„ალია-ჰოლდინგი“ 1996 წელს დაარსდა და მასში გაზეთი „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ შედიან. ჰოლდინგის 100%-იანი წილი მფლობელი გიორგი ბრეგვაძეა. ქსენოფობიური და ჰომოფობიური სარედაქციო პოლიტიკის გამო, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში , MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, ჰოლდინგის გამოცემებიც მოხვდა და რეკომენდაცია მიეცა საქართველოს ხელისუფლებას, აღნიშნულ გაზეთებთან გაფორმებულ საბიუჯეტო კონტრაქტებს გადახედოს.