დეზინფორმაცია, თითქოს ნიდერლანდებში 10 წლის ბავშვებს სქესს მშობლის ნებართვის გარეშე უცვლიან

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.1k
VIEWS

26 თებერვალს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის PosTV-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მამა ალექსანდრე ბოლქვაძე გადაცემა “ლიბერალიზმის ანატომიაზე საუბრობს”. მისი მტკიცებით, ნიდერლანდებში შექმნილია ჯგუფები, რომლებიც 10 წლის ბავშვებს სქესს მშობლების ნებართვის გარეშე, ოპერაციის საშუალებით უცვლიან. 

მამა ალექსანდრე ბოლქვაძე: “ნიდერლანდებში ჯგუფები შეიქმნა, ასეთი უფლებამოსილი ჯგუფები, რომლებიც შედიან სკოლებში, გამოჰყავთ 10 წლის ბავშვები, უფლება არ აქვს არც მასწავლებელს და არც მშობელს. [ბავშვებს] ეუბნებიან, თქვენი უფლებააო, ვითონ ბავშვების უფლებების დამცველები. და, ნუ, აღარ ვიტყვი ახლა, იცით ყველაფერი, რაც უნდა ვთქვა, გოგოს, ბიჭს, ოპერაციის საშუალებით ამას აკეთებენ. გესმით თქვენ? წარმოიდგინეთ, ჩვენი შვილიშვილები, 10 წლის ბავშვი, ჩემი შვილიშვილი ვინმემ წაიყვანოს და, გამიგეთ? ბიჭი ქალად და ქალი ბიჭად აქციოს, რა ვიცი, მღვდელი ვარ და გეუბნებით, რომ ხანჯალს ჩავარტამ და მოვკლავ”.

niderlandebshi 10 tslis bavshvebs sqess mshoblis nebarthvis gareshe utsvlian დეზინფორმაცია, თითქოს ნიდერლანდებში 10 წლის ბავშვებს სქესს მშობლის ნებართვის გარეშე უცვლიან

მტკიცება, თითქოს ნიდერლანდებში 10 წლის ბავშვებს სქესს მშობლის ნებართვის გარეშე უცვლიან, დეზინფორმაციულია. რეალურად, ნიდერლანდებში სქესის შეცვლის ოპერაცია 18 წლიდან არის დაშვებული.

სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ ნიდერლანდებში არსებობს ჯგუფები, რომლებსაც 10 წლის ბავშვები სკოლებიდან გამოჰყავთ და სქესის შეცვლის ოპერაციას მშობლისა თუ მასწავლებლის ნებართვის გარეშე უტარებენ. რეალურად, მტკიცება დეზინფორმაციულია, რადგან ნიდერლანდებში 10 წლის ბავშვებში სქესის შეცვლის ოპერაცია არ ტარდება.  

ნიდერლანდებში ექიმები ხელმძღვანელობენ პროტოკოლით (Dutch Protocol), რომელიც ადგენს ასაკს, თუ როდის არის მიზანშეწონილი პაციენტებში ჰორმონალური თერაპიის დაწყება, ასევე, მასტექტომიისა (მკერდის მოკვეთის ოპერაცია) და სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარება.  

niderlandebshi 10 tslis bavshvebs sqess mshoblis nebarthvis gareshe utsvlian1 დეზინფორმაცია, თითქოს ნიდერლანდებში 10 წლის ბავშვებს სქესს მშობლის ნებართვის გარეშე უცვლიან
პროტოკოლი სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით. ფოტო: SEGM

პროტოკოლის მიხედვით, მასტექტომიის ჩატარება 16 წლიდან არის შესაძლებელი, გენიტალური ოპერაციის გაკეთება კი 18 წლის ასაკიდან. ჰორმონალური თერაპიის (Puberty Blockers) დაწყების ასაკად გრაფაში ტანერის სკალის მე-2 სტადიაა განსაზღვრული (ტანერის სკალის მიხედვით, მე-2 სტადია ბიჭებში, დაახლოებით, 11.5 წლის ასაკიდან იწყება, გოგოებში კი 10.9 წლის ასაკიდან). ამავე დოკუმენტის მიხედვით, Cross-sex ჰორმონების მიღებას მოზარდები 15 წლიდან იწყებენ, Puberty Blocker-ების, სულ მცირე, 2-წლიანი მიღების შემდეგ ან 16 წლიდან, ჰორმონების, სულ მცირე, 6-თვიანი მიღების შემდეგ.   

ინფორმაციას, რომ ნიდერლანდებში სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარება 18 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, ადასტურებს ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს მიმოხილვაც ევროპის ქვეყნებში ოპერაციაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ასევე, 2023 წელს ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Politifact-მა საკითხზე მოამზადა მასალა, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში, აშშ-ს შტატებისგან განსხვავებით, კანონით არ კრძალავენ გენდერის დადასტურების პროცედურებს, არსებობს სამედიცინო პროტოკოლები, რომლებიც ასაკსა და სხვა დეტალებს განსაზღვრავს. ასევე, მოზარდების უმეტესობა 18 წლამდე ქირურგიულ ჩარევას არ განიხილავს, შესაბამისად, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც პროცედურები ლეგალურია, ოპერაციები არასრულწლოვნებში იშვიათად ტარდება. 

 ნიდერლანდელმა ექიმებმა პიონერული როლი შეასრულეს გენდერული დისფორიის დიაგნოზის მქონე მოზარდების სამედიცინო მკურნალობის მეთოდის შემუშავებაში. ქვეყანაში 18 წელს ზემოთ მყოფი ტრანსგენდერი მოზარდებისთვის გენდერის დადასტურების სამედიცინო მკურნალობა 1972 წლიდან არის ხელმისაწვდომი.   

“მითების დეტექტორს” ბავშვებში სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარებაზე ყალბი მტკიცებები წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში: 

 არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნიდერლანდები
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist