რუსულ მედიაში მეფე ჩარლზ III-ის გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია გავრცელდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

210
VIEWS

18 მარტს რუსულ მედიაში (ZOV МЕЛИТОПОЛЬ, womanhit.ru) და ტელეგრამ-არხებზე (1, 2) გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა მეფე ჩარლზ III – გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეფე. მედია წერს, რომ ინფორმაციას ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. 

იგივე მტკიცება ქართულენოვან ფეისბუკ-პროფილზეც გავრცელდა.

მეფე ჩარლზ III მეფე ჩარლზ III mephe charlzi2 რუსულ მედიაში მეფე ჩარლზ III-ის გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია გავრცელდა

მტკიცება მეფე ჩარლზ III – ის გარდაცვალებაზე დეზინფორმაციაა. სამეფო ოჯახს მის გარდაცვალებაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. აღნიშნულ საკითხს ბრიტანული რეპუტაციული მედიაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ მეფე ცოცხალია. 

სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე (1, 2, 3) ინფორმაცია მეფის გარდაცვალებაზე არ იძებნება.

დეზინფორმაციას ბრიტანული მედია დღეს გამოეხმაურა. The Guardian -ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია  რუსულენოვან ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, მათ შორის  ВЕДОМОСТИ -სა და Readovka -ზე საიდანაც სხვა პლატფორმებზე ვირუსულად გადაზიარდა. Readovka – მ ინფორმაცია განაახლა, ხოლო ВЕДОМОСТИ -ზე ამჟამად წაშლილია.

ზოგიერთი ტელეგრამ-არხი მეფის ფოტოსთან ერთად “ბუკინგემის სასახლის” სახელით გაყალბებულ დოკუმენტსაც ავრცელებდა, რომელშიც სამეფო ოჯახი მეფის გარდაცვალებას იუწყებოდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ზოგიერთმა მედიამ ინფორმაცია ჩაასწორა. 

mephe charlzi3 რუსულ მედიაში მეფე ჩარლზ III-ის გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია გავრცელდა

მაგალითად, Комсомольская правда წერს, რომ მეფე ერთ დღეში გარდაიცვალა და აღდგა კიდეც. 

Вечерняя Москва – მ სტატიაში განაახლა ინფორმაცია, რომ ჩარლზ III ცოცხალია, თუმცა სათაურში ისევ მითითებულია, რომ ის გარდაიცვალა. 

5 თებერვალს ბუკინგემის სასახლემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მეფე ჩარლზ III – ს სიმსივნე დაუდგინდა. სავარაუდოდ, აღნიშნული დეზინფორმაცია ვირუსულად სწორედ ამიტომ გავრცელდა.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი, Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის, დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ცნობებს ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები: ZOV МЕЛИТОПОЛЬ, womanhit.ru


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist