როგორ აღმოჩნდა აისლინგენიდან საახალწლო დეკორაცია ტომსკში, სევასტოპოლსა და ქუთაისში

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

545
VIEWS

საინტერესოა, როდის და რომელ ქალაქს ანათებდა საახალწლო დეკორაცია, რომელსაც ინტერნეტ მომხმარებლები მამაკაცის საცვალს ამსგავსებენ? წინასაახალწლოდ გავრცელებული ფოტო, რომელზედაც ამობრუნებული სამკუთხედის ფორმის დეკორატიული განათებაა გამოსახული,  ქართული და რუსულენოვანი წყაროების მიხედვით, შესაძლოა, ქუთაისში, თბილისში, ტომსკში ან სევასტოპოლში იყოს გადაღებული. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა intermedia.ge-ის მიერ 2016  წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნებული ფოტო შემდეგი აღწერით: ”საახალწლო “ტრუსები” ქუთაისის ქუჩებში… (”კრუჟაო” მაინც მიეკერებინათ)”, რამაც ისევ აქტუალური გახდა შეკითხვა – ქუთაისი, თბილისი, ტომსკი, სევასტოპოლი თუ აისლინგენი, სად არის სინამდვილეში განთავსებული განათება, რომელიც მნახველში სხვადასხვა ასოციაციას იწვევს?

;
;
;
;

სინამდვილეში, ქართულ და რუსულენოვან წყაროებში გავრცელებული საახალწლო დეკორაციის ამსახველი ფოტო გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში, აისლინგენში, 2015 წელს არის გადაღებული.

საიდან მოხვდა სიაში ტომსკი?

2016 წლის დეკემბერში ქართულ სოციალურ ქსელში გაავრცელებული ფოტოს ნამდვილობა, რომელის თანახმადაც, მერმა ქალაქი საცვლებით მორთო, თბილისის მერიის თანამშრომელმა უარყო. მისი ინფორმაციით, ამ დეკორაციით არა თბილისი, არამედ  რუსეთის ქალაქი ტომსკი იყო განათებული.

;

რატომ არ ასახავს ფოტო სევასტოპოლს?

ფოტო, რომელსაც სხვადასხვა წელს ქუთაისისა და თბილისის საახალწლო განათების მტკიცებულებად გამოიყენებოდა, 2016 წლის 1-ლ დეკემბერს Tweeter-ის მოხმარებელმა, Roman Davydenko-მაც გამოაქვეყნა. ფოტოს თან ერთვის აღწერა: “ოკუპირებული სევასტოპოლის ქუჩები ქალის ტრუსების ფორმის გირლანდებითაა მორთული…”. ფოტოზე ასევე ჩანს წითელი ბანერი წარწერით – “Борщ”, რაც, ერთი შეხედვით, ამყარებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ფოტო რუსულენოვან ქალაქში უნდა იყოს გადაღებული.
;

ტვიტერის მომხმარებელზე დაყრდნობით ინფორმაცია სევასტოპოლში არსებული საახალწლო ილუმინაციების შესახებ არაერთმა რუსულენოვანმა გამოცემამ გამოაქვეყნა: zik.ua,  blackseanews.netsevastopolis.comkriminal.tv, fedpress.ruvlasti.netsevastopol.bezformata.comFlashcrimea.com,patrioty.org.uameridian.in.ua

;

;
;

;
;;

;;

;;

ფაქტი N1
2016 წლის დეკემბერში სევასტოპოლი წინა წლის დეკორაციებით მორთეს

2016 წელს სევასტოპოლის საახალწლო დეკორაციებისთვის 33,53 მილიონი რუბლი იყო გამოყოფილი, თუმცა წარუმატებლად გამართული ტენდერის გამო, ქალაქის მოსართავად გასული წლის განათებები გამოიყენეს. 2016-2017 წლის სევასტოპოლის საახალწლო დეკორაციების ამსახველ ფოტოებზე ამობრუნებული სამკუთხედის ფორმის განათებები არ გვხვდება. ქალაქში მსგავსი განათების არსებობა უარყო მერიის წარმომადგენელმაც.

;;
;;

ფაქტი N2
ტვიტერში გავრცელებული ფოტო დამუშავებულია

ფოტოზე დაკვირვებისას აღმოვაჩენთ, რომ მარჯვენა მხარეს არსებული წარწერა “Борщ”, არა ბანერზე, არამედ თავად ფოტოზე არის დატანილი

;

რომელი ქალაქი იყო მორთული სამკუთხედის ფორმის “ვარსკვლავთა წვიმით”?

“ამ საშობაო დეკორაციების დანახვისას, უამრავ ადამიანს ეცინება.
სინამდვილეში, ისინი დიდი სამკუთხედებია, ბრჭყვიალა ნათურებით განათებული. ისინი ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, აისლინგენის ქუჩებს ანათებენ…
არ აქვს მნიშვნელობა, რა ასოციაციებს იწვევს საახალწლო განათება მნახველში, ვარსკვლავთა წვიმის თუ საცვლის – ეს საშობაო დეკორაცია ნამდვილად განსაკუთრებულია!”, – წერდნენ 2015 წელს გერმანულენოვან გამოცემაში.

;

“ვარსკვლავების წვიმა” სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებლისთვის ქალაქის სიმბოლოც კიგახდა: “საცვალი აისლინგენს ეკუთვნის, რა იქნებოდა შობა ამ მორთულობის გარეშე?”

;
აისლინგენის ქალაქის ადმინისტრაცია საშობაო განათებას “ვარსკვლავების წვიმას” უწოდებს. თუმცა ქალაქის მცხოვრებლებსა და ინტერნეტის მომხმარებლებს სხვა ასოციაციები გაუჩნდათ.

;

იმას, რომ ფოტო გერმანიაშია გადაღებული, ყვითელი ფერის საგზაო ნიშანიც მოწმობს. აღნიშნული ნიშანი სევასტოპოლში ლურჯი ფერისაა.

;;
საგზაო ნიშანი ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე

;
საგზაო ნიშანი აისლინგენში

;
საგზაო ნიშანი სევასტოპოლში

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist