ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

6.5k
VIEWS

ქართულ და რუსულენოვან ონლაინ და სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის, გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისგიან ლინდნერისა და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის ბაბუები ნაცისტი მაღალჩინოსნები იყვნენ. 

კრემლისტური გამოცემა “საქართველო და მსოფლიო” რუსულევანოანი ტელეარხის Планета РТР-ის გადაცემა “Бесогон-ზე” დაყრდნობით წერდა, რომ ოლაფ შოლცი გენერალ ლეიტენანტისა და SS-ის გრუპენფიურერსის ფრიც ფონ შოლცის შვილიშვილი აღმოჩნდა. გადაცემა  Бесогон-ის ეს ეპიზოდი რამდენიმე რუსულენოვანმა ფეისბუქ გვერდებმაც გამოაქვეყნა (USSR Press, Музыка 80-90-00’s, ВЛАДИМИР ПУТИН – МИРОТВОРЕЦ, Всё будет хорошо) შოლცის წარმომავლობის შესახებ ეს ინფორმაცია News Front-ის გადაცემა Мнение-ში ქართული კრემლისტური გამოცემა “საქინფორმის” მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმაც გააჟღერა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულენოვან კრემლისტურ გამოცემებში საქინფორმსა და News Front-ში გამოქვყეყნდა. 

სოციალური ქსელის რუსულენოვანმა მომხმარებელმა (Анатолий Вадюхин, Natalia Ponomareva, Евгений Титов) ოლაფ შოლცის წარმომავლობის გარდა, კრისტიან ლინდნერისა და დონანდ ტუსკის ბაბუების შესახებაც გაავრცელეს ინფორმაცია. მომხმარებლების მტკიცებით, გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვერმახტის ბრიგადის გენერალ გერჰარდ ლინდნერის შვილიშვილია, ხოლო დონალდ ტუსკი – SS-ის რაიხსფიურერის იოზეფ ტუსკის.

Screenshot 22 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?

მტკიცებები იმის შესახებ, რომ ოლაფ შოლცის, კრისტიან ლინდნერისა და დონალდ ტუსკის წინაპრები ნაცისტი მაღალჩინოსნები იყვნენ, ყალბია. რეალურად, 1) ოლაფ შოლცის ბებია-ბაბუები რკინიგზის თანამშრომლები იყვნენ; 2) დონალდ ტუსკის ბაბუა ვერმახტში 1944 წელს იძულებით გააწევრიანეს; 3) კრისტიან ლინდნერსა და ვერმახტის გენერალ გერჰარდ ლინდნერნს შორის ნათესაური კავშირი  არ დასტურდება.

  • ოლაფ შოლცის ბებია-ბაბუები რკინიგზის თანამშრომლები იყვნენ

ოლაფ შოლცის წარმომავლობის შესახებ ფართოდ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად გერმანული ფაქტების ანალიტიკოსი ორგანიზაცია Correctiv-ი ფედერალური მთავრობის პრეს-ცენტრს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაციას “სრული სისულელე” უწოდეს. თავად ოლაფ შოლცის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, კანცლერის ბაბუა ჰამბურგში რკინიგზის მოხელე იყო. რასაც მუნციგერის არქივიც ადასტურებს, არქივის ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შოლცის ბებია-ბაბუა რკინიგზის თანამშრომლები იყვნენ.  

კიდევ ერთი გერმანული ფაქტების ანალიტიკოსი ორგანიზაცია DPA ფედერალურ არქივებზე დაყრდნობით წერს, რომ SS-ის მაღალჩინოსანს ფრიც ფონ შოლცს, ადამიანს, რომელსაც ოლაფ შოლცის წინაპრობას უკავშირებენ,  შვილები არ ჰყოლია და იგი 1944 წელს ესტონეთში შთამომავლობის გარეშე გარდაიცვალა. 

რეალურად კანცლერი ოლაფ შოლცი ჩრდ. გერმანიაში, ოსნაბრიუქში დაიბადა და ჰამბურგში გაიზარდა. პროფესიით არის ადვოკატი. მისი მშობლები გერარდ და კრისტელ შოლცები ტექსტილის სფეროში მუშაობდნენ. 

Screenshot 23 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?
ოლაფ შოლცის მშობლები. ფოტო: picture alliance/dpa
  • დონალდ ტუსკის ბაბუა ვერმახტში 1944 წელს იძულებით გააწევრიანეს

რაც შეეხება დონალდ ტუსკის წარმომავლობას, გავრცელებული ფოტოს აღწერის მიხედვით, დონალდ ტუსკი SS-ის რაიხსფიურერის იოზეფ ტუსკის შვილიშვილია. იოზეფ ტუსკი თავდაპირველად პოლონეთის არმიის წევრი იყო, თუმცა ნაცისტების თავდასხმის შემდეგ 1944 წელს ის საკონცენტრაციო ბანაკში ვერმახტის რიგებში ჩაეწერა და SS-ის წევრი გახდა, რის შემდეგაც პოლონელ ებრაელებს დევნიდა. პოლიტიკოსი დონალდ ტუსკი კი მისი პირდაპირი მემკვიდრე მამის მხრიდანაა.

Screenshot 24 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?

Correctiv-ის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება დონალდ ტუსკის ბაბუა იოზეფ ტუსკი არ არის, რადგან ტუსკის ბაბუა SS-ში არ მსახურობდა და ამავდროუალდ, აღნიშნული ფოტო იოზეფ ტუსკის რეალურ ფოტოებს არ ემთხვევა.  

Screenshot 25 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?
იოზეფ ტუსკის რეალური ფოტოები: wiadomosci.dziennik.pl

რეალურად, ფოტოზე გამოსახული ადამიანის ვინაობა უცნობია. თუმცა ფოტო 1939 წელს პოლონეთში დაპატიმრებული ებრაელების ტრანსპორტირების დროსაა გადაღებული და SS-ის სხვადასხვა რანგის 4 წევრს ასახავს.

Screenshot 26 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?

ამავდროულად ევროპის საბჭოს პრეს-ცენტრის მიხედვით, იოზეფ ტუსკი 1939 წელს გესტაპომ დააპატიმრა და საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა. იგი რკინიგზის მუშაკი იყო. ის თავდაპირველად შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობაზე, შემდეგ კი ნეუენგამის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. 1944 წელს იგი იძულებით გააწევრიანეს ვერმახტში, რომელიც მომდევნო წელს დატოვა. აღსანიშნავია, რომ ომის დროს პოლონელების დიდი ნაწილი გერმანიის შეიარაღებულ ძალებში იძულებით გააწევრიანეს. 

  • კრისტიან ლინდნერსა და ვერმახტის გენერალ გერჰარდ ლინდნერნს შორის ნათესაური კავშირი  არ დასტურდება

რაც შეეხება კრისტიან ლინდნერისა და  ვერმახტის ბრიგადის გენერელ გერჰარდ ლინდნერის ნათესაურ კავშირს, გერმანიის ფინანსტთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული მტკიცება მცდარია. გერმანიის ბუნდესტაგისა და მუნციგერის არქივის მიხედვით, კრისტიანი ჩრდ. რაინ-ვესტფალიაში დაიბადა, ხოლო მამის მხრიდან ბებია და ბაბუა ადგილობრივ საცხობს ფლობდნენ. ვერმახტის გენერალი გერჰარდ ლინდერნი კი საქსონიაში დაიბადა და გარდაიცვალა და ფინანსთა მინისტრის წინაპრებთან არანაირი კავშირი არ აქვს .

Screenshot 27 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?

  • ინფორმაციის წარმომავლობა და გავრცელება

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანელი პოლიტიკოსები ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნების შთამომავლები არიან, სათავეს “პუტინის მზარეულის” სახელით ცნობილი ევგენი პრიგოჟინისგან იღებს. 

Screenshot 28 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?
ფოტოზე: ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმირ პუტინი

გერმანულენოვანი გამოცემა t-online-ის მიხედვით, პრიგოჟინმა ყალბი ინფორმაცია ოლაფ შოლცის, კრისტიან ლინდნერისა და გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის კარლ ლაუტერბახის წარმომავლობის შესახებ 6 მარტს რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე გამოაქვეყნა. t-online-ის მიხედვით, გამოცემა პრიგოჟინს დაუკავშირდა, მისი განმარტებით, მან ეს ინფორმაცია თავისი Patriot Media Group-ის გამომძიებელი ჟურნალისტებისგან საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით მიიღო, თუმცა მოგვიანებით წაშალა. 

აღსანიშნავია, რომ “პეტერბურგის ტროლების ქარხანა” სწორედ პრიგოჟინის სახელს უკავშირდება. პრიგოჟინი  აშშ-ის საგანგებო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა რობერტ მიულერმა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის სახელი ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია Wagner Group-ის სირიასა და აფრიკაში ჩატარებულ ოპერაციებსაც უკავშირდება.

2 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ევროპელი პოლიტიკოსების წინაპრების შესახებ?


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, პოლონეთი, რუსეთი
წყარო

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

საქ
საქინფორმი

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist