ალტ-ინფო პოლონეთის ისტორიის შესახებ კრემლის დეზინფორმაციას იმეორებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

167
VIEWS

15 მაისს კრემლისტური ტელევიზიის “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” ირაკლი და შოთა მარტინენკოებმა და ზურაბ მახარაძემ სტალინის მუზეუმის დახურვასთან დაკავშირებით საქართველოში პოლონეთის ელჩის კომენტარი განიხილეს. შოთა მარტინენკომ გადაემაში პოლონეთის ისტორიიის შესახებ ისაუბრა. Მან ორი ძირითადი მტკიცება გააჟღერა: 

  1. ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის “მოლოტოვ-რიბენტროპის” პაქტის დადებამდე პოლონეთსა და გერმანიას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, თუ გერმანია საბჭოთა კავშირში შეიჭრებოდა, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებდა და საკუთარ ტერიტორიებს დაიკავებდა. 
  2. პოლონეთის არსებობა სტალინის დამსახურებაა, რადგან მან ნახევარი პოლონეთი მას შემდეგ დაიკავა, რაც პოლონეთის მთავრობამ არსებობა შეწყვიტა. 

გადაცემის ნაწყვეტი ალტერნატიული ანალიტიკის ფეისბუქ გვერდზე და ჯგუფში “კონსერვატიული მოძრაობა წნორი” გავრცელდა. 

შოთა მარტინენკო 2 დეზინფორმაციას აჟღერებს: 1. პოლონეთსა და გერმანიას შორის 1934 წელს დადებული თავდაუსხმელობის შეთანხმება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას არ მოიაზრებდა 2. პოლონეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის დღეს პოლონეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ ქვეყნის ტერიტორია დატოვა, თუმცა მოქმედება ემიგრაციაში განაგრძო.  

  • დეზინფორმაცია პოლონეთისა და ნაცისტური გერმანიის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ

შოთა მარტინენკოს მტკიცებით, პოლონეთისთვის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე აპელირება მომგებიანი არაა, რადგან შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ნაცისტურ გერმანიასთან თავადაც ჰქონდა და ამ შეთანხმების მიხედვით, როცა ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხმებოდა, პოლონეთი მის მხარეს იბრძოლებდა და სსრკ-სგან საკუთარ ტერიტორიებს დაიბრუნდებდა. 

1934 წელს ნაცისტურ გერმანიასა და პოლონეთს შორის თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას ხელი ნამდვილად მოეწერა. შეთანხმების ტექსტი, პოლონეთის პარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული და ის ყველასათვის ხელმისაწვდომია. როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ორი ქვეყანა იღებდა ვალდებულებას არ დაერღვია მეორე მხარის მშვიდობიანი განვითარება, ხოლო მათ შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოგვარებულიყო. შეთანხმების მოქმედების ვადად ათი წელი განისაზღვრა. შეთანხმების ტექსტში საბჭოთა კავშირი ან სხვა რომელიმე მესამე მხარე ნახსენები არაა

გერმანია-პოლონეთის ამ შეთანხმების შესახებ დეზინფორმაციული მტკიცებები კრემლის მიერ წლებია ფართოდ ვრცელდება. მაგალითად, 2009 წელს კრემლის მედიასაშუალება Russia-1-მა მოამზადა გადაცემა, რომელშიც პოლონეთი ნაცისტური გერმანიის ახლომოკავშირედ იყო განხილული. გადაცემის მიხედვით, გერმანიის სხვა მოკავშირეებთან 1930-იან წლებში სსრკ-ზე თავდასხმას პოლონეთიც გეგმავდა. გადაცემაში ამის არგუმენტად სწორედ 1934 წლის შეთანხმება იყო დასახელებული. ამის შესახებ  პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს 2009 წლის ანგარიშში “რუსეთის ისტორიული პროპაგანდა 2004-2009 წლებში” ვკითხულობთ. 

გარდა ამისა, 2009 წლის 1 სექტემბერს, პოლონეთზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმის 70 წლისთავზე, რუსეთმა 1935-1945 წლებში სსრკ-ს საგარეო სადაზვერვო სამსახურის (SVR) მიერ პოლონეთისა და ნაცისტური გერმანიის თანამშრომლობის შესახებ 400 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა. სწორედ ამ დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) გადამდგარი გენერალი ლევ სოცკოვი ამბობს, რომ გერმანიასა და პოლონეთს შორის 1934 წელს ხელი საიდუმლო პროტოკოლს მოეწერა. პროტოკოლის მიხედვით კი პოლონეთი ნაცისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემთხვევაში ნეიტრალური უნდა დარჩენილიყო. 

აღსანიშნავია, რომ საიდუმლო პროტოკოლის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. პოლონელი ისტორიკოსების განცხადებით გერმანიის არქივებში მსგავი რამ არ აღმოჩენილა.

რეალურად, მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო. ადოლფ ჰიტლერისთვის 1934 წელს გაფორმებული თავდაუსხმელობის შეთანხმება იმის გარანტიას წარმოადგენდა, რომ პოლონეთი საფრანგეთსა და ბრიტანეთთან ანტი-გერმანულ ალიანსს არ შეკრავდა იქამდე, სანამ გერმანია ახალი ომისთვის საკმარისად არ შეიარაღდებოდა. თავის მხრივ, აღნიშნული პაქტი პოლონეთისთვისაც დროის მოგების მექანიზმს წარმოადგენდა. პოლონეთის მთავარსარდალ იუზეფ პილსუდსკის აზრით, ის დაეხმარებოდა ქვეყანას შესაძლო გერმანულ აგრესიას უკეთ მომზადებული დახვედროდა

აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა მსგავსი თავდაუსხმელობის ხელშეკრულება 1932 წელს საბჭოთა კავშირთანაც გააფორმა. პოლონეთი ამ ნაბიჯით დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და გერმანიასთან და საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის დაბალანსებას ცდილობდა.

პოლონეთისა  ნაცისტური გერმანიის ახლო მოკავშირობის შესახებ მტკიცებები ფართოდ გავრცელებული რუსული ნარატივის ნაწილია, რომლის მიზანიც “მოლოტოვ-რიბენტროპის” პაქტიდან აქცენტის გადატანით პოლონეთის წინაშე საბჭოთა კავშირის დანაშაულის შერბილებაა. ამ ნარატივს აქტიურად ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც, რომელმაც პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში არაერთხელ დაადანაშაულა და მას ბოდიშის მოხდისკენაც კი მოუწოდა

  • დეზინფორმაცია საბჭოთა კავშირის მიერ პოლონეთის გადარჩენის შესახებ

პოლონეთში ნაცისტური გერმანიის შეჭრაზე საუბრისას შოთა მარტინენკო საბჭოთა კავშირის როლსაც მიმოიხილავს. Მატკინენკოს მიხედვით, სტალინმა პოლონეთი გადაარჩინა, რადგან სსრკ-მ პოლონეთის ტერიტორიის ნახევარი მას შემდეგ დაიკავა, რაც პოლონეთის მთავრობამ არსებობა შეწყვიტა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საბჭოთა კავშირმა პოლონეთი სრულად დაპყრობას გადაარჩინა. 

თუმცა რეალურად, სსრკ-სა და ნაცისტურ გერმანიას პოლონეთის ტერიტორია “მოლოტოვ-რიბენტროპის” პაქტით წინასწარ ჰქონდა განაწილებული. ნაცისტური გერმანია პოლონეთში 1939 წლის 1 სექტემბერს შეიჭრა, ხოლო საბჭოთა კავშირი – 17 სექტემბერს. 1939 წლის 22 სექტემებრს კი პოლონეთის დაპყრობა ერთობლივი აღლუმით ბრეს-ლიტოვსკში აღნიშნეს. 

ფოტო: საბჭოთა და გერმანელი ოფიცრის შეხვედრა ბრესტში

ამასთანავე, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საბჭოთა კავშირი პოლონეთში მხოლოდ მას შემდეგ შეიჭრა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ “არსებობა შეწყვიტა”. პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყანა 17 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის შეჭრის დღეს დატოვა და საქმიანობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ განაგრძო. ოფიციალური განცხადება “პოლონეთის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის” შესახებ რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა რაინჰარდ ჰაიდრიხმა ომის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ გაავრცელა

პოლონეთის ისტორიის შესახებ კრემლის დეზინფორმაცია და ისტორიის გადაწერის მცდელობები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, პოლონეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist