვითმფრინავები ადამიანისთვის სახიფათო ნივთიერებებს აფრქვევენ და ეს ნივთიერებები ცაზე კვალს ტოვებენ,  თუმცა, რეალურად, ამ კვალს “კონტრეილი” ჰქვია. აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიხედვით, “კონტრეილები” ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ისინი დროებითია და მათ თვითმფრინავები ცაზე გადაფრენის შემდეგ ხშირად ტოვებენ. 

შეთქმულების თეორია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი და სხვადასხვა საშიში დაავადება დედამიწაზე ქიმტრეილების საშუალებით ვრცელდება, “მითების დეტექტორმა” 2020  და 2021 წლებშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური 2021 წლის პირველ თებერვალს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. წიკლაურს კორონავირუსი 2020 წლის 29 დეკემბერს დაუდასტურდა. 2021 წლის 31 იანვარს მისმა შვილმა ქეთი წიკლაურმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომღერლის მდგომარეობა დამძიმდა. ქეთი წიკლაური საზოგადოებას მოუწოდებდა, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. 

2021 წლსი 10 იანვარს თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ყალბი ინფორმაციაც გავრცელდა. 

  • კონსპირაცია ადამიანი-რეპტილიების შესახებ

Tsotne Kveselava-ს აღწერის მიხედვით, იმუნოლოგი თენგიზ ცერცვაძე რეპტილიაა. მომხმარებელი რეპტილოიდური ადამიანების შესახებ ცნობილ შეთქმულების თეორიას იმეორებს. თეორიის მიხედვით, დედამიწას ადამიანის სახით შენიღბული უცხოპლანეტელი რეპტილიები მართავენ. სხვადასხვა დროს კონსპირაციის მიმდევრები რეპტილიობას ანგელა მერკელს, ელონ მასკს, ჯო ბაიდენს და სხვა მრავალ ცნობილ ადამიანს მიაწერდნენ. შეთქმულების თეორია სათავეს დევიდ აიკის 1998 წლის წიგნიდან იღებს. 

ვრცლად იხილეთ “მიმთების დეტექტორის მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist