რისთვის გაასამართლეს ამერიკელი მოზარდი – პურის ქურდობისთვის თუ მამის მკვლელობისთვის?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

57
VIEWS

19 და 20 ნოემბერს ფეისბუქ გვერდზე Newsportal.ge და ჯგუფებში ქართველები იტალიაში, ქართული დიასპორა იტალიაში და ჩვენი კულინარიული სამყარო იდენტური ტექსტის შემცველი პოსტები გავრცელდა. ტექსტის მიხედვით, ამერიკაში 15 წლის მოზარდმა პური მოიპარა, სასამართლო პროცესზე კი აღმოჩნდა, რომ მას პური ავადმყოფი დედისთვის მიჰქონდა. მოსამართლემ ბიჭი გაათავისუფლა და მის ასეთ ქმედებაზე პასუხისმგებლობა მთელს საზოგადოებას დააკისრა. თითოეულ ამ პოსტს თან სასამართლოში გადაღებული ერთი და იმავე მოზარდის ფოტო ახლავს.
"

"
პოსტებზე თანდართული ფოტო არა პურის ქურდობისთვის გასამართლებულ 15 წლის მოზარდს, არამედ მამის მკველობისთვის ბრალდებული 14 წლის ზაქარი ნიგლის სასამართლო პროცესს ასახავს. 

პოსტებში გამოყენებული მოზარდი ბიჭის ფოტო 2009 წელს აიდაჰოს ქალაქ კალდველის სასამართლოშია გადაღებული და ამ დღეს სასამართლოს წინაშე წარმდგარ მამის მკვლელობაში ბრალდებულ ზაქარი ნიგლის ასახავს.

"
ზაქარის ბრალად 2009 წლის 16 მაისს 32 წლის მძინარე მამის ჯეისონ ნიგლის მკვლელობა ედებოდა.  ნიგლი არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილი იუვენალური კანონმდებლობის ფარგლებში არ გაასამართლეს, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. დაცვის მხარე და მოზარდის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ბიჭი შესაძლოა მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვეპლი ყოფილიყო.  საბოლოოდ, 14 წლის ზაქარი ნიგლი დამნაშავედ სცნეს და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ის ხუთი წლის შემდეგ, 2014 წელს გაათავისუფლეს.

ზაქარი ნიგლის სასამართლო პროცესის ფოტოები სოციალურ ქსელში სხვადასხვა მცდარი აღწერით ადრეც ვრცელდებოდა. უცხოელი ფაქტების ანალიტიკოსების მიხედვით, გავრცელებულ პოსტებში ნათქვამი იყო, რომ ფოტოზე გამოსახულმა ბიჭმა შვეიცარიის ბანკის კომპიუტერული სისტემა გატეხა და მამის ანგარიშზე 75 მილიარდი დოლარი გადარიცხა. ინფორმაცია Africa Check-ისა და Pesa Check-ის ფაქტების ანალიტიკოსებმა გადაამოწმეს.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკაში მოსამართლემ პურის ქურდობისთვის დაკავებული ბიჭი გაათავისუფლა და პასუხისმგებლობა საზოგადოებას დააკისრა, საქართველოში იდენტური ტექსტით ადრეც გავრცელდა. ორივე შემთხვევაში ტექსტს არა პურის ქურდობისთვის, არამედ ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული მოზარდების ფოტოები ერთვოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (www.cantravelwilltravel.com) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist