“ფემინას” დამფუძნებლის სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

435
VIEWS

1 მარტს ფეისბუკ ანგარიშმა მრისხანე ბაბუაწვერა გამოაქვეყნა სქრინი, რომელზეც ფონდი “ფემინას” დამფუძნებლის ნინო ბაისონაშვილის ფეისბუკ პოსტია ასახული. პოსტზე ძალადობრივი და კრემლისტური  ტვ “ალტ-ინფოს” წამყვანის თათია გაბრიჭის ფოტოა ასახული, რომელსაც ნინო ბაისონაშვილის შემდეგი კომენტარი ერთვის თან: “ამ ჟურნალისტის მიმართ იმიტომ მოდის ამხელა ზიზღი, რადგან ქალია. თორემ ალტინფოს კაცი წამყვანებიც იგივეს იმეორებენ ეთერში სულ”.

აღნიშნულ პოსტს, რომელზეც მრისხანე ბაბუაწვერას Tedo Abashidze-ის პროფილი აქვს მოთაგული, ნინო ბაისონაშვილის მიმართ ნეგატიური კომენტარები ერთვის თან.

Screenshot 17 5 “ფემინას” დამფუძნებლის სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება

“ფემინას” დამფუძნებლის სახელით გავრცელებული პოსტი “ალტ-ინფოს” წამყვანის შესახებ გაყალბებულია. 1 მარტს ბაისონაშვილის პროფილზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება.

ორგანიზაცია “ფემინას” დამფუძნებლის პირად ფეისბუკ გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. 1 მარტს ნინო ბაისონაშვილს არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული, მაგრამ არცერთი მათგანი “ალტ-ინფოს” წამყვან თათია გაბრიჭიძეს არ შეეხება. ბაისონაშვილის პოსტების უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკასაც შეიცავს.

Screenshot 18 4 “ფემინას” დამფუძნებლის სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება

უფრო მეტიც, ბაისონაშვილს, როგორც 1 მარტს, ასევე შემდეგ დღეებში გამოქვეყნებული აქვს პოსტები, რომლითაც “ალტ-ინფოს” და მასთან დაკავშირებულ კონსერვატიულ მოძრაობას აკრიტიკებს.

Screenshot 19 4 “ფემინას” დამფუძნებლის სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება

მრისხანე ბაბუაწვერას  და Tedo Abashide-ს პროფილები გენდერის საკითხებზე მომუშავე სხვა აქტივისტების პოსტებსაც ხშირად აყალბებენ. სავარაუდოდ, ორივე პროფილს ერთიდაიგივე ადამიანი მართავს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist