მანიპულაცია, თითქოს არახამიამ თქვა, რომ რუსეთთან შეთანხმება ბორის ჯონსონის პოზიციის გამო ჩაიშალა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.8k
VIEWS

26 ნოემბერს კრემლისტურმა მედია ალტ-ინფომ და პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუქ-გვერდებმა (1;2), ასევე, პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” და პარტია “ხალხის ძალამ” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება გაიმართა, დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინელებს უთხრა, რომ ხელი არაფერზე მოეწერათ და “უბრალოდ, ეომათ”. მათი მტკიცებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები ბორის ჯონსონის მიზეზით ჩაიშალა. პოსტების ავტორებს წყაროდ უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას ინტერვიუ მოჰყავთ.  

თენგიზ ომანიძე, “ალტ-ინფოს” წამყვანი: “როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 თვის თავზე სტამბოლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერის, ბორის ჯონსონის პოზიცია ყოფილა”.  

Screenshot 2023 11 28 095417 მანიპულაცია, თითქოს არახამიამ თქვა, რომ რუსეთთან შეთანხმება ბორის ჯონსონის პოზიციის გამო ჩაიშალა

მტკიცება, თითქოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკება ბორის ჯონსონის მოწოდების მიზეზით ჩაიშალა, მანიპულაციურია. რეალურად, დავით არახამიას ინტერვიუთი ირკვევა, რომ უკრაინის მხარე შეთანხმებაზე დათანხმებას ჯონსონის მოწოდებამდეც არ აპირებდა და იქვე აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მათ პოზიციაზე ზეწოლა არ მოუხდენია.  

რა თქვა დავით არახამიამ?

დავით არახამიამ რუსეთთან 2022 წელს გამართულ მოლაპარაკებაზე უკრაინული 1+1-ის ეთერში ისაუბრა. არახამიას ინფორმაციით, რუსული დელეგაცია უკრაინას NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის სანაცვლოდ მშვიდობას ჰპირდებოდა.    

“ისინი თითქმის ბოლომდე იმედოვნებდნენ, რომ ჩვენზე მოახდენდნენ ზეწოლას, ხელი მოგვეწერა ასეთ დოკუმენტზე და ნეიტრალიტეტი მიგვეღო. ეს მათთვის უდიდესი საქმე იყო. ისინი მზად იყვნენ, დაესრულებინათ ომი, თუ ჩვენ, როგორც ოდესღაც ფინეთი, მივიღებდით ნეიტრალიტეტს და დავდებდით პირობას, რომ NATO-ში არ გავწევრიანდებოდით. ფაქტობრივად, ეს მთავარი პუნქტი იყო. ყველა დანარჩენი – კოსმეტიკური და პოლიტიკური “დანამატებია” დენაციფიკაციაზე, რუსულენოვან მოსახლეობაზე და ბლა ბლა ბლა…” – თქვა არახამიამ. 

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ დასთანხმდა უკრაინა ამ პუნქტს, არახამიამ უპასუხა, რომ რუსებისადმი ნდობა არ არსებობდა.  

“პირველ რიგში, იმისთვის, რომ ამ პუნქტს დასთანხმდე, კონსტიტუცია უნდა შეცვალო. ჩვენი სწრაფვა NATO-სკენ კონსტიტუციაშია გაწერილი. ასევე, არ არსებობს და არსებობდა ნდობა რუსების მიმართ, რომ ისინი ამას გააკეთებენ. ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ იარსებებდა უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ არ შეგვეძლო, რამეზე ხელი მოგვეწერა, წავსულიყავით, იქ ყველა ამოისუნთქავდა, შემდეგ კი მოვიდოდნენ უფრო მომზადებულები, რადგან, ფაქტობრივად, ისინი როცა შემოიჭრნენ, ასეთი წინააღმდეგობისთვის მოუმზადებლები იყვნენ. ჩვენ ამაზე მუშაობას მხოლოდ მაშინ შევძლებდით, როცა 100%-ით ვიქნებოდით დარწმუნებული, რომ ეს [შემოჭრა] აღარასოდეს მოხდებოდა. თუმცა, ასეთი რწმენა არ არსებობს. 

ასევე, როდესაც ჩვენ დავბრუნდით სტამბოლიდან, კიევში ბორის ჯონსონი ჩამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ მათთან ხელს საერთოდ არაფერს არ მოვაწერდით და მოდით, უბრალოდ ვიბრძოლოთ”. – თქვა არახამიამ. 

არახამია იქვე უარყოფს, რომ უკრაინის დელეგაცია მზად იყო, ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის და ბორის ჯონსონმა ისინი შეაჩერა. მისივე სიტყვებით, დასავლელი პარტნიორები ინფორმირებული იყვნენ მოლაპარაკების შესახებ და შეთანხმების შავი ვერსიები ნანახი ჰქონდათ, თუმცა გადაწყვეტილებებს უკრაინის ნაცვლად არ იღებდნენ და მხოლოდ რჩევების მიცემა შეეძლოთ. 

“ფაქტობრივად, მათ გვირჩიეს, რომ არ დავთანხმებოდით რუსეთის ეფემერულ გარანტიებს, რომელთა გაცემაც მაშინ საერთოდ შეუძლებელი იყო”. – თქვა დავით არახამიამ.  

შესაბამისად, დავით არახამიას არ უთქვამს, რომ უკრაინა მზად იყო, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ მშვიდობის დაპირებას იძლეოდა. არახამიას ინტერვიუთი ირკვევა, რომ უკრაინა დოკუმენტზე ხელმოწერას ბორის ჯონსონის რჩევის მიღებამდეც არ აპირებდა, შესაბამისად, მანიპულაციურია მტკიცება, თითქოს რუსეთ-უკრაინის შეთანხმება ბორის ჯონსონის მიზეზით ჩაიშალა ან უკრაინამ გადაწყვეტილება მისი პოზიციის გამო მიიღო. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist