“პრაიმტაიმი” თევზის გაუპატიურების გამოგონილ ამბავს რეალურ ინფორმაციად აშუქებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სსსს
2.4k
VIEWS

2018 წლის 14 იანვარს საინფორმაციო სააგენტო “პრაიმტაიმმა” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “მამაკაცმა თევზი გააუპატიურა: თევზს უარი არ უთქვამს, თანაც სრულიად შიშველი იყო”. პრაიმტაიმის მტკიცებით, ფლორიდის შტატში მეთევზეს, რომელმაც თევზი გააუპატიურა, ზოოფილიაში დასდეს ბრალი და 5 000 დოლარით დააჯარიმეს. მასალას ერთვის ბმული, რომელიც ვებ-გვერდზე www.8satire.com გადადის.

 

პრაიმტაიმი: “თევზი ადგილობრივებმა პირღია იპოვეს და მასში მეთევზის დნმ-ის კვალსაც მიაგნეს…ფლორიდის შტატში ზოოფილია, ცხოველებთან სექსუალური კავშირის დამყარება, 1 წელია, რაც დასჯადი გახდა, თუმცა კანონი ორალურ სექსზე არ ვრცელდება.

მეთევზის მიერ თევზის გაუპატიურების ამბავი გამოგონილია და სიმართლეს არ შეესაბამება. წყარო, რომელიც პრაიმტაიმის მასალაში ბმულის სახით არის მითითებული, სატირული გამოცემაა. პრაიმტაიმის პუბლიკაციის არც ტექსტში, არც სათაურში მკაფიოდ არ ჩანს, რომ ამბავი სატირულია, რაც მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფილადელფიაში ზოოფილიის ეს შემთხვევა რეალურად მოხდა.  

    1. თევზის გაუპასტიურების ამბავი სატირულმა გამოცემა 8satire-მა გამოიგონა.

ფლორიდელი მეთევზის მიერ თევზის გაუპატიურების გამოგონილი ამბავი სატირულმა გამოცემა 8satire-მა 2018 წლის 10 იანვარს გამოაქვეყნა. “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ვებ-გვერდს მითითებული აქვს, რომ სატირულია და რედაქცია სარკასტულ/იუმორისტულ ამბებს განზრახ იგონებენ.

"

"

    2. სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი  მეთოდია. ამ მეთოდით ტაბლოიდური და პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ ისეთი მოვლენები, როგორიცაა ზოოფილია, ნეკროფილია, დასავლური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესია.

“მითების დეტექტორი” გამოგონილ ამბებზე ადრეც წერდა. ადრინდელი სატირული ამბები, რომელიც სხვადასხვა ქართულენოვანმა წყარომ რეალურად წარმოგვიჩინა ალიგატორის, მუმიის და ცვილის ფიგურების გაუპატიურებას ეხებოდა. პეტერბურგის ტროლების ქარხნის პროექტმა “ФАН”-მა კი მიგრანტის მიერ თხის გაუპატიურების ამბავი გამოიგონა.

  •  დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე;
  •  Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ.
  •  Geworld-ი მიგრანტის გაუპატიურებულ თხაზე პეტერბურგის “ტროლების ქარხნის” დეზინფორმაციას აქვეყნებს.

მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist