ისრაელის პარლამენტის წევრების ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

83
VIEWS

2023 წლის 2 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო. ფეისბუქ მომხმარებლის თქმით, ვიდეოზე ასახულია ისრაელის პარლამენტის წევრების რეაქციები ღაზაში ბრძოლების შედეგად მიღებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგების შესახებ ანგარიშის გაცნობის შემდეგ.

მსგავსი აღწერით ვიდეო ტვიტერზეც გავრცელდა.

Screenshot 2023 11 03 170334 ისრაელის პარლამენტის წევრების ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება. მასზე მართლაც ისრაელის პარლამენტის წევრები არიან ასახული, თუმცა ეს რეაქციები გამოწვეულია 7 ოქტომბრის “ჰამასის” თავდასხმის მძიმე კადრების ნახვით.

კადრები ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ მოპოვებული 45 წუთიანი ფილმიდანაა, სადაც ასახულია “ჰამასის” მიერ თავდასხმის დღეს ჩადენილი სასტიკი დანაშაულები. ფილმი მოიცავს კადრებს სოციალური მედიიდან, სახლებში დამონტაჟებული ვიდეო კამერებიდან და “ჰამასის” ტერორისტების სხეულის კამერებიდანაც კი. IDF-ის პრეს-სამსახურმა ფილმის ჩვენება საერთაშორისო მედიისთვის გამართა

Screenshot 2023 11 03 170344 ისრაელის პარლამენტის წევრების ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

ვიდეო არასწორი კონტექსტით სხვა წყაროებშიც ჩნდება. 1 ნოემბერს, იგივე კადრები X-ის (ყოფილი Twitter) პლატფორმაზე გავრცელდა. მომხმარებელი წერს, რომ ფარულად გავრცელებული კადრები ასახავს ისრაელის პარლამენტის წევრების რეაქციას მას შემდეგ, რაც ღაზაში დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რაოდენობა გაიგეს. 

იგივე პათოსს იმეორებს ერთი დღის შემდეგ, ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტიც.

Screenshot 2023 11 03 170349 ისრაელის პარლამენტის წევრების ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

გადამოწმებული ინფორმაცია ერთ-ერთ პოსტს შენიშვნის სახითაც დაემატა, სადაც განმარტებულია, რომ პარლამენტარების რეაქცია “ჰამასის” თავდასხმის მძიმე კადრებმა გამოიწვია.

Screenshot 2023 11 03 170357 ისრაელის პარლამენტის წევრების ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

ფილმის ჩვენებაზე კომენტარებს თავად პარლამენტის წევრებიც აკეთებენ. ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე მათგანმა X პლატფორმაზე პოსტიც დაწერა.

პარლამენტის წევრი Galit Distel Atbaryan წერს, რომ ჩვენების დაწყებამდე პარლამენტის ექიმები დამსწრეებს დამამშვიდებელ წამლებს სთავაზობდნენ;

პარლამენტის კიდევ ერთი წევრი აცხადებს, რომ ფილმის ყურება მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეძლო.

Screenshot 2023 11 03 170402 ისრაელის პარლამენტის წევრების ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება

ისრაელ-ჰამასის ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს, გამთენიისას, “ჰამასის” მიერ ღაზას სექტორიდან განხორციელებული თავდასხმით დაიწყო და ამ მომენტისთვისაც (11.03.2023) გრძელდება.  ამ პერიოდის განმავლობაში ორივე მხარეს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა სანდო მედიაში სისტემატურად შუქდება. 2 ნოემბრის მონაცემებით დაპირისპირების შედეგად ისრაელში 1400 ადამიანი დაიღუპა და 5 000-ზე მეტი დაშავდა, სულ მცირე 240 ისრაელელი კი ღაზის სექტორში მძევლად არის აყვანილი. ისრაელის საპასუხო შეტევების შედეგად ღაზის სექტორში 9 061 ადამიანი დაიღუპა და 22 000-ზე მეტი დაშავდა. 134 ადამიანია მოკლული და 2 100 დაშავებული დასავლეთ ნაპირში (West Bank).

ომის დაწყებიდან სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია რეგულარულად ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა.

წყაროს შესახებ

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას.  ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist