ვინ გააყალბა პოსტი, რომელშიც გახარია ივანიშვილს ჰესის მშენებლობაში ადანაშაულებს?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

25
VIEWS

25 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინი ჯღარკავამ გაავრცელა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოფიციალური გვერდის სქრინი შემდეგი შინაარსით: “ჰესს ბიძინა ივანიშვილი აშენებს და აქციაზე ჩემს დაჭერას ითხოვენ”.

;

გიორგი გახარიას ოფიციალური გვერდის სქრინი ყალბია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. (americanadventure.com) გიორგი გახარიას ოფიციალურ გვერდზე მსგავსი პოსტის გამოქვეყნებას უარყოფენ მის პრესსამსახურშიც.

გიორგი გახარიას ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი 2 მაისისაა და აღდგომის დღესასწაულის მისალოც ფოტოს შეიცავს. რაც შეეხება სქრინს, მსგავსი შინაარსის პოსტი გახარიას ოფიციალურ გვერდზე არ გვხვდება. ნინო ჯღარკავას პოსტის აღწერის მიხედვით, სქრინზე ასახული პოსტი გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგაა გამოქვეყნებული, თუმცა ამ პერიოდში ოფიციალურ გვერდზე არ გამოქვეყნებულა პოსტები ნამახვანჰესის და მიმდინარე აქციების შესახებ.

;

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი გახარიას პრესსამსახურს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი პოსტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე არ გამოქვეყნებულა და სქრინი ყალბია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist