კრემლის მედიის ექსპერტს ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში რუსი სამხედროების ბრალეულობაში ეჭვი შეაქვს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

4.8k
VIEWS

კიევის ოლქის გათავისუფლების შემდეგ, 3 აპრილს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე ბუჩას ქუჩებში ნაპოვნი ცხედრების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სამოქალაქო პირების ცხედრები ჩანს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ  ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციაა და “დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის”. კრემლის ვერსიას იზარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღების ყოფილი ინსპექტორი – Სკოტ რიტერიც, რომელსაც კრემლის პროპაგანდა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დროს ხშირად ეყრდნობა. მან ამის შესახებ რუსულ მედიებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინული მხარე რუსეთის “სპეცოპერაციის” დაწყების დღიდან არასანდო ინფორმაციას ავრცელებს, ამიტომ, ამ შემთხვევაშიც საჭიროა შესაბამისი გამოძიება, რათა დადასტურდეს კადრების ვალიდურობა და დადგინდეს სამოქალაქო პირების გარდაცვალების რეალური დრო და მიზეზი.

სკოტ რიტერმა  გავრცელებული კადრების შესახებ  Известия-თანაც ისაუბრა, რომელმაც მისი რუსულად გახმოვანებული ჩანაწერი გაავრცელა. აღნიშნულ ინტერვიუში რიტერი ამტკიცებს,  რომ უკრაინის ხელისუფლების ნდობა “რუსული სპეცოპერაციის” დაწყებიდანვე არ შეიძლება, რადგან ის “არასანდრო ინფორმაციის” წყარო იყო. ამიტომ, ის საზოგადეობას კიევის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ინფორმაციის სკეპტიკური შეფასებისკენ მოუწოდებს და ითხოვს ექსპერტიზას, რათა დადგინდეს გარდაცვალების დრო, სიკვდილის მიზეზი და არის თუ არა ცხედარი გადატანილი იმ ადგილიდან, სადაც ადამიანი გარდაიცვალა.

Screenshot 6 3 კრემლის მედიის ექსპერტს ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში რუსი სამხედროების ბრალეულობაში ეჭვი შეაქვს

სკოტ რიტერის განცხადებას სხვა რუსული გამოცემებიც ავრცელებდნენ: URA.RU, Lenta.ru, Rg.ru, Vz.ru, moskva.bezformata, Полит Россия, Политика Сегодня, molva33.ru. ბუჩას თემაზე რიტერის განცხადება პრიმაკოვის რუსულ-ქართულ ცენტრთან დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდმა პოლიტიკანომაც გაავრცელა.

რიტერის განცხადება, რომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებები ბუჩას ტრაგედიაში რუსეთის დადანაშაულებაზე არასანდოა, რადგან კიევი ომის დაწყებიდან დეზინფორმაციას ავრცელებს, მანიპულაციურია. რეალურად, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი ომის დანაშაული აღრიცხა და აღწერა. ასევე, უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე მომხდარი ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ევროკავშირმა რუსეთს დააკისრა.

3 აპრილს რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch ანგარიშით “უკრაინა: ომის აშკარა დანაშაულები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე”  გამოეხმაურა. 

Screenshot 7 1 კრემლის მედიის ექსპერტს ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში რუსი სამხედროების ბრალეულობაში ეჭვი შეაქვს

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჩერნიჰივის, ხარკივისა და კიევის რეგიონებში HRW-მა  2022 წლის 27 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილი რამდენიმე ომის დანაშაული აღრიცხა, მათ შორის  გაუპატიურებისა და სიკვდილით დასჯის შემთხვევები. HRW-ის ევროპისა და ცენტარლური აზიის დირექტორმა ჰიუ ვილიამსონმა თქვა, რომ ორგანიზაციის მიერ აღწერილი შემთხვევები უკრაინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიზანმიმართულ სისასტიკეს და ძალადობას წარმოადგენდა. ანგარიშში რუსეთის არმიის მიერ უკრაინელი სამოქალაქო პირების წინაარმდეგ ჩადენილი რამდენიმე დანაშუალია აღწერილი, მათ შორის ერთ-ერთი ბუჩაში მოხდა, როცა თვითმხილველის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 5 მამაკაცი დააკავეს, მათ დაჩოქება მოსთხოვეს და ერთ-ერთი კეფაში სროლით მოკლეს. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის უკვე გათავისუფლებულ რეგიონებში ჩადენილი სისასტიკე ევროკავშირმაც დაგმო. 

Screenshot 8 1 კრემლის მედიის ექსპერტს ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში რუსი სამხედროების ბრალეულობაში ეჭვი შეაქვს

ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ:

ევროკავშირი: “ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ოკუპირებული უკრაინის რიგ ქალაქებში, რომლებიც ახლა უკვე განთავისუფლებულია. დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლთა შემზარავი ფოტოები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს ნამდვილ სახეს რუსეთის აგრესიის და სასტიკი ომის, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება.”

ევროკავშირი ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ New York Times-ის თანამგზავრით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები სამ კვირაზე მეტ ხანს, ანუ იმ პერიოდიდან იყო, როცა ქალაქს ჯერ კიდევ რუსი სამხედროები აკონტროლებდნ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ვინ არის სკოტ რიტერი? 

სკოტ რიტერი იმ უცხოელ ექსპერტთა შორისაა, რომელსაც კრემლის პროპაგანდა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების დღიდან აქტიურად ეყრდნობა. რიტერი ხშირად ჩნდება რუსეთის სამთავრობო არხებსა (1 არხი) და სხვადასცვა ფეისბუკ გვერდებზე, ასევე მის კომენტარებს სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის საელჩოები აზიარებენ.

Screenshot 9 1 კრემლის მედიის ექსპერტს ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში რუსი სამხედროების ბრალეულობაში ეჭვი შეაქვს

სკოტ რიტერი 1991-98 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღების წამყვნი ინსპექტორი იყო. თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი ამერიკის მთავრობის აქტიურ კრიტიკოსად იქცა.  

რიტერი არაერთხელ გაეხვა ონლაინ  სექს სკანდალში, სადაც არასრულწლოვნები ფიგურირებდნენ. პირველ ჯერზე, 2001 წელს, მან ციხეში 6 თვე ციხეში გაატარა.  2009 წელს რიტერი კიდევ ერთხელ დააკავეს ანალოგიური ბრალდებით და 2011 წელს 6 მუხლით გაასამართლეს. მას 1.5-დან 5.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი 2014 წელს თავდებით გაათავისუფლეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist