მშობლების აცრის შედეგი თუ იშვიათი გენეტიკური დაავადება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

29
VIEWS

1 ნოემბერს ფეისბუქ-პროფილმა “მინდა დავრჩე ადამიანად” 2 ბავშვის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ორივე ჩვილ ბავშვს შავი ფერის თვალები და დიდი გუგები აქვს, ერთ-ერთ მათგანს კი სახე ჩალურჯებული აქვს. პოსტების ავტორი წერს, რომ ისინი ვაქცინირებული მშობლების შვილები არიან და მათი ასეთი მდგომარეობა სწორედ ამან გამოიწვია.
"
2 ნოემბერს ერთ-ერთი ბავშვის ფოტო ფეისბუქ-პროფილმა მარჯი საქართველომაც გამოაქვეყნა, აღწერაში კი მიუთითა: “ესეც ის არის, რაც ჩვენ ვიცით…”

"
ცნობა, იმის შესახებ, რომ ვიდეოში ასახული 2 ბავშვის მდგომარეობა მშობლების ვაქცინაციის შედეგია, დეზინფორმაციაა. ერთ-ერთ მათგანს იშვიათი გენეტიკური დააავდება პროგერია ჰქონდა, მეორეს კი გართულებული მშობიარობის დროს, თვალებში სისხლჩაქცევები გაუჩნდა და სახის ნაწილი დაულურჯდა.

ფეისბუქ-პროფილის “მინდა დავრჩე ადამიანად” მიერ გამოქვე ფოტოზე გამოსახულ ბავშვს ის “პატარა ოსკარს” უწოდებს. reverse image search-ით გადამოწმებშემდეგ ფოტოს ორიგინალ ვერსიას მივაკვლიეთ, მასზე ბავშვი დედასთან ერთადაა გამოსახული, ფოტო რამდენიმე ანტივაქსერულ ტვიტერ– და ტელეგრამ-ანგარიშზეა გამოქვეყნებული და ისინიც ამტკიცებენ, რომ ბავშვის მდგომარეობა დედის ვაქცინაციის შედეგია. დამათებითი ინსტრუმენტებით ძიების შედეგად ფოტოზე გამოსახული ქალისა და ბავშვის სხვა ფოტოებსაც მივაგენით.

"
აღმოჩნდა, რომ ბავშვი, რომელსაც პოსტის ავტორი “პატარა ოსკარს” უწოდებს, რეალურად ელინ ლიონია, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადებით, პროგერიით 2019 წლის 14 ნოემბერს დაიბადა და 1 წლისა და 4 თვის ასაკში გარდაიცვალა. ელინ ლიონის დაბადების თარიღი მისი მდგომარეობის ვაქცინაციასთან კავშირს სავსებით შეუძლებელს ხდის, რადგან 2019 წლის ნოემბერში არათუ ვაქცინაცის პროცესი არ დაწყებულა, არამედ კორონავირუსის პირველი შემთხვევებიც კი არ იყო დაფიქსირებული.

ელინ ლიონს ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ კიდევ დაბადებამდე დაიწყო. 20 კვირის ნაყოფმა ზრდა შეწყვიტა, მისი გულისცემა სრულფასოვანი არ იყო, ზოგჯერ ჰქონდა ტაქიკარდიაც. ელინ ლიონი დაბადებისას 1200 გრამი და 38 სანტიმეტრი იყო. მას დაბადებისთანავე ჰქონდა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის, კუნთებისა და გულის არასრულფასოვანი ფუნქციონირება. მას არ შეეძლო დამოუკიდებლად კვება და ექიმები საკვებს მილით აწვდიდნენ.

მოგვიანებით ექიმებმა დაადგინეს, რომ ელინს უიშვიათესი გენეტიკური დაავადება პროგერია ჰქონდა. დაავადება ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომის სახელითაცაა ცნობილი და ის ბავშვებში ნაადრევ დაბერებას იწვევს. ამ დაავადების მქონე ბავშვების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12-13 წელია.

ელინ ლიონი 2021 წლის 7 მარტს, 1 წლისა და 4 თვის ასაკში გარდაიცვალა.

ელინ ლიონის დედა 27 წლის მიშელ კლოდინია, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, მას ელინის სახელით ინსტაგრამ-ანგარიში აქვს შექმნილი, სადაც მის ფოტოებს აქვეყნებს.

"

რაც შეეხება მეორე ბავშვს, პოსტის ავტორი დიდი ზომისა და შავი ფერის თვალის გუგებს ბავშვის დედის ვაქცინაციას უკავშირებს, თუმცა მის მიერვე პოსტისთვის დართულ ვიდეოში, რომელსაც ინგლისურენოვანი ტიტრები აქვს დადებული, ყველაფერია ახსნილი და ვაქცინაცია არც ამ შემთხვევასთან არაფერ კავშირშია. ვიდეოდან ვიგებთ, რომ ბავშვი მავრიკ ჰეიზია, რომელსაც გართულებული მშობიარობის დროს თვალებში სისხლჩაქცევები გაუჩნდა, სახის ნაწილი კი დაულურჯდა.

ვიდეო ტიკ-ტოკზე ბავშვის დედამ, მომხმარებელმა სახელად ბილი-გვენ გეითსმა (billythef_ingunicorn) გამოაქვეყნა. მან სხვა ვიდეოებშიცდეტალურად ახსნა, თუ რა მოხდა მშობიარობის დროს, მისი თქმით, მშობიარობა გართულდა და გახანგრძლივდა, რადგან ბავშვი საშვილოსნოს ყელში იყო გაჭედილი, სწორედ ამ დროს დაულურჯდა მას სახის ნაწილი და თვალებშიც სისხლჩაქცევები გაუჩნდა. როგორც ბილი-გვენ გეითსი ერთ-ერთ ვიდეოში ამბობს თვალებში სისხლჩაქცევების გამო ბავშვის თვალის ფერი ჯერჯერობით გარკვევით არ ჩანს.

როგორც ბილი-გვენ გეითსი ამბობს, როცა ბავშვი 3 კვირის გახდა, ექიმებმა აუხსნეს, რომ ის სრულიად ჯანმრთელია და მას რაიმე დამატებითი მკურნალობა ან პროცედურა აღარ სჭირდება.

"
ანტივაქსერული ჯგუფები ახალშობილი ბავშვების ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას მშობლების ვაქცინაციას უსაფუძვლოდ აქამდეც უკავშირებდნენ და არაერთ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, გარდა ამისა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისინი ფოტოების ხელოვნურად დამუშავების გზითაც ცდილობდნენ. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
ცოცხალი ორგანიზმები ვაქცინაში და ტრანსჰუმანური ბავშვი – რა დეზინფორმაციებს შეიცავს ზელენკოს ანგარიში?
ფოტოშოპით დამუშავებული კუდი და პანდემიამდელი სხვა ფოტოები ვაქცინაციის წინააღმდეგ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist