ფეისბუქზე ნიკა გვარამიას მიმართვის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

121
VIEWS

28 სექტემბერს ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდმა “პოლიტიკური სამარე N5” გააზიარა “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას 5-წამიანი ვიდეო, რომელშიც მის სიტყვებს ცენზურა ადევს. “მე ვარ […], შენ ხარ […], ყველანი ვართ […]”- ისმის ვიდეოში, ხოლო პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: “შენ რო **ე ხარ ერთადერთი რამეა რაშიც გეთანხმები ნიკუტ”.  

Screenshot 2023 10 02 112853 ფეისბუქზე ნიკა გვარამიას მიმართვის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ნიკა გვარამიას ვიდეოდან ნაწყვეტი დარედაქტირებულია და მის ნათქვამზე მცდარ შთაბეჭდილებას ტოვებს. რეალურად, იმ მონაკვეთებში, რომელიც არ ისმის, გვარამია არა უცენზურო სიტყვებს, არამედ “ლაზარეს” ამბობს. 

ვიდეო, რომლიდანაც მანიპულაციური სახით გავრცელებული 5-წამიანი მონაკვეთია ამოჭრილი, ნიკა გვარამიამ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე 2023 წლის 26 სექტემბერს გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: “მე ვარ ლაზარე! შენ ხარ ლაზარე! ყველანი ვართ ლაზარე!”  

გვარამია ვიდეოში 2023 წლის მარტში, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრობს. ვიდეო 2.54-წუთიანია და მონაკვეთი, რომელშიც ნიკა გვარამია აღნიშნულ ფრაზას ამბობს, 2:44 წუთიდან იწყება.

Screenshot 2023 10 02 112857 ფეისბუქზე ნიკა გვარამიას მიმართვის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ვიდეოში ნიკა გვარამია, რომელიც ლიტვაში იმყოფება, მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გასათავისუფლებლად. მისივე სიტყვებით, საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, მათ შორის, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებით.  

2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს მამაზე ძალადობის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო მამის მანქანის დაზიანებაშიც, რისთვისაც 3 000 ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა. რაც შეეხება მარტის საქციებს, პროკურატურა ლაზარე გრიგორიადისს სამართალდამცავებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შსს-ს კუთვნილი ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავება.  

“პოლიტიკური სამარე N5” პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist