როგორ გააყალბეს FB ანგარიშებმა ივერი მელაშვილის სატელევიზიო კომენტარი?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

118
VIEWS

1 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა “კარდჰუ” გამოაქვეყნა კარტოგრაფების საქმის მონაწილის ივერი მელაშვილის ფოტო, რომელსაც თან ახლავს ციტატა: “კიდევ კარგი იმედს არ ვუყურებ, წარწერაზე “გარეჯი საქართველოა”, ნერვები მომეშლებოდა უბრალოდ”. აღნიშნული ციტატის ავტორად ივერი მელაშვილია მითითებული,  კარდჰუს წყაროდ კი მითითებულია ფეისბუქ გვერდ  Special Forces / სპეცრაზმი-ის ბმული, სადაც პოსტს ივერი მელაშვილის ვიდეოც ერთვის, ხოლო ციტირება კი კარდჰუს პოსტის იდენტურია. ვიდეოში ჟურნალისტი მელაშვილს უსვამს შეკითხვას, უყურებდა თუ არა ციხეში ტელეკომპანია იმედს, რაზეც ის პასუხობს, რომ არ უყურებდა და კიდევ კარგი რომ არ უყურებდა, თორემ წარწერაზე “გარეჯი საქართველოა” ნერვები მოეშლებოდა.
;
2 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა რეალობა გაავრცელა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც აერთიანებს მელაშვილის ზემოაღნიშნულ ციტატასა და მონაკვეთს TV Pirveli-ს გადაცემიდან “რეაქცია”, რომელშიც კარტოგრაფი ახსენებს სიტყვებს “როგორ არის შენი, როცა არ არის შენი”.  ვიდეო მანიპულაციურად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ივერი მელაშვილი  გარეჯის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ყოფნას უარყოფს.
;

ვიდეოს ფრაგმენტს და თანდართულ ციტატას სხვადასხვა ფეისბუკ გვერდები კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მანიპულაციურად ავრცელებენ, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მელაშვილი გარეჯს საქართველოს ნაწილად არ აღიარებს და  ნერვებიც კი ეშლება ამის გაგონებაზე. რეალურად, ვიდეოს ფრაგმენტი ისეა მოჭრილი, რომ მელაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას აზრი აქვს შეცვლილი. კერძოდ, ტვ “მთავარის” სიუჟეტის უწყვეტ კომენტარში იგი აღნიშნავს, რომ “იმედის” წარწერის ნახვისას ნერვები მოეშლებოდა, რამდენადაც  გარეჯი რომ საქართველოა, ამ ფაქტს ლაპარაკიც არ უნდა. 

რას ამბობს სიუჟეტში მელაშვილი?

 

31 იანვარს მთავარი არხის გადაცემაში “პოსტ ფაქტუმ” გავიდა სიუჟეტი , რომელშიც აღნიშნულია, რომ ციხეში პატიმრებს არ აქვთ საშუალება ინფორმაცია “მთავარი არხისგან” მიიღონ, სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ “იმედის” გადაცემებს უყურონ. ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებდა თუ არა “იმედს” და ჰქონდა თუ არა კარტოგრაფს იმედის წარწერა “გარეჯი საქართველოა” ნანახი, მელაშვილი პასუხობს, რომ ეს წარწერა არ უნახავს და რომც ენახა, ნერვები მოეშლებოდა, რამდენადაც გარეჯი ულაპარაკოდ არის საქართველოს ნაწილი. სწორედ ის ფრაზა, სადაც მელაშვილი ამბობს “ნუ, ახლა გარეჯი საქართველოა, ამას რად უნდა ლაპარაკი”, არის მოჭრილი ფეისბუკს გვერდების ვერსიაში, რაც მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას აზრს უცვლი.

Special Forces / სპეცრაზმის და “კარდჰუს” ვერსია 

“მთავარის” ეთერში გასული ივერი მელაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტის სრული ვერსია

“კიდევ კარგი იმედს არ ვუყურებ, წარწერაზე “გარეჯი საქართველოა”, ნერვები მომეშლებოდა უბრალოდ”

ჟურნალისტი: როდესაც იმედს უყურებდით და ეწერა “გარეჯი საქართველოა”…
ივერი მელაშვილი: იმედს სხვათა შორის არ ვუყურებდით…
ჟურნალისტი: არც ერთხელ არ გინახავთ ის წარწერა?
ივერი მელაშვილი: თქვენ წარმოიდგინეთ არა… და კიდევ კარგი, არ მინახავს, ნერვები მომეშლებოდა უბრალოდ, ნუ, ახლა გარეჯი საქართველოა, ამას რად უნდა ლაპარაკი? მაგრამ…”

სიუჟეტში მელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანას “ურაპატრიოტიზმი” ღუპავს და სამართლებრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობას უზღუდავს. 29 იანვარს ივერი მელაშვილმა ურაპატრიოტიზმისა და პოპულიზმის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით გარეჯა ქართული კულტურის და რელიგიის შემადგენელი ნაწილია, რაზედაც ვერავინ შემოგვედავება. თუმცა ეს ტერიტორია სრულად არ არის დაკანონებული და ამას გულზე მჯიღის ცემისა და პოპულისტური განცხადებების ნაცვლად ხანგრძლივი მოლაპარაკება და სიფრთხილე სჭირდება.

პოსტის გავრცელება
სპეცრაზმის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო გაავრცელა გვერდმა საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკა და  გაზიარდა ჯგუფში: “თავისუფალი სიტყვის პარტიზანები”.
2 თებერვალს იგივე  ვიდეო აღწერასტან ერთად  გამოაქვეყნა გვერდმა “მამული, ენა, სარწმუნოება”, რომელსაც პოსტი დასპონსორებულიც აქვს.

;

ვიდეოს იდენტური აღწერით ჯგუფში პროტესტი! Protest! Протест! ასევე აზიარებდა ფეისბუქ პროფილი ლევან ნაკაშიძე, რომელიც საკუთარ ვინაობას მალავს.
;

;

;

წყაროების შესახებ

Special Forces / სპეცრაზმი
გვერდი 2015 წლის 28 ნოემბერს შეიქმნა და ამ დროისათის 15 ათასამდე მოწონება აქვს. ძირითადად აზიარებს სამხედრო შინაარსის პოსტებსა და ახალ ამბებს, თუმცა ბოლო დროს ასევე გაზიარებული აქვს დავითგარეჯთან და კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებული პოსტები, მათ შორის ივერი მელაშვილის ტვ პირველზე გაკეთებული განცხადება, რომელიც სხვადასხვა აქტორების მიერ უკონტექსტოდ და მანიპულაციურად გავრცელდა.

;
კარდჰუ
ფეისბუქ გვერდი 2017 წლის 23 ივლისს შეიქმნა. ავრცელებს სიძულვილის ენას ეროვნული, სექსუალური და სხვა უმცირესობების მიმართ. აღვივებს ევროსკეპტიციზმსა და უნდობლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. “კარდჰუს” გავრცელებულ დეზინფორმაციასა და მანიპულაციურ ინფორმაციას “მითების დეტექტორი” პერიოდულად ამოწმებს და ამის შესახებ არაერთი მასალა აქვს გამოქვეყნებული.

საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკა
გვერდი 2019 წლის 15 ივლისს შეიქმნა. ბოლო პერიოდში აზიარებს დეზინფორმაციას ვაქცინებთან დაკავშირებით, აქვეყნებს პოსტებს ივერი მელაშვილის წინააღმდეგ, მხარს უჭერს ალტ-ინფოსა და ზვიად ტომარაძეს.
;
რეალობა
ფეისბუკ გვერდი 2016 წლის 17 ოქტომბერს არის შექმნილი. აღწერაში ნათქვამია, რომ გვერდზე საინტერესო ვიდეოები, ფოტოები, იუმორისტული შინაარსის მასალა დაიდებოდა, თუმცა ამ შინაარსის ინფორმაცისთან ერთად “რეალობა” პოლიტიკური ოპოზიციისა და მთავარი არხის მადისკრედიტირებელ პოსტებსაც ავრცელებს. ბოლო დღეებში გვერდზე რამდენჯერმე გამოქვეყნდა ივერი მელაშვილის გაკეთებული განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა აქტორების მიერ უკონტექსტოდ და მანიპულაციურად გავრცელდა.
;
მამული, ენა, სარწმუნოება
ფეისბუკ გვერდი 2020 წლის 8 იანვარს შეიქმნა. გვერდზე რელიგიური შინაარსის პოსტებისა და სხვადასხვა ლეგენდის გარდა ოპოზიციის მადისკრედიტირებელი პოსტებიც ვრცელდება.
;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist