გახარიას სახელით ყალბი საარჩევნო დაპირებები ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2
VIEWS

4 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Nodar Mzhavia გამოაქვეყნა სქრინი,  სადაც გიორგი გახარიას ფოტოსთან ერთად მისი ცხრა დაპირებაა ჩამოთვლილი. პოსტის მიხედვით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ამომრჩევლებს კონკრეტულ გეგმას სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა საკითხს ითვალისწინებს, მათ შორის დოლარის (1.22-ზე), ბენზინისა (55 თეთრი) და პურის (45 თეთრი) ფასების მკვეთრ შემცირებას, პენსიის 500 ლარამდე გაზრდას, ახალდაქორწინებულთათვის 5-ოთახიანი ბინის გადაცემას, წყლის, დენისა და გაზის უფასოდ მიწოდებას და სხვა.

 

"

გიორგი გახარიას დაპირებების ეს ჩამონათვალი ინტერნეტში 2019 წლის სექტემბრიდან ვრცელდება. 2019 წლის 4-5 სექტემბერს იდენტური შინაარსის ტექსტები მედიასაშუალება tvm.ge-ის ვებ-საიტზე, ფეისბუქ გვერდზე News • TV • Radio • Music და ჯგუფში გვირილა გოგო გამოქვეყნდა.

"

გიორგი გახარიას დაპირებების ეს ჩამონათვალი ყალბია. არც ერთ ღია წყაროში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახარიამ პრემიერ-მინისტრობის ან ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩამოთვლილი დაპირებები პირადად გასცა, არ იძებნება. გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში შემუშავებულ რომელიმე სამთავრობო პროგრამაში ან პარტიის “საქართველოსთვის” პროგრამული ხედვის დოკუმენტში აღნიშნულ პოსტში ნახსენები ცხრა დაპირებიდან არც ერთი არ იძებნება.

  • გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მიღებულ სამთავრობო პროგრამებში აღნიშნული დაპირებები არ გვხვდება

2019 წლის 3 სექტემბერს პარტია “ქართული ოცნების” თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა  ამავე დღეს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გახარიას 2019-2020 წლის სამთავრობო პროგრამა, რომელიც 8 სექტემბერს საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა  პროგრამის მიხედვით,  2020 წლის ბოლომდე მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნებოდა ოთხი საკვანძო მიმართულებით: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკის განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

დოკუმენტის არც ერთ ნაწილში ნახსენები არ იყო დოლარის, ბენზინის, პურის ან წამლების ფასები კონკრეტულ მაჩვენებლამდე შემცირება. მართალია, დოკუმენტი ბიზნესის ხელშეწყობისა და სოციალური კეთილდღეობისკენ მიმართულ გეგმებს მოიცავს, თუმცა გახარიას სამთავრობო პროგრამა ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის 50 000 დოლარის გამოყოფას, ახალდაქორწინებულთა 5 ოთახიანი ბინებით უზრუნველყოფას და პენსიების 500, ხოლო უმუშევართა სოციალური დახმარებების 300 ლარამდე ზრდას არ ითვალისწინებდა, ისევე, როგორც დენის, წყლისა და გაზის უფასო მიწოდებას.

აღნიშნული დაპირებები არ გვხვდება არც სამთავრობო პროგრამა 2021-2024 “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის,” რომელიც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობამ საქართველოს პარლამენტს 2020 წლის 18 დეკემბერს წარუდგინა.  პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობაზე, ინვესტიციებისა და ექსპორტის ზრდაზე.

  • პარტიის “საქართველოსთვის” პროგრამული ხედვა გავრცელებულ დაპირებებს არ შეიცავს

Nodar Mzhavia-ს გამოქყვეყნებულ პოსტებში ჩამოთვლილი ცხრა დაპირება არ გვხვდება არც გიორგი გახარიას ახალი პარტიის “საქართველოსთვის” 19 ივნისს გამოქვეყნებულ პროგრამული ხედვის დოკუმენტში, რომელშიც მთავარ მიზნად ძლიერი, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაა დასახული. დოკუმენტი რამდენიმე ნაწილს მოიცავს, მათ შორის ბიზნესისა და მეწარმეობის ხელშეწყობას. სწორედ ამ ნაწილში ნახსენებია, რომ ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროგრამის დანერგვის შემდეგ მცირე ზომის სოფლებში გამოვლინდებიან საუკეთესო სამეწარმეო პროექტის ავტორები, რომლებსაც სახელმწიფო 50 000 ლარამდე რესურსით დააფინანსებს. თუმცა დოკუმენტში ნახსენები არაა, რომ ნებისმიერი მოქალაქე საკუთარი ბიზენისის დასაწყებად 50 000 დოლარს მიიღებს. პარტიის პროგრამულ ხედვის დოკუმენტში სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტში ნახსენები სხვა დაპირებებიც არ გვხვდება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist