რატომ დახურეს ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მიმღები უმსხვილესი ცენტრი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

67
VIEWS

3 სექტემბერს ფეისბუქზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა და პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა ირაკლი ჯანყარაშვილმა გაავრცელეს პოსტი რომელშიც წერია, რომ პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების უმსხვილესი ცენტრი დახურეს. პოსტის ავტორების განცხადებით, ინფორმაცია ცნობილ საერთაშორისო გამოცემა The Financial Times-ის სტატიას ეფუძნება. ბონდო მძინარაშვილის პოსტს ტვ “იმედის” ფეისბუქ გვერდის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის შემცველი ფოტო ერთვის თან.

bondo daukrainelebi რატომ დახურეს ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მიმღები უმსხვილესი ცენტრი?

პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების მიმღები ცენტრის დახურვის შესახებ ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება. The Financial Times წერს, რომ უკრაინელ ლტოლვილთა უმრავლესობამ უკვე იპოვნა საცხოვრებელი ადგილი და შესაბამისად ცენტრის არსებობის საჭიროება აღარ არსებობს. გავრცელებული პოსტების კომენტარებიდან ჩანს, რომ ინფორმაცია სრული კონტექსტის გარეშე მკითხველისთვის შეცდომაში შემყვანია.

Financial Times-ის სტატიაში საუბარია ვარშავის გარეუბანში მდებარე ნადაჟინის ცენტრზე, რომელიც პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდ თავშესაფარს წარმოადგენდა. ცენტრმა 2022 წლის გაზაფხულზე 9000 უკრაინელი შეიფარა, თუმცა 2023 წლის აგვისტოს ბოლოს იქ მხოლოდ 300-მდე ლტოლვილიღა რჩებოდა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრი გახსნის დღიდანვე დროებით თავშესაფრად განისაზღვრა. იმის გამო, რომ იქ დარჩენაზე მოთხოვნა პრაქტიკულად აღარ არსებობს, პოლონელებმა მიიღეს გადაწყვეტილება მის დახურვასთან დაკავშირებით, ხოლო ის 300-მდე ლტოლვილი, რომელიც ბოლო დრომდე ნადაჟინის ცენტრში რჩებოდა,  ლტოლვილთა სხვა ცენტრებში გადაიყვანეს. 

ბონდო მძინარაშვილს პოსტში გამოყენებული აქვს ტელეკომპანია “იმედის” ქარდი, რომელიც ავთენტურია, თუმცა “იმედის” სტატიაში აღნიშნულია, რომ ცენტრის დახურვა მასზე მოთხოვნის არარსებობის გამო მოხდა.

უკრაინული წყაროს ინფორმაციით, თავშესაფარში მყოფმა ლტოლვილებმა ცენტრის დახურვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათით ადრე მიიღეს, იქ მომუშავე მოხალისეებმა კი ეს ამბავი მხოლოდ ადგილზე მისვლის შემდეგ გაიგეს. ვარშავაში მდებარე სხვა თავშესაფრის ხელმძღვანელი ალინა ოსინეჟუკის განცხადებით, ყველა ლტოლვილს არ მიეცა საშუალება მათი კუთვნილი ნივთები სრულად შეეგროვებინათ. მისი ინფორმაციით, ლტოლვილებს დაურიგდათ პაკეტებში ჩალაგებული საკვები და გაუშვეს სხვა ცენტრებში. 

2022 წელს პოლონეთმა ყველაზე მეტი – 1,5 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, რომელთა ნაწილი დროებით თავშესაფრებში გაანაწილეს, ნაწილი კი პოლონეთის მოსახლეობამ საკუთარ სახლებში შეიფარა. ამასთანავე, მილიონობით უკრაინელმა პოლონეთი გამოიყენა სხვა ქვეყნებში გადასასვლელად. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მკვეთრად შემცირდა უკრაინელთა მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთა, რამაც შესაბამისად შეამცირა მოთხოვნა თავშესაფრებზე. 

წყაროების შესახებ: 

“ბონდო მძინარაშვილი” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და ტვ “ობიექტივის” ყოფილი მთავარი რედაქტორია. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული პოსტები და განცხადებები მითების დეტექტორს წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3.)

ფეისბუქ ანგარიში “ირაკლი ჯანყარაშვილი” პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი და ვებ-საიტ publicist.ge-ს დამფუძნებელია. ის, როგორც პირად ანგარიშზე, ასევე საიტზე ხშირად ანტიდასავლურ, ანტიუკრაინულ და ანტიოპოზიციურ დეზინფორმაციას აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია მითების დეტექტორს არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3.)

არქივი: ბონდო მძინარაშვილი

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist