Geworld-ი მიგრანტის გაუპატიურებულ თხაზე პეტერბურგის “ტროლების ქარხნის” დეზინფორმაციას აქვეყნებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ალიგატორი - Copy (2)
825
VIEWS

10 ოქტომბერს   ვებ-პორტალმა „საქართველო და მსოფლიო” (Geworld) სტატია, სათაურით „მიგრანტმა ბულგარეთში თხა გააუპატიურა“ გამოაქვეყნა. ინტერნეტ-პორტალის პირველწყარო რუსული საინფორმაციო სააგენტო ФАН-ია, რომელიც, თავის მხრივ, ყოელკვირეულ ბულგარულ ტაბლოიდურ გამოცემა „ უიქენდს “ ეყრდნობა.  Geworld-ი აღწერს, თუ როგორ გადააწყდა 73 წლის მწყემსი მლადან კირილოვი ,,ვიღაც შავტუხა ყმაწვილ” მიგრანტს, რომელმაც მისი თხა მილენა გააუპატიურა. მწყემსმა მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწია, უცნობი გაიქცა და თან  ,,არაბულად რაღაცას ყვიროდა”.

ინფორმაცია მიგრანტის მიერ თხის გაუპატიურების შესახებ არცერთ სანდო წყაროში არ იძებნება. მსგავს ინფორმაციას მხოლოდ ტაბლოიდური რუსული და ბულგარული მედიები ავრცელებენ. Geworld-ს კი პირველწყაროდ მითითებული აქვს რუსული საინფორმაციო სააგენტო ФАН-ი, რომელიც რუსული (პეტერბურგის) ტროლების ქარხნის ერთ-ერთ პროექტია, სადაც რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე მუშაობს.

მასალის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ არცერთ სანდო წყაროში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. ერთადერთი, სადაც მსგავსი ინფორმაცი  გავრცელდა, რუსულენოვანი საიტებია. მაგალითად, news.sputnik.ru, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული მედიაა იდენტურიინფორმაცია გამოაქვეყნა, ოღონდ Geworld-ისგან განსხვავებით სპუტნიკის ვერსიაში მიგრანტი თურქია. მსგავსს მასალას ბულგარულ წყაროზე დაყრდნობით იუმორის რუბრიკაში რუსულენოვანი center-club.ws-იც აქვენებს.

"

გარდა რუსულისა, მასალა ვრცელდებოდა ადგილობრივ ბულგარულ მედიებშიც, რომელთა ნაწილი სატირულ-იუმორისტული კუთხით აშუქებს მასალას:

  •  Уикенд – აქვს მხოლოდ ბეჭდური გამოცემა და ტაბლოიდურია;
  •  Newsbul.eu – ტაბლოიდურია და აქევყნებს მასალას რუბრიკაში ,,ШОУ И ЛАЙФСТАЙЛ;
  •  Capitan.bg – მასალას აქვეყნებს რუბრიკაში ,,Хумор”;

"

Geworld.ge  თავის წყაროდ საინფორმაციო სააგენტო ФАН-ს უთითებს. აღნიშნული გამოცემა რუსული ტროლების ქარხნის ერთ-ერთ პროექტად არის მიჩნეული. 2017 წლის აპრილში რუსულმა გამოცემა  «РБК» -მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „რუსული ტროლების ქარხნის“ აქტივობებმა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი 16 მედიასაშუალებაც მოიცვა. მედიები ჰოლდინგ Федерального агентства новостей (ФАН)-ის შემადგენლობაში შედიან და ერთმანეთის მასალებს სისტემატიურად ავრცელებენ.

„ რუსული ტროლების ქარხანა” 2015 წლის ივნისში მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჟურნალისტისა და აქტივისტის ლიუდმილა სავჩუკის მიერ სასამართლოში ხელფასის გადაუხდელობის გამო შეტანილი საჩივრის შედეგად გამოაშკარავდა. სავჩუკის თქმით, თანამშრომლებს ინტერნეტში ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი კომენტარების მასობრივი გავრცელებისათვის თვეში 750$-ს უხდიდნენ. თავად კრემლმა სააგენტოსთან კავშირი უარყო.

"

ფოტო, რომელსაც Geworld მიგრანტის მიერ ზოოფილიის საილუსტრაციოდ იყენებს  გადაღებულია 2013 წლის ნოემბერში, ულტრანაციონალისტური პარტიის АТАКА-ს მიერ მიგრანტთა წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. АТАКА  2005 წელს ვოლენ სიდეროვის მიერ დაარსდა. ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და გამოირჩევიან ნაციონალისტური, რასისტული და ქსენოფობიური განცხადებებით, მუდმივად  აღვივებენ ანტითურქულ, ანტიმუსლიმურ და ანტისემიტურ გაანწყობებს.

დეზინფორმაციებს იმის საილუსტრაციოდ, რომ დასავლეთში ზოოფილია და ნეკროფილია მძვინვარებს, Geworld-ი ადრეც ავრცელდებდა და წყაროდ სატირულ-იუმორისტულ გამოცემებს იყენებდა, რომელთაც მკითხველს რეალურ ამბად ასაღებდა. წინა გამოგონილი მასალები ალიგატორის და მუმიის გაუპატიურების ამბავს შეეხებოდა, მითების დეტექტორმა ადრე გადაამოწმა:

ყველა მათგანის შემთხვევაში Geworld-ის წყარო ან ანტიდასავლური რუსული მედია ან ინგლისურენოვანი სატირული პორტალებია, რომლებიც მისიის განაცხადში უთითებენ, რომ მათი ამბები გამოგონილია.

სატირულ-იუმორისტული გამოცემების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა ანტიდასავლური გამოცემების მხრიდან პროპაგანდის ერთ-ერთი  მეთოდია. გამოგნილი ისტორიების რეალურ ინფორმაციად გაშუქებით პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ამ ისტორიებში აღწერილი მოვლენები, როგორიცაა ზოოფილია, ნეკროფილია, დასავლური საზოგადოებებისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესია.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია, სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბულგარეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist