როგორ უკავშირებენ ყაზახეთის სოციალურ პროგრამას ციფრულ ფულსა და მოსახლეობის კონტროლს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

202
VIEWS

14 მაისს ფეისბუქზე უკრაინელი ბლოგერის, ანტონ გურას ვიდეო გავრცელდა (1,2,3). უკრაინელი ბლოგერის თანახმად, ყაზახეთში ახალი სისტემა ინერგება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებენ და ქულებს უწერენ. ქულების დაკლება კი შეიძლება ბავშვის არყოლის ან დაზღვევის არქონის შემთხვევაშიც მოხდეს. ქულების გარეშე დარჩენას ანტონ გურა ფინანსურ უსახსრობასთან და სიღარიბესთან აკავშირებს. გარდა ამისა, ვიდეოს დასაწყისში უკრაინელი ბლოგერი უკრაინაში დავალიანების ქონის დროს საბანკო ანგარიშის გაყინვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოქალაქეების ფინანსების ტოტალურ კონტროლთან აკავშირებს და აღნიშნავს, რომ მალე უკრაინაშიც ყაზახური მოდელი დაინერგება. 

ყაზახეთში “სოციალურ რეიტინგთან” დაკავშირებული კიდევ ერთი პოსტი 15 მაისსაც გავრცელდა. პოსტი ყაზახეთში არსებულ სისტემას ციფრულ ფულსა და მოსახლეობის კონტროლს უკავშირებს.

ყაზახეთში ქულების სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაცია ანტონ გურამ თავის ტელეგრამ-არხზეც გამოაქვეყნა. ხოლო ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო თავდაპირველად მის ტიკ-ტოკ ანგარიშზე დაიპოსტა. გურას ვიდეო ფეისბუქის რუსულენოვანმა მომხმარებლებმაც გაავრცელეს. 

rogor ukavshireben qhazakhethis sotsialur programas tsiphrul phulsa da mosakhleobis kontrols როგორ უკავშირებენ ყაზახეთის სოციალურ პროგრამას ციფრულ ფულსა და მოსახლეობის კონტროლს?

rogor ukavshireben qhazakhethis sotsialur programas tsiphrul phulsa da mosakhleobis kontrols1 როგორ უკავშირებენ ყაზახეთის სოციალურ პროგრამას ციფრულ ფულსა და მოსახლეობის კონტროლს?

ყაზახეთში არსებული სისტემა, რომელზეც ანტონ გურა საუბრობს, ციფრულ ფულთან, ანგარიშების გაყინვასთან ან მოქალაქეების რაიმე სახით კონტროლთან  დაკავშირებული არ არის. პროექტი ოჯახების კეთილდღეობის შეფასებას ეხება, რათა მოხდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოვლენა მათთვის სახელმწიფო დახმარების დანიშვნისთვის.

ოჯახებისთვის ქულების მინიჭების სისტემა, რომლის შესახებაც უკრაინელი ბლოგერი, ანტონ გურა საუბროს, მოქალაქეების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას უკავშირდება, რათა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახელმწიფო დახმარების დანიშვნა გამარტივებულად მოხდეს. სისტემა საქართველოში არსებულ სოციალური სარეიტინგო ქულის სისტემას ჰგავს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო სოციალურ დახმარებას გასცემს.

ყაზახეთის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ოჯახების სოციალური კეთილდღეობა უნდა განისაზღვროს. პროექტი საჯაროდ სამთავრობო ონლაინ პორტალზე 10 მაისს გამოქვეყნდა. სახელმწიფო დახმარების დანიშვნისთვის ოჯახი 8 მიმართულებით შეფასდება და შესაბამისი ქულა განსაზღვრავს, საჭიროებს თუ არა ეს ოჯახი სოციალურ დახმარებას.

ოჯახის შეფასება შემდეგი მიმართულებებით ხდება: 

  • შემოსავალი და საკრედიტო ვალდებულებები;
  • მოძრავი ქონება;
  • დასაქმება;
  • სოციალური დაცვის სერვისების გაწევა;
  • ჯანდაცვის მომსახურების გაწევა;
  • უზრუნველყოფა განათლების სფეროში;
  • საცხოვრებელი პირობები და ინფრასტრუქტურა;
  • სოფლის მეურნეობის სექტორზე წვდომა

მაგალითად შემოსავლის არარსებობა 0 ქულით ფასდება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებული შემოსავლის არსებობა 40 ქულით, ყველაზე მაღალი – 620 ქულით შემოსავლის ის ოდენობა ფასდება, რომელიც საარსებო მინიმუმს 4 და მეტჯერ აღემატება. მიღებული ქულების მიხედვით ოჯახის სოციალური მდგომარეობის 5 კლასიფიკაცია არსებობს: A – სასიკეთო, B – დამაკმაყოფილებელი, C – არადამაკმაყოფილებელი, D – კრიზისული, E – ექსტრემალური. განსაზღვრებების მიხედვით C, D და Е კატეგორიის ოჯახებს დახმარებისთვის შესაბამისის სტრუქტურების ჩართულობა სჭირდებათ. 

მეთოდოლოგია ყაზახეთის სოციალური კოდექსის შესაბამისობაშია შემუშავებული. მონაცემების მიღება ელექტრონული რესურსის “ოჯახის ციფრული ბარათის” გამოყენებით ხდება. თავის მხრივ, ოჯახის ციფრულ ბარათის პროექტის დანერგვა ყაზახეთში ეტაპობრივად 2022 წლიდან დაიწყო. ციფრული ბარათი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში სოციალური დახმარება სპეციალური განცხადების გარეშე მიიღონ. ციფრული ბარათი სხვადასხვა უწყებიდან შესაბამისი ინფორმაციის თავმოყრით კი ოჯახის სოციალური პორტრეტის შექმნის საშუალებას იძლევა, რის საფუძველზეც მოქალაქეს სხვადასხვა სოციალური დახმარების მიღება გამარტივებულად შეუძლია.

ოჯახის სოციალური კეთილდღეობის განსაზღვრის ახალ მეთოდოლოგიას საზოგადოების ნაწილის კრიტიკული შეფასებები მოჰყვა და გამოითქვა მოსაზრება, რომ შეფასების მსგავსი სისტემა მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას არღვევს, კერძოდ კი ღირსების შემლახველია და მოქალაქეებს აქვთ პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება. საკითხზე ყაზახეთის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მინისტრმა, ტამარა დუისენოვამ დამატებითი განმარტება გააკეთა. მინისტრის თანახმად, ოჯახის შეფასებისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავება ნებაყოფლობითია და მხოლოდ მოქალაქის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება.

ფეისბუქში გავრცელებულ ვიდეოში ანტონ გურას საუბრიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყაზახეთში ჩინეთში არსებული სოციალური კრედიტის სისტემის დანერგვა მიმდინარეობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩინეთში არსებული სისტემა მოქალაქეების ქცევაზე დაკვირვებას მოიაზრებს. დაკვირვების საფუძველზე არასასურველი ქცევის შემთხვევაში სოციალური კრედიტის ქულის დაკლება ხდება, რის შედეგადაც მოქალაქეს შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეს. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია ყაზახეთში მსგავსი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით 2021 წელსაც გავრცელდა. მაშინ ეს ცნობები ფაქტების გადამოწმების ყაზახურმა სამსახურმა Stopfake.kz გადაამოწმა.

  • რასთან არის დაკავშირებული უკრაინაში მოქალაქეების საბანკო ანგარიშების დაყადაღება?

რაც შეეხება გურას მიერ ნახსენებ საკონონმდებლო ცვლილებს უკრაინაში, საქმე ეხება ფინანსური დავალიანების შემთხვევაში მოქალაქის ანგარიშის დაყადაღებასთან დაკავშირებულ ზომებს, რომლებიც უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დროებით შეჩერდა და ახლა კვლავ აღდგა. ფინანსურ დავალიანებაში მოიაზრება ჯარიმები, საკრედიტო დავალიანება, კომუნალური გადასახადების დავალიანება, ალიმენტების გადაუხდელობა – ასეთ შემთხვევაში ხდებოდა მოქალაქის საბანკო ანგარიშების დაყადაღება. ომის დაწყების შემდეგ მიღებული იყო განკარგულება, რომ ისეთ შემთხვევებში, როცა ფინანსური დავალიანება 100 000 ჰრივნაზე ნაკლები იყო, ანგარიშების დაყადაღება არ მოხდებოდა. ახალი ცვლილებების შედეგად დავალიანების არსებობის შემთხვევაში მოქალაქის ანგარიშის დაყადაღება კვლავ შესაძლებელი იქნება. ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში შესაძლებელია თვეში ორი მინიმალური ხელფასის ეკვივალენტი (13 400 ჰრივნა) თანხის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც, რიგ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, დაყადაღება არ ემუქრებათ. ესენია:

  • თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები
  • სამხედრო სასწავლებლები და უწყებები დაწესებულებები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შედიან
  • ფიზიკური პირები, რომლებსაც კომუნალური გადასახადების დავალიანება აქვთ იმ რეგიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან რეგიონი დროებით ოკუპირებულია
  • ფიზიკური პირები, რომლებსაც კომუნალური გადასახადების დავალიანება აქვთ, თუმცა მათი უძრავი ქონება საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის განადგურებული ან დაზიანებული.

წყაროს შესახებ:

ანტონ გურა უკრაინელი კონსპიროლოგი და ანტივაქსერი ბლოგერია ის უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის 2022 წლის ანგარიშში რუსული პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებლებს შორის ფიგურირებს. 2022 წლის დეკემბერში უკრაინაში მედიის შესახებ ახალი კანონი მიიღეს. კანონი უკრაინის კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან აახლოებს და მან ევროკომისიის დადებითი შეფასება მიიღო, თუმცა პარალელურად კრემლის მხრიდან დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდა. სტრატეგიული კომუნიკაციების და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის თანახმად, გურა ერთ-ერთი იყო იმ უკრაინელ აქტორებს შორის, ვინც კანონთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდის ნარატივებს იმეორებდა. უკრაინული მედიის Канал 24-ის თანახმად, გურა პანდემიის დროს კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ავრცელებდა, ხოლო ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ხელისუფლებისა და ოფიციალური წყაროების მიმართ უნდობლობის გაღვივება და კონსპიროლოგიური მტკიცებების გავრცელება დაიწყო.

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტების არქივის ბმულები (1,2,3,)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა, ყაზახეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist