სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

66
VIEWS

18-19 მარტს ფეისბუქ-გვერდებმა “ბრძენი კრიტიკოსი” და “ავლიპი ზურაბაშვილი • Avlipi Zurabashvili” გააზიარეს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: “ლანა, გამარჯობა. ნეტავ რომელი ლანა ხარ, რა?! რაღაც ეჭვები კი მაქვს, მაგრამ, ნუ, დავანებოთ ამას თავი”. ვიდეოში ასევე ჩასმულია კითხვა, რომელსაც გახარია პასუხობს: “გიორგი ლანა ვარ, რომ დამაორსულე არ უნდა მომიკითხო?” 

გიორგი გახარია

სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება. რეალურად, გახარია განსხვავებული შინაარსის კითხვას პასუხობს, ვიდეოს იმ ნაწილში, სადაც მოქალაქის მიერ დასმული შეკითხვა ჩანს, ტექსტი შეცვლილია.  

ვიდეოს ორიგინალი ვერსია გიორგი გახარიამ საკუთარ ოფიციალურ Instagram გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიტიკოსი განსხვავებული შინაარსის კითხვას პასუხობს, პროგრამულად დამუშავებულ ვერსიაში კი კითხვა შეცვლილია. “ბატონო გიორგი, ეს მართლა თქვენი ინსტაგრამია?” – ორიგინალი ვერსიის მიხედვით, ეკითხება მოქალაქე გახარიას. 

gakharia2 სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს სქრინშოტი
gakharia3 სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პროგრამულად დამუშავებული ვიდეო ვრცელდება
გაყალბებული ტექსტი

გარდა ამისა, ვიდეო, რომელიც ფეისბუქ-გვერდებმა გამოაქვეყნეს, მოჭრილია ისე, რომ შინაარსი, თუ რა კითხვას პასუხობს გახარია, გაურკვეველია.  

“ლანა, გამარჯობა. ნეტავ, რომელი ლანა ხარ, რა?! რაღაც ეჭვები კი მაქვს, მაგრამ, ნუ, დავანებოთ ამას თავი. კი, ეს ჩემი Instagram-ია. ძალიან მომწონს Instagram-ი, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკომუნიკაციო პლატფორმა ჩვენთვის ალბათ Instagram-ი უნდა გახდეს. ასე რომ, ჩემია და აქ ბევრი საინტერესო [რამ იქნება], გარდა ბევრისა, ალბათ, ყველაფერი იქნება აქ, ჩვენს Instagram-ზე. განსაკუთრებით ახლა, აქტიურ ფაზაში გადავდივართ”. – ამბობს გიორგი გახარია.   

ფეისბუქ-გვერდი “ავლიპი ზურაბაშვილი • Avlipi Zurabashvili” კომედიური შინაარსის ვიდეოებს აქვეყნებს. გვერდის შესახებ ინფორმაციის გრაფაში “Comedian” (კომიკოსი) არის მითითებული. სავარაუდოდ, გვერდმა გიორგი გახარიას ვიდეოც ხუმრობით გამოაქვეყნა, თუმცა იგივე ვიდეოს ასევე აქვეყნებს გვერდი “ბრძენი კრიტიკოსი”, რასაც ფეისბუქ  მომხმარებლები რეალურად აღიქვამენ.

გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist