გახარიას და ზურაბიშვილის წინააღმდეგ ტვ “იმედის” სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

51
VIEWS

24 სექტემბერს ფეისბუკ ანგარიშმა ქართველი ემიგრანტი გამოაქვეყნა ტელეკომპანია “იმედის”  პოსტის სქრინი, რომელშიც ნათვამია, რომ “იმედმა” ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა და  ქალბატონი, რომელმაც გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილია.
24 სექტემბრის 14:00 საათის მდგომარეობით პოსტს 56 გაზიარება აქვს.
"
ქართველი ემიგრანტის მიერ გამოქვეყნებული იმედის სქრინი ყალბია. ტელეკომპანია იმედის ვებ-გვერდსა და ფეისუკ გვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. კოკაინის მოხმარების თემაზე საინფორმაცია კამპანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის ინიცირებულია, თუმცა აღნიშნული გაყალბებული სქრინის ავტორი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პროფილია.

ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ გახარიას პირველად კოკაინი სალომე ზურაბიშვილმა გაასინჯა, არც “იმედის” ფეისბუკ გვერდსა და არც ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე არ იძებნება. ბოლო 24 საათში იმედის ფეისბუკ გვერდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას მიერ კოკაინის მოხმარების ბრალდებებზე 2 ინფორმაციაა გამოქვეყნებული. კერძოდ, 24 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა, რომ გიორგი გახარიას კოკაინი ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა და მას პრობლემები ამის შემდეგ დაეწყო.
"

ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებზე ნარკოტიკების მოხმარების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კადიდატმა კახი კალაძემ ნარკოტესტი ჩაიტარა და კონკურენტებსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი ექსპერტიზის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ სურდა და ტესტს უცხოურ ლაბორატორიაში გაიკეთებდა.

17 სექტემბერს პარტია “საქართველოსთვის” თავჯდომარემ თავის ფეისბუქ გვერდზე ვენის ჰოსპიტალ RUDOLFINERHAUS-ში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი გამოაქვეყნა, სადაც მითითებულია, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება. თუმცა, სახელისუფლებო მედიებმა გახარიას მიერ ნარკოტესტის ჩატარების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება სცადეს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები კი საჯარო წინასაარჩევნო დებატებში გახარიას ნარკოდამოკიდებულების თემაზე მუდმივად აპელირებდნენ.

წყაროს შესახებ

ფეისბუკ ანგარიში “ქართველი ემიგრანტი” უმეტესად “ნაციონალური მოძრაობის” და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი შინაარსის მასალებს ავრცელებს. ამავე ანგარიშზე გვხვდება “ქართული ოცნების” წევრების შესახებ სატირული პოსტები.
""

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist