ავიაკომპანია აზიმუტი თუ უკრაინის ავიახაზები? – რას ასახავს ვიდეო რეალურად

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

560
VIEWS

2023 წლის 19 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ რუსეთიდან თბილისში ავიაკომპანია Azimut-ის პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. რუსეთიდან პირველი პირდაპირი რეისის ჩამოსვლას აეროპორტში მოქალაქეები აპროტესტებდნენ. 

რეისის შესრულებიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელსა და ტელევიზიებში გავრცელდა ინფორმაცია და კადრები, რომ რუსული ავიაკომპანიის ბორტზე ქართული ცეკვა შესრულდა. კადრებში ორი ტრადიციულ სამოსში ჩაცმული ქალი აჭარულს ცეკვავდა. 

ინფორმაცია და კადრები ამის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებამ მათ შორის მთავარმა არხმა, Georgian Times-მა, ტელეკომპანია კავკასიამ, Tia.ge  და კომერსანტმა საკუთარ ფეისბუქის გვერდებზე გამოაქვეყნეს. TV პირველმა ვიდეო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გაუშვა. Pia.ge-მ TV პირველის ვიდეო Vimeo-ზე გამოაქვეყნა. 

Screenshot 3 5 ავიაკომპანია აზიმუტი თუ უკრაინის ავიახაზები? - რას ასახავს ვიდეო რეალურად

თვითმფრინავში ქართული ცეკვის ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება, რეალურად, ვიდეო 2021 წელს უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავშია გადაღებული და მას რუსულ ავიაკომპანია Azimut-თან კავშირი არ აქვს. 

უკრაინული ავიაკომპანიის (UIA) 2021 წლის 29 მარტის პოსტის მიხედვით, კომპანიამ ქართულ ეროვნულ ბალეტს “სუხიშვილები” მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო. ტექსტის მიხედვით, სუხიშვილებმა უკრაინელი აუდიტორიისთვის იცეკვეს, ახლა კი უკრაინელმა ბორტგამცილებლებმა იცეკვეს მათთვის. 

Screenshot 5 2 ავიაკომპანია აზიმუტი თუ უკრაინის ავიახაზები? - რას ასახავს ვიდეო რეალურად

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ორი ბორტგამცილებელი გოგონა ჩანს. ცეკვის შემდეგ ბორტგამცილებლებმა მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგეს. 

Screenshot 6 3 ავიაკომპანია აზიმუტი თუ უკრაინის ავიახაზები? - რას ასახავს ვიდეო რეალურად

ქართულ სოციალურ ქსელსა და ტელევიზიაში გავრცელებული კადრები, სავარაუდოდ ტელეფონით რეისის ერთ-ერთი მგზავრის მიერრაა გადაღებული, თუმცა იგივე კადრები ავიაკომპანიის ოფიციალურ ვიდეოშიც მოხვდა. 

Screenshot 7 3 ავიაკომპანია აზიმუტი თუ უკრაინის ავიახაზები? - რას ასახავს ვიდეო რეალურად
2023 წელს საქართველოში გავრცელებული კადრები.
Screenshot 8 2 ავიაკომპანია აზიმუტი თუ უკრაინის ავიახაზები? - რას ასახავს ვიდეო რეალურად
ავიაკომპანიის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული კადრები

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist