ფრანგი ფილოსოფოსი ≠ სახელმწიფო გადატრიალებებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

32
VIEWS

EUvsDisinfo-ს მასალის მიხედვით

ბერნარდ-ჰენრი ლევი ის მოაზროვნეა, რომელიც კრემლის ფილოსოფოსს, ალექსანდრ დუგინს ძალიან სძულს. დუგინი კარგად არის ცნობილი დასავლეთის, კერძოდ განმანათლებლობის იდეალების  კრიტიკით, როგორიცაა მაგალითად, ინდივიდუალური თავისუფლებები.  დუგინის აზრით კი სწორედ ლევის ლიბერალიზმი, ცხოვრების წესი და აქტივიზმი განასახიერებს დასავლეთის ზნეობრივ სიცარიელეს.

2019 წელს ამსტერდამში ლევიმ და დუგინმა განმანათლებლობის მნიშვნელობაზე იდებატეს კიდეც. ამის შემდეგ, დუგინმა იმედგაცრუება გამოხატა ამ დებატების გამო, რომელიც ნამდვილად არ წარმოადგენდა იდეების ინტელექტუალური გაცვლის პიკს. ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო საინტერესო ინტელექტუალური პროცესი ორ ფილოსოფოსს შორის, მალევე გადაიქცა ”სხვისი ნათქვამის ავტომატურად საპირისპიროს მტკიცებაში.”

რუსეთის ამბივალენტური ურთიერთობა ფრანგული იდეებისა და კულტურის მიმართ, რა თქმა უნდა, არახალია. ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში, რუსი დიდებულების მიერ ფრანგული ენის, როგორც საუბრისა და მიმოწერის ენად მიღებამ, ფრანგული ლიტერატურისადმი ხელმისაწვდომობას შეუწყო ხელი.

ეკატერინე დიდი ენთუზიაზმით კითხულობდა განმანათლებლობის ფრანგ ფილოსოფოსებს. სწორედ მისი დახმარებით გავრცელდა მონტესკიეს, ვოლტერისა და დენი დიდროს იდეები რუსეთში. მიუხედავად ამისა, ეკატერინე II-ის ენთუზიაზმი მაშინ გაქრა, როდესაც მან დაინახა, თუ როგორ ექცეოდა ფრანგული განმანათლელობა საფრანგეთის სამეფო ხელისუფლებას. ალბათ, ეს არც ისე განმანათლებლური იყო. ამ დროისთვის, ფრანგულმა ტენდენციამ ინერციის სახე მიიღო. ამიტომ, ის ეკატერინეს დახმარების გარეშეც გადარჩა. დიდი ხნის შემდეგაც კი, რუსი დიდებულები მშობლიურ რუსულს კვლავ ფრანგულ ენას ამჯობინებდნენ. ამიტომ, შეიძლება გასაკვირიც არ იყოს კრემლისტური დეზინფორმაციის ასევე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ბერნარდ-ჰენრი ლევის იდეების მიმართ.

დასავლური თვალსაზრისით, ლევი ერთ-ერთია იმ ფრანგ ფილოსოფოსთა შორის, ვინც საქვეყნოდაა ცნობილი, მაგრამ კრემლის მომხრე მედიას მასზე განსხვავებული შეხედულება აქვს. ზოგადი კრემლისტური პრინციპი ასეთია: სადაც არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, იქ უნდა იყოს ჰენრი ლევიც!

ფრანგ ფილოსოფოსს წარმოაჩენენ, როგორც “გამყიდველს”, რომელიც დასავლურ აუდიტორიას “ჰყიდის” “გლობალური ელიტის” საერთაშორისო სამხედრო თავგადასავლებს, წარმოაჩენენ როგორც ინტელექტუალს, რომელიც მჭირდრო კავშირშია ევროპის ტექნოკრატიულ-ფინანსურ ელიტასთან, ასევე, როგორც ლიბიის ომის თეორეტიკოსს, “სირიის წინააღმდეგ დასავლეთის სამხედრო აგრესიის” ინტელექტუალურ სპონსორს, და უკრაინაში ევრომაიდანის საპროტესტო აქციების დროს “დესტაბილიზაციის მომწყობი დასავლეთის მიერ დაფინანსებული ამბოხებულების” მხარდამჭერს. ეს ყველაფერი თუ სიმართლეა, ლევი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და შეძლებული ფილოსოფოსი უნდა იყოს.

3 10 ფრანგი ფილოსოფოსი ≠ სახელმწიფო გადატრიალებებს

ბოლო პერიოდში ლევი კვლავ გახდა კრემლის დეზინფორმაციის სამიზნე. ამჯერად, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან შეხვედრისა და ბელორუსში პოპულარული საპროტესტო აქციების გამო. კრემლისტურმა მედია საშუალებებმა ეს ფაქტი თავისებურად წარმოაჩინეს, თითქოს ლევი ბელორუსის პროტესტის უკან დგას და ტიხანოვსკაიას გუნდს ზედამხედველობს.

კრემლის დეზინფორმაციის სამიზნე ფრანგი ფილოსოფოსი მისი პუტინის რეჟიმისადმი კრიტიკული შეხედულების გამო გახდა. მათ შორის, იმის გამოც, რომ მხარს უჭერს ავტორიტარული მთავრობების წინააღმდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში პროტესტს, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირში. კრემლისტური მედიები ამას თავისებურად აშუქებენ: ”ლიბერალური მსოფლიო წესრიგის იდეოლოგი”, რომელმაც ლიბიაში კადაფის დამხობისთვის შეთქმულება მოაწყო, გაწვრთნა ისლამისტური ოპოზიცია ლიბიაში, მომიტინგეები მაიდანის დროს და გამოიწვია ომი სირიაში.

და ბოლოს, კრემლის მომხრეთა თვალში ბერნარდ-ჰენრი ლევი განმანათლებლური იდეალების მიმართ დასავლეთის ზედმეტ თავდაჯერებულობას  განასახიერებს. კრემლისტურ მედიასა და დუგინს სურთ, რომ რუსეთი ამ ყველაფრისგან რაც შეიძლება შორს იყოს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist