დავით ქართველიშვილი USAID-ის ტრენინგებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

USAID
75
VIEWS

7-8 აპრილს პარტია ხალხის ძალისა და მედია-საშუალებების – იმედის, POS TV-ის, infopostalioni.ge-ს, ქართული აზრის, რეზონანსის (1;2), მხარე.ჯი-სა და მედიაჰოლდინგ კვირას ვებ-საიტებსა და ფეისბუქ გვერდებზე გავრცელდა დავით ქართველიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც წლებია, საქართველოს რეგიონებში USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მიერ ტარდება ტრენინგები სახელწოდებით: “დეზინფორმაცია, როგორც რუსული ხელისუფლების იარაღი.” როგორც ქართველიშვილი წერს, “გასაგებია – “რუსული ოცნების”, “რუსული კანონების” თუ “რუსული აღმსარებლობის” ტირაჟირების ფონზე, ვის და რას ეხება აღნიშნული ტრენინგები.”

USAID USAID

დავით ქართველიშვილი USAID-ის ტრენინგთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. რეალურად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მსგავსი სახელწოდებით ტრენინგებს არ ატარებს.  

“დეზინფორმაცია, როგორც რუსული ხელისუფლების იარაღი” – აღნიშნული ტრენინგის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებით არ იძებნება. ამ სახელწოდებით პროექტზე USAID-სა თუ სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებულ ცნობებს ღია წყაროებით ვერ ვიღებთ.  

გავრცელებული მტკიცების გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” USAID-საქართველოს წარმომადგენლებს დაუკავშირდა. კომუნიკაციების ოფისის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ლარსენის განმარტებით, USAID-ი საქართველოში მსგავსი სახელწოდების ტრენინგებს არ აორგანიზებს.  

USAID-ს ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია 35-ზე მეტი პროგრამის შესახებ, რომლებსაც მხარს უჭერს, რათა გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ საქართველოს მედეგობა, გააძლიეროს დემოკრატიული მიღწევები, უზრუნველყოს მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა. პროგრამებს შორის არის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამაც, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მოსახლეობის მზაობის განმტკიცებას. ის აერთიანებს დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, მედიას და აკადემიურ წრეს, რათა შემუშავდეს საქართველოს საინფორმაციო სივრცის დაცვისათვის საჭირო მიდგომები. პროგრამის აღწერაში ასევე მითითებულია, რომ USAID ხელს უწყობს ადგილობრივ აქტორებს, რომლებიც აქტიურად ებრძვიან დეზინფორმაციას და უზრუნველყოფენ საქართველოს მოსახლეობის ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციასთან წვდომას.   

არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist