Publisher.ge-ის სტატიები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ შეცდომაში შემყვანია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

35
VIEWS

2021 წლის 1 დეკემბერს ონლაინ გამოცემამ publishers.ge მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ორი სტატია გამოაქვეყნა. ერთ-ერთი სტატიის სათაური შემდეგნაირადაა ფორმულირებული: “სასწრაფოდ! ამ წუთებში ხდება ცნობილი.. რა ინფორმაცია ვრცელდება სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით”. სტატიაში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლის ლია ორკოდაშვილის კომენტარი გვხვდება, რომელიც  სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის 7 ნოემბრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მიზეზებს განმარტავს. ორკოდაშვილის თქმით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, პრეზიდენტის მიერ შეწყალების შემთხვევაშიც კი პატიმრობაში დარჩენა მოუწევდა.

"

ლია ორკოდაშვილის კომენტარის ერთ-ერთი ფრაგმენტი publishers.ge-ის მეორე სტატიის სათაურშიც გვხვდება: “სკანდალური განცხადება რომელიაც ამ წუთებში ვრცელდება – პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება”. აღნიშნული სტატიაც 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება.

"
Publisher.ge-ის სტატიების სათაურები შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა უშუალოდ სტატიაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ არაფერია ნათქვამი. publisher.ge-ის ერთ-ერთ სტატიის სათაური მოსამართლე ორკოდაშვილის ციტატას ეყრდნობა, თუმცა ის სრულად არ არის ციტირებული, რითაც კონტექსტი შეცვლილია. ამ დრომდე, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება. 

მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეცდომაში შემყვანი სათაურებით გამოქვეყნებული სტატიები ონლაინ მედიის Interpressnews-ის მიერ 27 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეყრდნობა, რომელშიც IPN-ს მიხეილ სააკაშვილის მოსამართლე ლია ორკოდაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ესაუბრება. publisher.ge-ის ერთ-ერთი სტატია Interpressnews-ის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის იდენტურია, ხოლო მეორეში ორკოდაშვილის ციტატებია გამოყენებული.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა სასამართლო კოლეგიამ 10 ნოემბერს გააუქმა, თუმცა რადგან მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეზე სასამართლოს სამივე ინსტანციის მხრიდან არის ბრალდებული, 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმების მიუხედავად მესამე პრეზიდენტი მაინც პატიმრობაში რჩება. როგორც მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა Interpressnews-ს 27 ნოემბერს განუმარტა, სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მაინც საპატიმროში არ დარჩენილიყო.

ლია ორკოდაშვილი: “პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება.”

აღნიშნული ციტატიდან publisher.ge-მ თავისი ერთ-ერთი სტატიის სათაურად წითლად მონიშნული ნაწილი შეარჩია, რომელიც ციტატის სრული კონტექსტისგან დამოუკიდებლად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან საბოლოოდ გათავისუფლდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ონლაინ მედია Publisher.ge-ის მიერ გამოქვეყნებული შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციური ცნობები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist