რეალურია თუ არა წერილი, რომელშიც სიკვდილმისჯილი პატიმარი დედას ადანაშაულებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

142
VIEWS

10-13 ივლისს ქართულენოვან ფეისბუქზე (1, 2, 3, 4) ციხეში გადაღებული ფოტოსთან ერთად ამერიკაში სიკვდილმისჯილი პატიმრის დედისთვის მიწერილი წერილი გავრცელდა. წერილის მიხედვით, სიკვდილმისჯილი პატიმარი მის “მონსტრად ქცევაში” დედას ადანაშაულებს და წერს, რომ სამართალი იმ შემთხვევაში აღსრულდებოდა, თუ მასთან ერთად დედამისსაც სიკვდილით დასჯიდნენ. ტექსტში პატიმარი იხსენებს, რომ წლების განმავლობაში, როცა ის ქურდობდა და სკოლაში სხვა მოსწავლეებზე ძალადობდა, დედა ყოველთვის მას იცავდა და დანაშაულის დაფარვაში ეხმარებოდა. 

Screenshot 1 რეალურია თუ არა წერილი, რომელშიც სიკვდილმისჯილი პატიმარი დედას ადანაშაულებს?

ტექსტი, რომელიც სოციალურ ქსელში სიკვდილმისჯილი პატიმრის დედისთვის მიწერილ წერილად ქვეყნდება, 2015 წლიდან ვრცელდება და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ნამდვილად პატიმარმა დაწერა. რაც შეეხება ფოტოს, რომელიც პოსტს ახლავს თან, ის კალიფორნიის ერთ-ერთ ციხეში 2010 წელსაა გადაღებული და წერილთან კავშირი არ აქვს.

წერილის ტექსტს, რომელიც თითქოს სიკვდილმისჯილმა პატიმარმა დედას მისწერა, პატიმრის ვინაობა ან რაიმე სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ ახლავს, დაკონკრეტებული არც ისაა, თუ კონკრეტულად რა დანაშაულისთვის გასამართლდა პატიმარი და სად მიესაჯა მას სიკვდილი.

ტექსტი ჯერ კიდევ 2015 წელს ამერიკულ წყაროებში გავრცელდა, თუმცა მაშინ ყოფილი პატიმრის და შემდგომში მოდელის – ჯერემი მიკსის ფოტოს იყენებდნენ.

Screenshot 2 2 რეალურია თუ არა წერილი, რომელშიც სიკვდილმისჯილი პატიმარი დედას ადანაშაულებს?

ამ თემაზე მასალა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Snopes-მა მოამზადა და წერილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მიაკვლიეს, რომ წერილი მართლაც სიკვდილმისჯილმა პატიმარმა დაწერა, ამასთან სტატიაში აღნიშნულია, რომ ტექსტის სტილი კრიმინალების მიერ დაწერილი ბოლო წერილების სტილს არ ჰგავს. 

რაც შეეხება ფოტოს, რომელიც სიკვდილმისჯილი პატიმრის წერილს ახლავს 2010 წელს კალიფორნიაში, ჩინოს სახელმწიფო ციხეშია გადაღებული და სიკვდილმისჯილ პატიმართან ან მის წერილთან კავშირი არ აქვს. 

ფოტოჟურნალისტმა კევორქ ჯანსეზიანმა ჩინოს ციხეში სხვა არაერთი კადრი გადაიღო, მისი ფოტოები Getty Images-ზეა განთავსებული და აღწერის სახით იმ პერიოდში კალიფორნიის ციხეებში გადატვირთულობის შესახებ ინფორმაცია ახლავს. 2010 წელს ამერიკის უზენაესი სასამართლო წინა წელს ფედერალური სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საჩივარს განიხილავდა, რომლის მიხედვითაც, კალიფორნიის შტატის ციხის სისტემას 40 000 პატიმრის გათავისუფლება მოუწევდა, რადგან 80 000 პატიმრისთვის განკუთვნილ ციხეებში 144 000 პატიმარი იყო განთავსებული.

Screenshot 3 2 რეალურია თუ არა წერილი, რომელშიც სიკვდილმისჯილი პატიმარი დედას ადანაშაულებს?Screenshot 4 3 რეალურია თუ არა წერილი, რომელშიც სიკვდილმისჯილი პატიმარი დედას ადანაშაულებს?Screenshot 5 3 რეალურია თუ არა წერილი, რომელშიც სიკვდილმისჯილი პატიმარი დედას ადანაშაულებს?

კრიმინალთან და პატიმრებთან დაკავშირებით გამოგონილი ისტორიები აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist