ფეისბუქზე ბექა ვარდოსანიძის სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

435
VIEWS

2 აპრილს ფეისბუქ-ანგარიშმა “მრისხანე ბაბუაწვერა” პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი ბლოგერის, ბექა ვარდოსანიძის, ფეისბუქ-პოსტის სქრინშოტი გაავრცელა. გავრცელებულ პოსტში ვარდოსანიძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, პროევროპული პოზიციისთვის აკრიტიკებს, სოროსის ჭინკას უწოდებს და ფეხების მოტეხვას უსურვებს. იდენტური სქრინშოტი 3 აპრილს ფეისბუქის სხვა მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2).

Screenshot 1 1 ფეისბუქზე ბექა ვარდოსანიძის სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება

ფეისბუქზე ბექა ვარდოსანიძის სახელით გავრცელებული პოსტის სქრინშოტი გაყალბებულია. მსგავსი შინაარსის სტატუსი არც ვარდოსანიძის ფეისბუქ-პროფილზე და არც მისი ბლოგის გვერდზე არ იძებნება. პოსტის ნამდვილობა თავად ვარდოსანიძემაც უარყო.

გავრცელებული პოსტი არც ბექა ვარდოსანიძის ფეისბუქ პროფილზე და არც მისი ბლოგის “ბექა ვარდოსანიძის ბლოგი•Beka Vardosanidze’s blog” გვერდზე არ იძებნება. პოსტის ნამდვილობა თავად ვარდოსანიძემაც არაერთხელ უარყო, როგორც თავის პირად ანგარიშზე, ასევე ვიდეო-ბლოგში. ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ ფეხბურთელის მიერ პროევროპული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, კვარაცხელისთან დაკავშირებით იმედი გაუცრუვდა, თუმცა ცუდს არაფერს უსურვებს.

ბექა ვარდოსანიძე: “…მე მისთვის ცუდი არასოდეს არ მენდომება. ვნახე, პატრიართან რომ იყო მისული თავის მეორე ნახევართან (ერთად), დაინიშნა, ბედნიერებას ვუსურვებ, მაგრამ მე გამიცრუვა იმედები, სულ სხვა მოლოდინი მქონდა მასზე და ა.შ, მაგრამ მისი არჩევანია. ამ ბიჭს რომ იყენებენ, აშკარად ამას ლაპარაკი რათ უნდა. მაგრამ ესეთ რაღაცას, ღმერთმა დამიფაროს. საერთოდ, იმ განცხადების შემდეგ მე კვარაცხელიაზე პოსტი არ დამიწერია.”

აღსანიშნავია, რომ ვარდოსანიძეს თავად არაერთხელ გაუვრცელებია  სხვადასხვა ყალბი ინფორმაცია, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომსა და კორონავირუსის პანდემიაზე. ვარდოსანიძე ფეისბუკ ლაივების საშუალებით თითქმის ყოველ დღე ეწეოდა ვაქცინაციის პროცესთან კავშირში მყოფი ექიმების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ის ასევე 5 ივლისის მოვლენების, როდესაც ჰომოფობიურ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმა მოხდა, ერთ-ერთი მონაწილე და გამშუქებელია. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ვარდოსანიძე  “ქართული მარშის” საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო და თათია დოლიძის ჯგუფური გაუპატიურების მუქარისშემცველ დიალოგში მონაწილეობის გამო გამოკითხვაზეც იმყოფებოდა

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “მრისხანე ბაბუაწვერა” Tedo Abashidze-ს მეორე ფეისბუქ პროფილია  და მას გაყალბებული და სატირული ციტატები აქამდეც გამოუქვეყნებია. იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist