პურის ქურდობა თუ ძმის მკვლელობა – რისთვის დააკავეს მოზარდი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

26
VIEWS

განახლება: ფეისბუქზე მონიშვნის შემდეგ გვერდებზე “ხელო’ვნება” და “FunTube” გამოქვეყნებული პოსტები ჩასწორდა.


30 სექტემბერს ფეისბუკ  გვერდებმა FunTube და ხელო’ვნება იდენტური პოსტები, სათაურით “ამბავი,რომელიც აგატირებს” გამოაქვეყნეს. აღნიშნული პოსტების მიხედვით, 15 წლის მოზარდი მაღაზიაში ქურდობისათვის დაიჭირეს, სასამართლო პროცესზე კი გაირკვა, რომ უსამსახუროდ დარჩენილმა ბიჭმა ავადმყოფი დედისთვის მაღაზიიდან პური და ყველი მოიპარა. მოსამართლემ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ განაცხადა: “აქ ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელნი ამ დანაშაულისათვის. (Ambien) ყველა, ვინც დღეს აქ  იმყოფება და მათ შორის მეც ამ დარბაზში მყოფი თითოეული  ჩვენგანი 10 დოლარით ჯარიმდება.”

იდენტური ისტორია 30 სექტემბერს რამდენიმე წუთით ადრე ფეისბუკ ჯგუფებში საქართველო ♥  და გამოხატე ემოცია ツ ყალბი ანგარიშების (Mariam SajaiaBabi Babi Shengelia მიერ გავრცელდა.

"
"
სინამდვილეში ფოტო 2015 წელს სამხრეთ კაროლინაში გამართულ სასამართლო პროცესს ასახავს, რომელზედაც 17 წლის ბიჭს ბრალად არა პურის მოპარვა, არამედ უმცროსი ძმის მკვლელობა ედებოდა.

2015 წლის მაისში სამხრეთ კაროლინაში 17 წლის მეთიუ მორგანის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოზარდს 2015 წლის მარტში ერთი წლის ძმის გაუფრთხილებლობით მკვლელობა ედებოდა ბრალად. იმ დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 17 წლის მოზარდმა სახლში ცეცხლი შემთხვევით გააჩინა, ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო სამსახურების გამოძახება  არ სცადა, რასაც მისი 1 წლის ძმა ემსხვერპლა. მოზარდი სასამართლო პროცესის დროს ტიროდა და ხანძრის გაჩენისა და ძმის უნებლიე მკვლელობის გამო დანაშაულს აღიარებდა. სასამართლომ 17 წლის მეთიუ მორგანს  15 წელი პატიმრობა მიუსაჯა. 10 წელი ცეცხლის გაჩენისა და 5 – მკვლელობისთვის. მორგანი სასამართლოს უმტკიცებდა, რომ თავისი ძმა უყვარდა და ისურებდა, რომ მისი გადარჩენა შესძლებოდა.

"

აღსანიშნავია, რომ იდენტური ისტორია 15 წლის ბიჭუნაზე, რომელიც პურის მოპარვის გამო სასამართლო პროცესზე მოხვდა, მოსამართლემ კი დარბაზში მყოფები 10 დოლარით დააჯარიმა, ქართულ სოციალურ ქსელებში  2021 წლის ივნისშიც ვრცელდებოდა. თუმცა მაშინ ისტორიის მთავარი გმირი 12 წლის კრისტიან ხუან ფერნანდესი იყო, რომელსაც ბრალი ორი წლის ძმის სასიკვდილოდ ცემაში ედებოდა.
"
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ვერდიქტი პურის მოპარვისთვის თუ სასიკვდილო ცემისთვის?

წყაროს შესახებ

ისტორია 15 წლის მოზარდის შესახებ, რომელიც “პურის მოპარვის გამო გაასამართლეს” ფეისბუკ გვერდებმა FunTube და ხელო’ვნება 30 სექტემბერს ერთსა და იმავე დროს – 15 საათსა და 18 წუთზე გამოაქვეყნეს. ორივე გვერდზე მასალების გამოქვეყნების დრო და შინაარსი ერთმანეთს ხშირად ემთხვევა.

"
"
გარდა გასართობი და “შთამაგონებელი” შინაარსის პოსტებისა, ორივე ფეისბუკ გვერდზე სკანდალური და პოლიტიკური შინაარსის მასალები ვრცელდება.
"
აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ გვერდმა FunTube მანიპულაციური შინაარსის ინფორმაცია ადრეც გაავრცელა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
როგორ შეუცვალეს მედიებმა “სახელმწიფო გადატრიალებას” ავტორი?
რამდენი ადამიანი მივიდა 26 თებერვლის აქციაზე და ვინ გააყალბა ნათელაშვილის პოსტი?


 სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist