ძალადობრივი ჯგუფების ანატომია- 1 წელი 5 ივლისის მოვლენებიდან

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.2k
VIEWS

2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო ძალადობრივი ქმედებებიდან ერთი წელი გავიდა. აქციის ჩასაშლელად ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს, სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზაცია “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისები, ასევე პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები დაარბიეს. 6 ივლისს კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საქართველოს დროშის გვერდით აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვესძალადობრივი ჯგუფები 53 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათი ტექნიკა კი მიზანმიმართულად დააზიანეს. 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე თავდაპირველად 31 პირი დააკავეს. თუმცა, მედია ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, თავად ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ სამართალდამცავებს ზომები არ მიუღიათ.

ძალადობრივი აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: სხვანეთიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან იყვნენ ჩამოსულები და მეტწილად ლევან ვასაძის პარტიის “ერთობა, რაობა, იმედის” და “ქართული მარშის” მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ. სოციალულ ქსელში გავრცელებული ფოტომასალების ანალიზის შედეგად “მითების დეტექტორმა” ღია წყაროებით ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირების ამოცნობა და მათი კავშირების დადგენა მოახერხა (იხ. დანართი 1). გამოიკვეთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ან ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით საქმიანობენ. ეს ჯგუფებია:

  1. ეროვნულობის და გენდერული იდენტობის შესანარჩუნებლად ფიზიკურ წვრთნებში ჩართული პირები,
  2. “ჯვაროსნულ მოძრაობაში” ჩართული და “საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებასთან” დაკავშირებული პირები,
  3. ნამოხვან ჰესის საწინააღმდეგო კამპანიასა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართული პირები,
  4. ანტივაქსერულ კამპანიებში ჩართული პირები.

აქციის ორგანიზებას და იდეოლოგიურ მხარდაჭერას, მათ შორის ძალადობის კულტივირებას, როგორც მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, ტვ ალტ-ინფოს დამფუძნებლები და წამყვანები ახდენდნენ, რომლებიც მოგვიანებით პოლიტიკურ პარტიად ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა ტრანსფორმირდნენ. თავის მხრივ, აღნიშნული ჯგუფი ულტრანაციონალისტ რუს ფილოსოფოსსა და ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელ ალექსანდრ დუგინთან არის დაკავშირებული.

წინამდებარე ანგარიში მიზნად ისახავს იმ ჯგუფების შესწავლას, ვინც საზოგადოებრივ ასპარეზზე ყველაზე მკაფიოდ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ძალადობრივი პროტესტის და ჟურნალისტებზე ორგანიზებული ძალადობის შედეგად გამოჩნდა. ანგარიშის პირველი ნაწილი აქციის მონაწილეთა პროფილებს დაეთმობა, მეორე ნაწილი კი პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნილ ალტ-ინფოს, რომელიც ასპარეზზე ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის გზით, დღის წესრიგით შემოვიდა და რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ავტორი: ანი ქისტაური

რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი

დიზაინი: მაკო ცუცქირიძე

ბმული: ძალადობრივი ჯგუფების ანატომია- 1 წელი 5 ივლისის მოვლენებიდან

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist