მოხდა თუ არა დაპირისპირება მაქსიმ გალკინსა და მაიკ ტაისონს შორის გალკინის კონცერტზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

64
VIEWS

25 აგვისტოს სოციალურ ქსელში რუსი შოუმენის, მაქსიმ გალკინისა და ამერიკელი მოკრივის, მაიკ ტაისონის დაპირისპირების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ფეისბუკზე გავრცელებული პოსტის თანახმად, გალკინი ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე რუსეთის შესახებ ხუმრობდა და რუსეთს შეურაცხყოფდა, რის გამოც ტაისონი გაღიზიანდა და გალკინს მოუწოდა, შეეწყვიტა სამშობლოს დაცინვა. მიუხედავად გაფრთხილებისა, გალკინმა ნომერი არ შეწყვიტა, რაც ტაისონმა ვეღარ მოითმინა და გალკინს “ალიყური აჭამა”. 

atchama thu ara aliqhuri maqism gankins tainsonma მოხდა თუ არა დაპირისპირება მაქსიმ გალკინსა და მაიკ ტაისონს შორის გალკინის კონცერტზე?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მაქსიმ გალკინი აგვისტოში ლატვიაში იმყოფებოდა და კონცერტი ლატვიის 6 ქალაქში ჩაატარა. რუსეთის შეურაცხყოფის ნიადაგზე ტაისონის მიერ გალკინის ცემის ფაქტი არც სხვა სანდო წყაროებით დასტურდება.
გარდა ამისა, მაიკ ტაისონმა 2022 წლის ივნისში უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.


სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს წყაროდ რუსული იუთუბ არხის Звезда в Шоке ვიდეო აქვს მითითებული. ვიდეოში ნათქვამია, რომ რამდენიმე წუთის წინ ლას-ვეგასიდან შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა – ცენტრალური მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტი, იუმორისტი, მაქსიმ გალკინი ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე მაიკ ტაისონმა სამშობლოს (რუსეთის) შეურაცხყოფის გამო სცემა. ვიდეოში არც ღონისძიების ამსახველი კადრები და არც ის მედიასაშუალებები გვხვდება, სადაც აღნიშნული ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო. იუთუბ არხი  Звезда в Шоке 2022 წლის ივლისში შეიქმნა და სენსაციურ, “შოკისმომგვრელ” ამბებს აქვეყნებს, რომლებიც მეტწილად რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ “უცხო ქვეყნის აგენტების” სიაში შეყვანილ ან რუსეთის მიერ კრიტიკულად განწყობილ  შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ეხებათ (1, 2, 3). ამავე იუთუბ არხმა გალკინის კიდევ ერთი “მარცხის” შესახებ ვიდეო 2023 წლის თებერვალშიც გამოაქვეყნა. ვიდეოში ნათქვამია, რომ ამერიკული ტურნეს დროს, მაშინ, როდესაც გალკინი სცენიდან რუსეთს ლანძღავდა, წაიქცა და ცხვირი გაიტეხა.

atchama thu ara aliqhuri maqism gankins tainsonma1 მოხდა თუ არა დაპირისპირება მაქსიმ გალკინსა და მაიკ ტაისონს შორის გალკინის კონცერტზე?

atchama thu ara aliqhuri maqism gankins tainsonma2 მოხდა თუ არა დაპირისპირება მაქსიმ გალკინსა და მაიკ ტაისონს შორის გალკინის კონცერტზე?

ინფორმაცია გალკინისა და მაიკ ტაისონის კონფლიქტის შესახებ გარდა იუთუბ არხისა Звезда в Шоке, ასევე გვხვდება არხზე სახელწოდებით Шоу-бизнес#Show business. აღნიშნულ ვიდეოში კონცერტის ჩატარების ადგილად, ლას-ვეგასის ნაცვლად, ნიუ-იორკია მითითებული. მედიები, რომლებმაც თავდაპირველად ამ ინციდენტის შესახებ “დაწერეს”, არც ამ იუთუბ ვიდეოშია მითითებული.

atchama thu ara aliqhuri maqism gankins tainsonma3 მოხდა თუ არა დაპირისპირება მაქსიმ გალკინსა და მაიკ ტაისონს შორის გალკინის კონცერტზე?

აღსანიშნავია ისიც, რუსულ ვიდეოში კონცერტის ჩატარების თარიღად 9 აგვისტოა დასახელებული. გალკინმა 2023 წლის ივლისში, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში კონცერტის ჩატარების შემდეგ ისტაგრამის საკუთარ გვერდზე ლატვიაში ტური დააანონსა. 12 ივლისს კი ტურის ზუსტი დეტალები გაავრცელა. გალკინმა აგვისტოში ლატვიაში  8 კონცერტი ჩაატარა:  3 და 4 აგვისტოს ცესისში, 6 და 7 აგვისტოს იურმალაში, 10 აგვისტოს დაუგავპილსში, 11 აგვისტოს ლიეპაიაში, 12-სა და 13-ში როიასა და რეზენკეში. გალკინის ტურიდან ფრაგმენტები მისსავე ინსტაგრამის გვერდზეა გამოქვეყნებული. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ 9 აგვისტოს რუსი კომიკოსი ამერიკაში ყოფილიყო კონცერტზე და მაიკ ტაისონს შეხვედროდა.

atchama thu ara aliqhuri maqism gankins tainsonma5 მოხდა თუ არა დაპირისპირება მაქსიმ გალკინსა და მაიკ ტაისონს შორის გალკინის კონცერტზე?
წყარო: გალკინის ინსტაგრამის გვერდი

რაც შეეხება მაიკ ტაისონს, მან 2022 წლის ივნისში უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. გავრცელებულ ვიდეოში მოკრივე ამბობს: “მე მაიკ ტაისონი ვარ. უკრაინელი ხალხო, მე თქვენთან ვარ“.

atchama thu ara aliqhuri maqism gankins tainsonma6 მოხდა თუ არა დაპირისპირება მაქსიმ გალკინსა და მაიკ ტაისონს შორის გალკინის კონცერტზე?

წყაროს შესახებ

ფეისბუკ-მომხმარებელი ნინო ქინქლაძე ჭიღიტაშვილი “ქართული ოცნების მხარდამჭერია. მან 2021 წლის ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა იმის შესახებ ინფორმაცია, რომ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, სხვადასხვა დროს მხილებული იყო დანაშაულებების ჩადენაში და იგი შესაძლოა ზედოზირების შედეგად ყოფილიყო გარდაცვლილი. ჭიღიტაშვილი ლექსო ლაშქარავაზე პერსონალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ბრიფინგამდე ავრცელებდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist