ასახავს თუ არა ვიდეო ევროვიზია 2024-ზე უკრაინის წარმომადგენელს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

104
VIEWS

29 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Giorgi Abashidze გაავრცელა თითქმის შიშველი კაცის ვიდეო, რომელშიც ის მღერის. პოსტის ავტორის თქმით, ვიდეოზე ასახული პირი 2024 წლის ევროვიზიაზე უკრაინის წარმომადგენელი იქნება. ის ასევე მიუთითებს ,,დაცემული კაცობრიობის ისტორიაზე” და წერს, რომ მსოფლიოში შექმნილ სიტუაციას ვეღარავინ გამოასწორებს.

evrovizia ასახავს თუ არა ვიდეო ევროვიზია 2024-ზე უკრაინის წარმომადგენელს?

ცნობა, რომ ვიდეოზე ასახული პირი 2024 წლის ევროვიზიაზე უკრაინის სახელით გამოვა, დეზინფორმაციაა და უკრაინის დისკრედიტაციას ემსახურება. ვიდეოზე უკრაინული ბენდის, Хамерман знищує віруси-ის კონცერტს ვხედავთ. ბენდის ამ წარმოდგენას კი თავად უკრაინაში, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისგანაც, კრიტიკა მოჰყვა.  

26 იანვარს უკრაინის კურორტ დრაგობრატში, სასტუმრო Rozhdestvo-ში, უკრაინული მუსიკალური ჯგუფის, Хамерман знищує віруси-ის კონცერტი გაიმართა. მუსიკალური შოუ ჯგუფისათვის დამახასიათებელი დეტალებით წარიმართა: მისი წევრები თითქმის შიშვლები იდგნენ სცენაზე. აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად უკრაინელმა ჟურნალისტმა, ვიტალი გლაგოლამ თავის ტელეგრამ არხზე გაავრცელა და დაწერა, რომ სასტუმროში ,,შიშველი წვეულება” გაიმართა, მთავარი კითხვები კი სასტუმროს მფლობელებს მიემართება.

მუსიკალური ჯგუფი Хамерман знищує віруси ევროვიზია 2024-ზე უკრაინას არ წარადგენს. ჯერ არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება უკრაინის წარმომადგენელი ევროვიზიაზე. ეროვნული შერჩევის ფინალი, რომელშიც 11 მუსიკოსი თუ მუსიკალური ჯგუფი მონაწილეობს, უკრაინაში 3 თებერვალს გაიმართება

მუსიკალური ჯგუფი Хамерман знищує віруси 1996 წელს ქალაქ სუმში დაფუძნდა და მსგავსი პერფორმანსებით გამოირჩევა. მათ წლების წინაც გამართეს ე.წ. შიშველი წვეულება ივანო-ფრანკივსკის რეგიონში და კრიტიკაც გამოიწვიეს. უკრაინული მედია, Заборона ივანო-ფრანკივსკის მერზე დაყრდნობით წერდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საკონცერტო სივრცის კურთხევის ინიციატივით გამოვიდა და ხულიგნობის ბრალდებით საქმეც აღძრეს. როგორც ივანო-ფრანკივსკის მერი სოციალურ ქსელში წერდა, კონცერტამდე მათ ორგანიზატორებისგან პირობა მიიღეს, რომ ქრისტიანული ღირებულებები დაცული იქნებოდა. ამასთანავე, უკრაინული მედია КУРС-ის მთავარმა რედაქტორმა, სერგეი ბორისმა გამოაქვეყნა უკრაინის ეროვნული პოლიციის ივანო-ფრანკივსკის რეგიონის დეპარტამენტის წერილი, რომ მათ Хамерман знищує віруси-ის კონცერტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ პოლიციისთვის. 

evrovizia1 ასახავს თუ არა ვიდეო ევროვიზია 2024-ზე უკრაინის წარმომადგენელს?

Хамерман знищує віруси-ის ამჟამინდელ კონცერტს, ,,შიშველ წვეულებას”, უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი კრიტიკით გამოეხმაურა. ვერეშჩუკი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ,,შიშველი წვეულება” პროვოკაციული ღონისძიებაა და ეს ომის დროს არ უნდა ხდებოდეს. ვერეშჩუკი პოსტით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ არ სჯერა, თითქოს, ის მსგავსი ღონისძიებების შესაჩერებლად ვერაფერს აკეთებს.

evrovizia2 ასახავს თუ არა ვიდეო ევროვიზია 2024-ზე უკრაინის წარმომადგენელს?

უკრაინულმა მედია СЛУХ-მა ,,შიშველ წვეულებასა” და მასზე სამთავრობო პირების გამოხმაურების შესახებ ჯგუფის ვოკალისტის, Альберт Цукренко-ის კომენტარი გამოაქვეყნა. მან გაიხსენა 2018 წლის მოვლენები, კონცერტის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძრა და თქვა, რომ ახლა ელოდებიან მიმდინარე ამბავი როგორ დასრულდება. ხოლო, ვერეშჩუკის გამოხმაურებაზე თქვა: ,,რაც შეეხება მაღალჩინოსნების პრობლემებს, რაც უფრო დიდხანს ვცოცხლობ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ისინი ყველა პრობლემას საკუთარი ხელით ქმნიან”. 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი Giorgi Abashidze ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს. აბაშიძის მიერ წარსულში გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია ,,მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist