ინფორმაცია, თითქოს ალიევმა განაცხადა, რომ გარეჯი საქართველოა, სატირულ პოსტს ეყრდნობა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

14.9k
VIEWS

25-26 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელებმა გაავრცელეს პოსტი (1,2,3,4,5,6,7), რომლის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, განაცხადა, რომ დავით გარეჯი საქართველოა. პოსტების მიხედვით, ალიევმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ გაგზავნილი რუკები შეისწავლა. პოსტის მტკიცებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დავით გარეჯის კომპლექსიდან მოხსნის საგუშაოგეობს, გაიყვანს შეიარაღებულ პირებს და უარს იტყვის კომპლექსის მფლობელობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე.

gareji saqarthveloa ინფორმაცია, თითქოს ალიევმა განაცხადა, რომ გარეჯი საქართველოა, სატირულ პოსტს ეყრდნობა

ინფორმაცია, თითქოს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ “გარეჯი საქართველოა” სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად გავრცელებული პოსტი თავდაპირველად 24 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა და ის სატირული შინაარსისააა.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული პოსტების ტექსტი თითქმის იდენტურია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფეისბუქ მომხმარებლები ერთსა და იმავე წყაროს ეყრდნობოდნენ.

ალიევის განცხადებაზე აღნიშნული ინფორმაცია 24 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ფარნა კორინი” გამოაქვეყნა და ის სატირული შინაარსისაა. პოსტის კომენტარებიდან ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილმა ის რეალურად აღიქვა. რის შემდეგაც,  თავად პოსტის ავტორმა კომენტარებში აღნიშნა, რომ პოსტი ხუმრობაა და შესაბამისად რეალობას არ ასახავს.

gareji saqarthveloa1 ინფორმაცია, თითქოს ალიევმა განაცხადა, რომ გარეჯი საქართველოა, სატირულ პოსტს ეყრდნობა

აღსანიშნავია, ისიც რომ ბოლო პერიოდში დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტის რაიმე კომენტარი ღია წყაროებში არ იძებნება.

სლოგანი “გარეჯი საქართველოა” აქტიურად ფიგურირებდა 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში და დაკავშირებული იყო კარტოგრაფების საქმესთან.  2020 წლის 7 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა და ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება წაუყენა.

15 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კარტოგრაფების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია რამდენიმე მიზეზით: გამოძიება საქართველოს მოსახლეობისთვის სენსიტიურ საკითხზე წინაასაარჩევნი პერიოდში დაიწყო; მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ლიდერებმა მიმდინარე საქმეზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, გააკეთეს პოლიტიზებული და პოპულისტური განცხადებები და გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომები გამოიკვეთა.

კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ივერი მელაშვილი არაერთხელ გახდა დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე, რომელშიც ულტრანაციონალისტები, კრემლისტური და სახელისუფლებო ჯგუფები იყვნენ ჩართული. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის მასალები:

“მითების დეტექტორმა” რეალურ ინფორმაციად გავრცელებული სხვადასხვა შინაარსის სატირული ამბავი წარსულშიც არაერთხელ გადააამოწმა.

წყაროს შესახებ:

ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი, რომელიც ალიევის განცხადებასთან დაკავშირებით სატირულ ინფორმაციას რეალურ ამბად ავრცელებს, ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძეა, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. მან 2021 წლის ივლისში ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, სხვადასხვა დროს მხილებული იყო დანაშაულებების ჩადენაში და შესაძლოა, ზედოზირების შედეგად ყოფილიყო გარდაცვლილი. ბოლქვაძე-ჯორთმენაძე ლაშქარავაზე პერსონალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ბრიფინგამდე ავრცელებდა. ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე ასევე ჩართული იყო სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანიაში და წარსულში ყალბი ინფორმაციაც გაუვრცელებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist