აკრძალა თუ არა სასამართლომ აშშ-ის შტატების საჰაერო სივრცეში ე.წ. ,,ქიმტრეილები”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

448
VIEWS

ფეისბუქ-ანგარიში “ნაც ნობი” 7 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში წერდა, რომ ამერიკის შტატებში, ტეხასისა და ნიუჰემფშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,ქიმტრეილებს” (chemtrails) მათ საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ, რაც ხალხის მოთხოვნა იყო. აკრძალვის საფუძველზე პოსტის ავტორი ასკვნის, რომ სწორედ ,,ქიმტრეილებით” ავრცელებდნენ დაავადებებსა და შხამს. 

qimtreilerebi1 აკრძალა თუ არა სასამართლომ აშშ-ის შტატების საჰაერო სივრცეში ე.წ. ,,ქიმტრეილები”?

“ქიმტრეილების” შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის შტატების საჰაერო სივრცეში ,,ქიმტრეილებს” კრძალავს, არ არსებობს. ,,ქიმტრეილი” კი სინამდვილეში კონტრეილია (condencation trail), რომელსაც დაავადებების გავრცელებასთან კავშირი არ აქვს. 

19 დეკემბერს ნიუ ჰემფშირის წარმომადგენელთა პალატაში ,,სუფთა ატმოსფეროს კონსერვაციის შესახებ” ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირეს, მისი მიზანი გარემოს დაბინძურების შემცირება იყო. N 1700 კანონპროექტმა დამაბინძურებლის ემისიებისგან განზრახ გათავისუფლება და ღრუბლების დათესვა უნდა აკრძალოს, ასევე აკონტროლოს ელექტრომაგნიტური რადიოსიხშირე, მიკროტალღური გამოსხივება და გამონაბოლქვი. კანონპროექტი მიმართულია ნებისმიერი სუბიექტის ან ფიზიკური პირის წინააღმდეგ, ვინც ,,სახიფათო ატმოსფერულ საქმიანობას ეწევა, იყენებს არაიდენტიფიცირებულ ან ამოუცნობ თვითმფრინავს ან სხვა საჰაერო სატრანსპორტო საშუალებას”, ასევე მათ, ვინც ჩართულია ამინდის მოდიფიკაციასა და ღრუბლების დათესვაში. კანონპროექტი ჩამოთვლილი დარღვევებისთვის ადამიანის დაჯარიმებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტის ბოლო განხილვა 8 თებერვალს იყო და ნიუ ჰემფშირის კანონმდებელთა პალატამ ის ,,საკანონმდებლოდ მიზანშეუწონლად” (inexpedient to legislate) გამოაცხადა

კანონპროექტში ,,ქიმტრეილი” ნახსენები საერთოდ არ იყო. ,,ქიმტრეილი” კი სინამდვილეში კონტრეილია (condencation trail). ის არის ხაზის ფორმის ღრუბელი, რომელიც თვითმფრინავის გამონაბოლქვის შედეგად ჰაერის კონდენსაციით მიიღება. კონტრეილი წყლისგან შედგება, რომელსაც ყინულის მცირე კრისტალების ფორმა აქვს და ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. ის, თუ რამდენი ხანი იქნება შესაძლებელი კონტრეილის ცაზე დანახვა, დამოკიდებულია ტემპერატურასა და თვითმფრინავის ფრენის სიმაღლეზე არსებულ ტენიანობის დონეზე. 

,,ქიმტრეილების” აკრძალვის მოთხოვნით კი ტეხასელებმა შექმნეს პეტიცია, სახელად ,,შეწყვტიტეთ ჩვენი ოჯახების მოწამვლა”, ხოლო კანონი, რომელიც ,,ქიმტრეილების” მათ საჰაერო სივრცეში ,,ფრენას” კრძალავს, არ არსებობს. 

ე.წ. ქიმტრეილებთან და მათი საშუალებით დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციული მტკიცება ხშირად ვრცელდება, რაც ,,მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი “ნაც ნობი” იგივე “ფანტინა” ხშირად ავრცელებს მანიპულაციურ თუ დეზინფორმაციულ ცნობებს, ავითარებს კონსპირაციის თეორიებს, რაც ,,მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist