გაუუქმა თუ არა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს Twitter-ზე გამოწერა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.7k
VIEWS

25 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა ადვოკატი დავით გირგვლიანი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ფოტოზე ინგლისურ ენაზე მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაიდენი ტვიტერზე ვლადიმერ პუტინს გამოწერას გაუუქმებს. მომხმარებელი ფოტოს თან ურთავს აღწერას: “საუკუნის ჩასვრილი ! Shame of Uncle Sam!”

Screenshot 9 12 გაუუქმა თუ არა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს Twitter-ზე გამოწერა?

ინფორმაცია ჯო ბაიდენის მიერ პუტინის ტვიტერზე გამოწერის გაუქმების შესახებ ამერიკული სატირული გამოცემის The Babylon bee-ის მიერაა გამოგონილი და რეალობას არ შეესაბამება. 

მასალა იმის შესახებ, რომ ბაიდენის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტის ტვიტერზე გამოწერას შეწყვეტს, The Babylon Bee-ის ვებ-გვერდზე 24 თებერვალს გამოქვეყნდა. 

Screenshot 10 12 გაუუქმა თუ არა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს Twitter-ზე გამოწერა?

Babylon Bee ცნობილი სატირული გამოცემაა. ვებ-გვერდის მისიის განაცხადში მითითებულია, რომ The Babylon Bee მსოფლიოს საუკეთესო სატირული გამოცემაა, რომელიც გამოგონილ სატირულ ინფორმაციების ქრისტიანობის, პოლიტიკისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ აქვეყნებს. 

Screenshot 11 12 გაუუქმა თუ არა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს Twitter-ზე გამოწერა?

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა თავის ბოლო გამოსვლაში უკრაინის წინააღმდეგო ომის დაწყების გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები ძირითადად რუსეთის ეკონომიკური, სამხედრო და საჰაერო კოსმოსური სექტორის განვითარების შეზღუდვაზეა ორიენტირებული. საქნციები  პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრებსაც ეხებათ.   

“მითების დეტექტორმა” ქართულ სოციალურ ქსელში რეალური ინფორმაციის სახით გავრცელებული Babylon Bee-ს გამოგონილი ცნობები ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist