ბონდო მძინარაშვილის დეზინფორმაცია საქართველოში აშშ-ს მოქალაქეების პრივილეგიების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

531
VIEWS

21 ივლისს ალტ-ინფოს ეთერში, გადაცემა ალტერნატიულ ხედვაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა თქვა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია “ბატონ-ყმობის ქარტიაა” და აშშ-ს მოქალაქეებს საქართველოში მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს.

ბონდო მძინარაშვილი: “„ელჩსაც, ელჩის მოადგილესაც და საელჩოს თანამშრომლებსაც ბატონ-პატრონი გონიათ აქ საკუთრი თავი. ხშირად საუბრობენ სტრატეგიულ პატრნიორობაზე. მე ვიცი ეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია და მე მას თავის დროზე დავარქვი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ეს არის სტრატეგიული პატრონ-ყმობის ქარტია… შეერთებული შტატების მოქალაქებს ჩვენი კანონმდებლობით აქ აქვთ გაცილებით მეტი უფლება, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ვიდრე საფრანგეთის მოქალაქეებს, ვიდრე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, ვიდრე გერმანიის მოქალაქეებს”.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში გამგზავრებისათვის ვიზა ესაჭიროებათ:

ბონდო მძინარაშვილი: “საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ში ვიზის გარეშე არ უშვებენ. პარტნიორობა რას ნიშნავს იცით? როდესაც მეც შემიძლია თქვენთან სტუმრად მოსვლა და თქვენც შეგიძლიათ ჩემთან სტუმრად მოსვლა. მაგრამ, როდესაც თქვენ ჩემთან სტუმრად მოდიხართ როცა გინდათ მაშინ და ჩემგან მოითხოვთ, რომ ერთი კვირით ან ერთი თვით ადრე დაგირეკოთ და შეგითანხმოთ და მივიღებ თუ არა თანხმობას ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ეს უკვე აღარ არის პარტნიორობა და მეგობრობა”.

Screenshot 1 3 ბონდო მძინარაშვილის დეზინფორმაცია საქართველოში აშშ-ს მოქალაქეების პრივილეგიების შესახებ

მტკიცება, რომ საქართველოში აშშ-ს მოქალაქეები მეტი უფლებით სარგებლობენ, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს კანონდებლობის მიხედვით, საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები, როგორც საქართველოს მოქალაქეს და ყველა უცხოელი წარმოშობის და ეროვნული კუთვნილების მიუხედავად კანონის წინაშე თანსწორია. აშშ-ს მოქალაქეებისათვის რაიმე პრივილეგიებს არ მოიცავს არც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. მანიპულაციურია სავიზო რეჟიმზე მითითებაც, ვინაიდან აშშ-ს გარდა საქართველოს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან და დიდ ბრიტანეთთან აქვს უვიზო მიმოსვლა, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყნებში მოგზაურობისათვის ვიზა ესაჭიროებათ.

აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი 2009 წელს მოეწერა. ქარტია მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის პარტნორობის განღრმავებას, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და განსაზღვრავს პარტნიორობის პრინციპებს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. ქარტიაში საუბარია თანამშრომლობაზე:

  • თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში;
  • ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში;
  • დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით;
  • ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავების და კულტურული გაცვლის გაფართოების მიმართულებით.

ამ მიმართულებებით ყოველწლიურად იმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. ქარტია აღრმავებს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის პროგრამას. ქარტია ასევე ითვალისწინებს ორმხრივი ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულების გაღრმავებას და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესაძლებლობის განხილვას. ქარტიის ფარგლებში გაფართოვდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განათლების სფეროში, რაც მოიცავს როგორც აკადემიური გაცვლის პროგრამებს, ასევე კერძო და საჯარო უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას. ქარტიის ფარგლებში განცორციელდა არაერთი პროექტი, რომელიც, მათ შორის მოიცავდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებსა და ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონებში ეკონომიკური შესაძლებლობების წახალისებას. ქარტია არ მოიცავს რაიმე პრივილეგიებს საქართველოში მყოფი აშშ-ს მოქალაქეებისათვის.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, აღსანიშნავია, რომ აშშ ერთ-ერთია იმ 95 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ. ამ ქვეყნებს შორის არის ევროკავშირის ყველა ქვეყანა, რომელის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა როგორც სამგზავრო დოკუმენტით, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობითაც შეუძლიათ.

ბონდო მძინარიშვილის მტკიცება, რომ აშშ-ს მოქალაქეებს საქართველოში უფრო მეტი უფლება აქვთ, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ეფუძნება იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა აქვს, ხოლო აშშ-ში გამგზავრებისათვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზა ესაჭიროებათ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიტუაციია რუსეთის შემთხვევაშიც, რომლის მოქალაქეების საქართველოში 1-წლიანი უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთში უვიზო რეჟიმი არ მოქმედებს. მსგავსი სიტუაციაა ბონდო მძინარიშვილის მიერ ნახსენები დიდი ბრიტანეთის და ასევე ევროკავშირის წევრი ირლანდიის შემთხვევაშიც.

ასევე აღსანიშნავია, რომ შენგენის ზონის წევრ ევროკავშირის 22 ქვეყანაში, ასევე ევროკავშირს 4 არაწევრ ქვეყანაში (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია) საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) შეუძლიათ გამგზავრება.

რაც შეეხება აშშ-ს მოქალაქე პირების სხვა უფლებებს, მათ შორის ბინადრობის, მოქალაქეობის მიღების, შრომითი, საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის, ქონებრივ და სხვა უფლებებს საქართველოში, მას, ისევე როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეების უფლებებს, არეგულირებს საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და ის აშშ-ს მოქალაქეებისათვის რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიებს არ მოიცავს.

კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, ასევე აკისრია ისეთივე მოვალეობები, რაც საქართველოს მოქალაქეს, ხოლო, მეორე ნაწილის მიხედვით კი:

“საქართველოში ყველა უცხოელი თანასწორია კანონის წინაშე, წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, საქმიანობის სფეროს და სხვა გარემოებების მიუხედავად.”

ბონდო მძინარაშვილის შესახებ

ბონდო მძინარაშვილი საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2020 წელს აირჩია. საზოგადოებრივ მაუწყებლამდე მძინარაშვილი კრემლისტურ პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებულ ტვ “ობიექტივში” მთავარ რედაქტორად და თოქ-შოუს წამყვანად მუშაობდა. მძინარაშვილი წლებია ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური გზავნილების წყაროა და მედიის განვითარების ფონდის ანგარიშებსა და ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “მითების დეტექტორზე” ხვდება. მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის საფუძველზე ტვ “ობიექტივის” სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, მათ შორის ბონდო მძინარაშვილის კომენტარი, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში მოხვდა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა.

ვრცლად ბონდო მძინარაშვილის ანტიდასავლური და დისკრიმინაციული განცხადებები იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist