მოუწოდა თუ არა ნატოს მაღალჩინოსანმა ალიანსს ბელგრადის დაბომბვისკენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

740
VIEWS

24-25 სექტემბერს ფეისბუქ გვერდებმა (1, 2, 3.), მათ შორის გვერდმა “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები” გაავრცელეს პოსტი, რომლის მიხედვითაც ნატოს მაღალჩინოსანმა გიუნტერ ფელინგერმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა დაბომბოს ბელგრადი. პოსტების ნაწილს წყაროდ მითითებული აქვს publicist.ge-ს სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ფელინგერი არის ნატოს ევროპის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე. 

Screenshot 2023 09 26 141354 მოუწოდა თუ არა ნატოს მაღალჩინოსანმა ალიანსს ბელგრადის დაბომბვისკენ?

მტკიცება იმის შესახებ, რომ გიუნტერ ფელინგერი ნატოს მაღალჩინოსანია, დეზინფორმაციულია. სინამდვილეში იგი არასამთავრობო ორგანიზაცია “უკრაინის, კოსოვოს, ბოსნიასა და ევროკავშირის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების ევროპის კომიტეტის” დამფუძნებელია, რომელსაც ნატოსთან კავშირი არ აქვს.

გიუნტერ ფელინგერის ფეისბუქსა და X-ზე (ყოფილი ტვიტერი) აღნიშნულია, რომ ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია “უკრაინის, ავსტრიის, კოსოვოს, ბოსნიასა, სომხეთის, მოლდოვას და ევროკავშირის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების ევროპის კომიტეტის” დამფუძნებელი. 

Screenshot 2023 09 26 141406 მოუწოდა თუ არა ნატოს მაღალჩინოსანმა ალიანსს ბელგრადის დაბომბვისკენ?
აღწერა ფელინგერის ტვიტერიდან.

მის ლინკდინის გვერდზე ფელინგერს მითითებული აქვს, რომ 2022 წლის დეკემბრიდან არის თვითდასაქმებული ავსტრიის, კოსოვოს, ბოსნიის, უკრაინისა და ევროკავშირის ნატოში გაწევრიანების ავსტრიული კომიტეტის” პრეზიდენტის პოზიციაზე.

Screenshot 2023 09 26 141411 მოუწოდა თუ არა ნატოს მაღალჩინოსანმა ალიანსს ბელგრადის დაბომბვისკენ?

ლინკდინზე, ფელინგერს არაერთი სამუშაო გამოცდილება აქვს მითითებული, რომელთა შორისაც არსად ფიგურირებს ნატოსთან კავშირი. ასევე არ ფიქსირდება ნატოში მიღებული სამუშაო გამოცდილება არც მის ფეისბუქ გვერდზე. 

Screenshot 2023 09 26 141416 მოუწოდა თუ არა ნატოს მაღალჩინოსანმა ალიანსს ბელგრადის დაბომბვისკენ?
გიუნტერ ფელინგერის ფეისბუქ გვერდზე განთავსებული სამუშაო გამოცდილების სია.  

უნდა აღინიშნოს, რომ გიუნტერ ფელინგერის სამუშაო ადგილის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციები აქამდეც გავრცელებულა. კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში მან სოციალურ ქსელში მოუწოდა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ნატოში გაწევრებისკენ, რაზეც საპასუხოდ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაან კოსტანიანმა განაცხადა, რომ სომხეთს ნატო-ში გაწევრებაზე მიწვევა არ მიუღია, რადგან ფელინგერი არ არის NATO-ს წარმომადეგენელი და ის მხოლოდ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომლის დასახელებაშიც არის ნახსენები NATO. 

გიუნტერ ფელინგერმა ნატო-ს სერბეთის დამომბვისკენ სოციალური ქსელების საშუალებით არაერთხელ მოუწოდა, რაც, მისი განმარტებით, ომის დაწყების შემთხვევაში, კოსოვოს დაცვის მიზნით უნდა მოხდეს

Screenshot 2023 09 26 141428 მოუწოდა თუ არა ნატოს მაღალჩინოსანმა ალიანსს ბელგრადის დაბომბვისკენ?

წყაროს შესახებ:

ერმილე ნემსაძე ყოფილი სამხედროა და ის ულტრამემარჯვენე ჯგუფ “ქართული მარშის” წევრი იყო. იგი ფეისბუქზე სიძულვილის ენის შემცველი და ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებით გამოირჩევა. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც მრავალჯერ გადაუმოწმებია

არქივის პოსტი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist