5 ოქტომბერს ფეისბუკ-მომხმარებლებმა მრისხანე ბაბუაწვერა პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას სახელით პოსტის სქრინი გამოაქვეყნა. ტექსტის მიხედვით, ხვიჩია თვლის, რომ საქართველოში საფლავების პრივატიზაცია უნდა მოხდეს, რათა გარდაცვლილი ადამიანების ბაჯაღლო ოქროს კბილები შეგროვდეს და ეს ქონება მოსახლეობაზე გადანაწილდეს. ასე საქართველოს ევროპაში ოქროს უდიდესი მარაგი გაუჩნდება. იდენტური სქრინი ფეისბუკ გვერდმა “უნივერსუმი” და ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმაც გამოაქვეყნეს.
იაგო ხვიჩიას სახელით გავრცელებული სტატუსის სქრინი სატირული შინაარსისაა. ხვიჩიას მსგავსი ან იდენტური შინაარსის პოსტი საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან მის პროფილზე არ გამოუქვეყნებია. “მითების დეტექტორთან” კომენტარში ხვიჩიამ ამ შინაარსის განცხადების გაკეთების შესახებ ინფორმაცია უარყო.
იაგო ხვიჩიას სახელით გავრცელებული პოსტის სქრინი პირველად ფეისბუქ მომხმარებელმა მრისხანე ბაბუაწვერმ 5 ოქტომბერს დილის 11:38-ზე გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ სქრინის კომენტარებში მრისხანე ბაბუაწვერამ რამდენჯერმე დაწერა, რომ ხვიჩიას სტატუსი ხუმრობა არ არის და ნამდვილია.
“მითების დეტექტორი” იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ამასთანავე იაგო ხვიჩიას ფეისბუქ პროფილსა და მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იდენტური ან მსგავსი შინაარსის სტატუსი არ იძებნება.
მრისხანე ბაბუაწვერას სატირული შინაარსის გაყალბებული სქრინები და ციტატები წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ბანკზე თავდამსხმელის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყალბი ციტატა ვრცელდება
- ფეისბუკზე “ტაბულას” სახელით ყალბი სქრინი ვრცელდება
- “ფემინას” დამფუძნებლის სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება
- ვინ გააყალბა სახალხო დამცველის კომენტარი “ვეფხისტყაოსნის” აკრძალვაზე?
- პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაია პატარაიას სიზმარში ჩადენილი გაუპატიურების დასჯას ითხოვს, სატირულია
- ითხოვს თუ არა ბაია პატარაია ბიჭების რაოდენობის შესამცირებელ და გოგონების შობადობის წამახალისებელ რეგულაციებს?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.