დეზინფორმაცია, თითქოს ევროკომისიის პრეზიდენტის ბაბუა ნაცისტი მაღალჩინოსანი იყო

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

545
VIEWS

18-20 მარტს რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3,4,5) ავრცელებდნენ ფოტოს, რომელზეც ადოლფ ჰიტლერი უცნობ ქალს ხელს ართმევს. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტოზე გამოსახული ქალი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ბებიაა. პოსტებში ასევე ვხვდებით მტკიცებას, რომ ფონ დერ ლაიენის ბაბუა კარლ ალბრეხტ ობერგი SS-ის გენერალი და “SS-ისა და პოლიციის უფროსი” იყო და მან საკონცენტრაციო ბანაკში 100 000 ადამიანი გაგზავნა.

ევროკომისიის პრეზიდენტი

მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახული ქალი ურსულა ფონ დერ ლაიენის ბებიაა, ამერიკელმა მკვლევარმა ნორმან ფინკელსტინმა ხუმრობით გაავრცელა. ინფორმაცია ფოტოზე გამოსახული ქალის ნამდვილი იდენტობის შესახებ ღია წყაროებში არ იძებნება. მტკიცება, რომ ფონ დერ ლაიენის ბაბუა კარლ ალბრეხტ ობერგი SS-ის გენერალი იყო, მცდარია. ევროკომისიის პრეზიდენტის დიდ ბაბუას ფრიდრიხ კარლ ალბრეხტი ერქვა და ის ბიზნესმენი იყო. 

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო ამერიკელი მკვლევრისა და აქტივისტის ნორმან ფინკელსტეინის X-ის (წარსულში “ტვიტერი”) გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის სქრინშოტია. ფინკელსტინმა პოსტი 2023 წლის 23 ნოემბერს სახუმარო აღწერით გამოაქვეყნა: “ფოტო ურსულა ფონ დერ ლაიენის საოჯახო ალბომიდან “ჩემი ტკბილი ბებია ამ ძვირფასი შემთხვევიდან ერთი თვე ხელს არ იბანდა”. 

laieni2 დეზინფორმაცია, თითქოს ევროკომისიის პრეზიდენტის ბაბუა ნაცისტი მაღალჩინოსანი იყო

ფოტოზე გამოსახული ქალის რეალური ვინაობა ღია წყაროებში არ იძებნება. ამერიკული ფოტოსააგენტო Getty Images აღწერის მიხედვით, ფოტო 1937 წელს ქალაქ ბიუქებურგშია გადაღებული და ჰიტლერი “ტრადიციულად ჩაცმულ გლეხ გოგონას” ართმევს ხელს. 

ასევე მცდარია მტკიცება, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის ბაბუა SS-ის (შუცშტაფელი – გერმანიის ნაცისტურ პარტიაში შემავალი დამოუკიდებელი პარამილიტარისტული ორგანიზაცია) გენერალი კარლ ალბრეხტ ობერგი იყო. აღნიშნულ პიროვნებას ევროკომისიის პრეზიდენტთან არაფერი აკავშირებს. გავრცელებულ პოსტებში მისი სახელი ფონ დერ ლაიენის ნამდვილი დიდი ბაბუის – ფრიდრიხ კარლ ალბრეხტის სახელშია არეული, რომელიც არა SS-ის მაღალჩინოსანი, არამედ ბრემენელი ვაჭარი იყო. “ალბრეხტი” კარლ ობერგისთვის მეორე სახელი, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის კი ქალიშვილობის გვარია. 

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში მოყვანილი ცნობები გერმანიის ნაცისტური პარტიის მაღალჩინოსნის კარლ ალბრეხტ ობერგის შესახებ მეტწილად ნამდვილია, მან კარიერის დიდი ნაწილი პოლონეთსა და საფრანგეთში გაატარა, სადაც ადგილობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებს ებრძოდა. ობერგის საქმიანობა ებრაელთა საკონცენტრაციო ბანაკებში გადასახლებასაც მოიცავდა. მხოლოდ საფრანგეთიდან მის სახელს 75 000-მდე ებრაელის გადასახლება უკავშირდება. ომის დასრულების შემდგომ ობერგს სასიკვდილო განაჩენი ორჯერ გამოუტანეს, რაც მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. 1965 წელს ობერგი საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა შეიწყალა (1,2). 

ცნობები ურსულა ფონ დერ ლაიენის დიდი ბაბუის ნაცისტურ პარტიასთან კავშირის შესახებ რამდენიმე ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ შეისწავლა (1,2,3). AFP-მა ცნობებს ფონ დერ ლაენის შესახებ ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ გერმანული ოჯახების გენეალოგიის წიგნში (Deutsches Geschlechterbuch) მიაგნო. წიგნი ადასტურებს, რომ ფონ დერ ლაიენის ბაბუა კარლ ედუარდ ალბრეხტი ექიმი და ფსიქოლოგი, ხოლო დიდი ბაბუა, ფრიდრიხ კარლ ალბრეხტი, ვაჭარი და კომპანია “ფრიდრიხ კარლ ალბრეხტის” მეპატრონე იყო

ურსულა ფონ დერ ლაიენის გერმანიის ნაცისტურ პარტიასთან დაკავშირება მისი რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. მსგავსი მეთოდი არაერთი გერმანელი საჯარო ფიგურის წინააღმდეგ გამოუყენებიათ, “მითების დეტექტორმა” რამდენიმე ასეთი ცნობა წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მასალებში: 

წყაროების შესახებ: 

რუსულენოვანი ანგარიშებს Andrey Uriy Kuzin, Szvetlana Kobra და Иван Косинов ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ. მათი სამიზნე ძირითადად უკრაინისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები არიან. 

tsqharoebi 1 დეზინფორმაცია, თითქოს ევროკომისიის პრეზიდენტის ბაბუა ნაცისტი მაღალჩინოსანი იყო

არქივი: 1, 2, 3, 4


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist