ამერიკელი ჯარისკაცების ვაქცინაციაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

104
VIEWS

12 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა “Morganne C Samaya” გამოაქვეყნა ვიდეო აღწერით: “გავრცელდა საიდუმლო კადრები ამერიკის არმიიდან. ქართველო ბიჭებო თავი შორს არმიისგან! ოჯახი დაიცავით! ოჯახია თქვენი ქვეყანა”. ვიდეოში ჩანს ჯარისკაცები, რომლებსაც რამდენიმე ნემსს უკეთებენ, ხოლო ორი მათგანი შეუძლოდ ხდება. კადრებს თან ერთვის პოსტის ავტორის ხმაც, სადაც ის აღნიშნავს რომ ეს ხდება ამერიკის არმიაში, აცრები იწვევს მათი ჯანმრთელობის დაზიანებას  და იქ ჯარისკაცებს არაადამიანურად ეპყრობიან. 

Screenshot 2023 07 18 114513 ამერიკელი ჯარისკაცების ვაქცინაციაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

პოსტი, რომლის მიხედვითაც, გავრცელდა კადრები, თუ როგორ ხდებიან ამერიკელი ჯარისკაცები აცრების შედეგად ავად, ვიდეომანიპულაციას შეიცავს. ორიგინალ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი ახალწვეული აცრის გაკეთებამდე, სისხლის ანალიზის აღების პროცედურის შემდეგ არის შეუძლოდ, მეორე კი ინიექციის მომენტშივე ცუდად ხდება, რაც შესაძლოა ნემსის ჩხვლეტის რეაქციით ყოფილიყო გამოწვეული. ასევე, აღსანიშნავია, რომ ის ამჟამად ამერიკის საჰაერო ძალებში ირიცხება და თავს კარგად გრძნობს.

პოსტის ავტორის მტკიცების მიუხედავად, აღნიშნული ვიდეო საიდუმლო კადრებს არ წარმოადგენს, რეალურად ის იუთუბ და ფეისბუქ გვერდებზე 2021 წლის ნოემბერში თავად ამერიკის საჰაერო ძალების რეკრუტირების სამსახურმა გამოაქვეყნა. გავრცელებული კადრები 2019 წელს არის გადაღებული და ის 8 ნაწილიან დოკუმენტურ ფილმში გხვდება, რომელიც ახალწვეულების თავდაპირველ, ძირითად სამხედრო სწავლებას ასახავს. გავრცელებული ვიდეო დოკუმენტური ფილმის მესამე ნაწილს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ მანიპულაციურად გავრცელებულ ვიდეო ნაწყვეტებში ზოგიერთი კადრი გადანაცვლებულია. მის საპირისპიროდ, ორიგინალ ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელიც თავს ვერ იკავებს და კარს ეჯახება, იმ მომენტისთვის მხოლოდ სისხლის ანალიზი ჰქონდა აღებული და ვაქცინა მოგვიანებით გაიკეთა. ვიდეოს სრულ ვერსიაში, 13:37-დან 13:48 წუთამდე ჩანს, როგორ უღებენ მას სისხლის ანალიზს ვენიდან. 13:56-დან ის უკვე კედელთან დგას, ვენაზე საფენი უდევს და იწყებს ჩივილს, რომ თავს სუსტად გრძნობს. 14:18 წუთზე ქალი თავს ვეღარ იმაგრებს და კარს ეჯახება, რის შემდეგაც მას დახმარებას უწევენ. მხოლოდ ამის შემდეგ, 15:48 წუთზე ჩანს კადრები, სადაც აღნიშნული პიროვნება აცრას იკეთებს. 

Screenshot 2023 07 18 114521 ამერიკელი ჯარისკაცების ვაქცინაციაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება Screenshot 2023 07 18 114528 ამერიკელი ჯარისკაცების ვაქცინაციაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება Screenshot 2023 07 18 114533 ამერიკელი ჯარისკაცების ვაქცინაციაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ფერადკანიანი ქალი, რომლის იდენტიფიცირებაც pimeyes-ის ხელსაწყოს მეშვეობით შევძელით, ატინუკ აინიბაა, რომელიც ვიდეოში თავს შეუძლოდ იგრძნობს მაშინვე, როგორც კი ნემსს გაუკეთებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინების გვერდითი მოვლენების განვითარებას რამდენიმე წუთი მაინც სჭირდება, ნაკლებ სავარაუდოა, რომ აღნიშნული რეაქცია ვაქცინას გამოეწვია და ქალი შესაძლოა ამგვარად ნემსის ჩხვლეტაზე რეაგირებდეს.

Screenshot 2023 07 18 114538 ამერიკელი ჯარისკაცების ვაქცინაციაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

მას შემდეგ რაც აინიბას უბრძანეს ძირს დაჯდომა და ზურგით კედელზე მიყუდება, მას კიდევ 2 ვაქცინა გაუკეთეს და ორიგინალ ვიდეოში ისმის, როგორ პირდება ერთ-ერთი ჯარისკაცი მას, რომ ინიექციის პროცესი მალე მორჩება. 

Screenshot 2023 07 18 114546 ამერიკელი ჯარისკაცების ვაქცინაციაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

როგორც 2023 წლის მარტში გავრცელებული ფოტოდან ჩანს, ატინუკ აინიბა თავს კარგად გრძნობს და იგი აშშ-ის საჰაერო ძალების 144-ე სამედიცინო რაზმში ირიცხება.

Screenshot 2023 07 18 114556 ამერიკელი ჯარისკაცების ვაქცინაციაზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
ატინუკ აინიბა პაციენტს გულის მასაჟებს უკეთებს (რაზმის მზადების შეფასების მიზნით მოწყობილი სიმულირების ფარგლებში). წყარო: 144th Fighter Wing 

ვაქცინების გაკეთება ამერიკის ჯარში მომსახურე პერსონალისათვის სავალდებულო პროცედურაა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შექმნა 17 ვაქცინის სია, რომელთაგან 9 ყველა ახალწვეულისათვის ძირითადი სამხედრო სწავლების დაწყებამდე სავალდებულოა და 8 მათგანის საჭიროება განისაზღვრება იმით, თუ რომელ ქვეყანასა თუ რეგიონში მსახურობს ჯარისკაცი. ყველასთვის სავალდებულო ვაქცინების სიაში შედის: ადენოვირუსი, ა ჰეპატიტი, ბ ჰეპატიტი, ინფლუენზა (გრიპი), წწყ(წითელა, წითურა, ყბაყურა), მენინგოკოკი; პოლიო; ტეტანუს-დიფტერია, ვარიცელა. ხოლო დანარჩენი 8 ვაქცინაა: ანტრაქსი, B ტიპის ჰემოფილუს გრიპი, იაპონური ენცეფალიტი, პნევმოკოკი, ცოფი, ყვავილი, Ტიფის ცხელება და ყვითელი ცხელება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist