ფტორის შემცველი კბილის პასტა ადამიანების სიმსივნით გარდაცვალებას არ იწვევს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

255
VIEWS

9 ნოემბერს ფეიბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” კბილის ჯაგრისზე დატანილი კბილის პასტის ფოტო, შემდეგ ციტატასთან ერთად გამოაქვეყნა: “ფაქტობრივად, ფტორი უფრო მეტი ადამიანების სიმსივნით  გარდაცვალებას იწვევს და იწვევს უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა ქიმიური ნივთიერება” – დოქტორი დინ ბერკი (34 წელი კიბოს ეროვნულ ინსტიტუტში). "
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფტორი სიმსივნეს იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება. სამედიცინო მკვლევარი დინ ბერკი ეწინააღმდეგებოდა სასმელი წყლის ფტორიზაციას და მიიჩნევდა, რომ ის კიბოს იწვევს, თუმცა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს მტკიცებულებებით არ დასტურდება. რაც შეეხება კბილის პასტას, ყველა მათგანი ფტორს არ შეიცავს, თუმცა კბილის პასტაში ფტორის შემცველობა საზიანო არ არის.

დოქტორი დინ ბერკი აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი ქიმიკოსი იყო, რომელიც თვლიდა, რომ ფტორი ადამიანებში სიმსივნით სიკვდილს იწვევდა და წყლის ფტორიზაცია დაუშვებელი იყო. 1975 წელს ამ თემას ბერკმა კოლეგასთან ერთად ნაშრომიც მიუძღვნა, რის შემდეგაც ფართოდ გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები წყლის ფტორიზაციის რისკებთან დაკავშირებით. ბერკის მიგნებები კიბოს ეროვნულ ინსტიტუტში გააანალიზეს, თუმცა ვერ აღმოაჩინეს სიმსივნით სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ფტორირებასთან იქნებოდა კავშირში.

კიბოს ამერიკული საზოგადოების (American Cancer Society) ინფორმაციით, 50-ზე მეტი კვლევა ჩატარდა ფტორირებული წყლისა და სიმსივნის შესაძლო კავშირზე, თუმცა უმეტესობამ მათ შორის მყარი კავშირი ვერ დაადგინა. 1987 წელს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნაწილია, ფტორი განსაზღვრა, როგორც არაკლასიფიცირებადი, ადამიანებში კარცეროგენურობის თვალსაზრისით.

ფტორს შეიცავს კბილის პასტების უმეტესობა და მას სტომატოლოგები პაციენტებს კარიესის საწინააღმდეგოდ ურჩევენ. ზრდასრულებს შეუძლიათ გამოიყენონ კბილის პასტა, რომელიც 1,350-1,500 ppm (ნაწილაკი მილიონზე) ფტორს შეიცავს და ის სავსებით უსაფრთხოა. წყლისგან განსხვავებით კბილის პასტის და კიბოს კავშირი ნაკლებად გავრცელებული მითია, რადგან კბილის პასტას ადამიანი საკვების სახით არ იღებს და ამასთან, ისეთი კბილის პასტებიც არსებობს, რომლებიც ფტორს არ შეიცავს.

“ბოლო ჟამის ქრისტიანები” ადრეც ავრცელებდა კონსპირაციას, თითქოს ფტორირებული წყლით პოპულაციის კონტროლი სურთ და ამიტომ აშშ-ში ხალხს წამლავენ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist